ჯივიპი გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბურ რეაბილიტაციას ახორციელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლისსაინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზემასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩისწყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისმეორე ეტაპს ასრულებს. ახალ ქსელზეგადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ სამგორის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი დაჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე.
პროექტში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სარეაბილიტაციოსამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებშისრულად განახლდება 12 კმ-მდე სიგრძის წყალსადენისა და 5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინებისმაგისტრალური ქსელები. დამონტაჟდება ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, მოეწყობასაკვანძი ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
"გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით, დათქმულ ვადებში მიმდინარეობს. ჯივიპიმართლაც უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოებს ახორციელებს. წყალმომარაგების ქსელისრეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოხდება და შედეგადქალაქს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი ქუჩა შეემატება." - რევაზ სოხაძე, სამგორის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატი.
მიმდინარე ეტაპზე გახოკიძის ქუჩაზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძისწყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელიქსელები, დამონტაჟდა 60 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 7 ერთეულისახანძრო ჰიდრანტი.
"Aqualia-ს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მიზანი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფიქსელების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაციაა. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში განისაზღვრა დადაიგეგმა გახოკიძის ქუჩის წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული ქსელების სრულიგანახლება. აღნიშნულ ქუჩაზე მდებარე წყალმომარაგების ქსელების კრიტიკული მდგომარეობაიწვევდა ისნის, სამგორისა და კრწანისის რაონების 128 000 აბონენტისთვის წყალმომარაგების ხშირშეზღუდვას. გახოკიძის ქუჩაზე მდებარე სათავე ნაგებობიდან გამომავალი 7 მაგისტრალურიწყალდენის რეაბილიტაციის შედეგად თბილისის მოსახლეობის 20%-ზე მეტს გაუუმჯობესდებაწყალმომარაგება. "- გიგა ნადირაძე, ჯივიპის აქტივების მართვის დირექტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.