ჯივიპიმ ქალაქ რუსთავის ხრამის სათავე ნაგებობაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ინფრასტრუქტურა განაახლა
ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესებისთვის კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ხრამის სათავე ნაგებობა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს - შახტურ ჭებს მძლავრ სატუმბო სადგურებს და მაგისტრელურ მილსადენებს აერთიანებს. რომელიც ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს შემუშავებული აქვს საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოძველებული ინფრასტრუქტურის პერიოდული განახლება ხდება. პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც უკვე დასრულდა შახტური ჭების, მეორე აწევის სატუმბო სადგურისა და მაგისტრალური მილსადენების 2.5 კმ სიგრძლის ამორტიზებული მონაკვეთის რეაბილიტაცია. ასევე მიმდინარეობს სათავე ნაგებობის ელექტრო სადენების სრული განახლების პროექტი. გარდა დასრულებული და მიმდინარე პროექტებისა კომპანია მიმდინარე წელს განახორციელებს მესამე აწევის სატუმბო სადგურში არსებული ამორტიზებული ტუმბო აგრეგატების სრულ განახლებას და ამავდროულად დამატებით მოხდება მაგისტრალური მილსადენის 1.5 კმ მონაკვეთის განახლება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარს შეადგენს. რეაბილიტაციის შედეგად ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მოსახლეობას წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება” - გიგა ნადირაძე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური დირექტორი
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტს მოსახლეობისთვის მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების მიზნით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.