ჯივიპი აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების განახლებას და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას - გიგა ნადირაძე, აქტივების მართვის დირექტორი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024-2026 წლებში, წყალმომარაგების სფეროში უპრეცედენტო - 378 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც სრულად მოხმარდება მოძველებული ქსელების განახლებას, გამართული ოპერირებისთვის აუცილებელი სპეც ტექნიკის შეძენასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას.
,,ჯივიპის მფლობელი, ესპანური კომპანია Aqualia თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგებაში ევროპულ მიდგომებსა და სტანდარტებს აქტიურად ნერგავს. სწორედ წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზების მნიშვნელოვანი ნაწილია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქსელების განახლება და რეაბილიტაცია.
2024 წელს კომპანიამ წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დაასრულა 40 და აქტიურად მუშაობს 34 სარეაბილიტაციო პროექტზე. სამუშაოების ფარგლებში 51 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 84 კილომეტრი ქსელი განახლდება.
ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს ავტოპარკისა და ტექნიკის განახლება, რაშიც ჯივიპი 13 მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს და შედეგად კომპანიას სრულად აღჭურვავს ეფექტური ოპერირებისთვის აუცლებელი თანამედროვე სპეც-ტექნიკით" - გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.