მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170
-0.0069
flag
AZN 1.5459
0
flag
CNY 38.794
-0.004
flag
EUR 2.9849
-0.0106
flag
GBP 3.4892
-0.0135
flag
KZT 55.03
-0.0024
flag
TRY 0.0555
0
flag
USD 2.6278
-0.0003
news banner

ჯივიპის მფლობელი Aqualia 25 წელიწადში წყლის მართვის გლობალურ ლიდერად იქცა

news image
mbc image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ,მადრიდში ბრენდის დაარსებიდან 25 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელები და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გასული მეოთხედი საუკუნის შედეგები შეჯამეს და სამომავლო სტრატეგიული გეგმები განიხილეს.

2001 წელს შექმნილი ბრენდი, რომელიც თავდაპირველად ესპანეთის მუნიციპალიტეტებს ემსახურებოდა, დღეს წყლის რესურსების მართვის გლობალურ ლიდერად იქცა. ამჟამად Aqualia მსოფლიოს 19 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, იტალიაში, იაპონიასა და საქართველოში ოპერირებს. კომპანიის ზრდა ციფრებშიც შთამბეჭდავია: თუ 2002 წელს მისი შემოსავალი 379 მილიონ ევროს შეადგენდა, 2025 წლის ბოლოს ამ მაჩვენებელმა 1.7 მილიარდ ევროს გადააჭარბა, რაც 25 წელიწადში 370%-იან ზრდას ნიშნავს. დღეს Aqualia-ს გლობალური გუნდი 14,400-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წყლის მდგრად მართვაზე ზრუნავენ.

საიუბილეო ღონისძიებაზე Aqualia-ს გენერალურმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ ხაზი გაუსვა, რომ ბრენდის წარმატების საფუძველი საჯარო მომსახურების მაღალი პასუხისმგებლობა და ინოვაციებისკენ მუდმივი სწრაფვაა. მისი თქმით, კომპანია უბრალო კონტრაქტორი კომპანიიდან გადაიქცა სრულ ციკლზე პასუხისმგებელ ოპერატორად, რომლისთვისაც პრიორიტეტული თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვა და მაღალი სტანდარტების დანერგვაა. ამის დასტურია კომპანიის ბოლოდროინდელი წარმატებებიც, მათ შორის აშშ-ში, ტეხასის შტატში დაგეგმილი წყლის გამტკნარების მასშტაბური პროექტი, რაც Aqualia-ს ტექნოლოგიური უპირატესობის კიდევ ერთი აღიარებაა.

25 წლის წინ დასახული მისია - წყლის მართვის თანამედროვე და ეფექტიანი კულტურის შექმნა - დღეს უკვე რეალობაა, რასაც კომპანია ყოველდღიური საქმიანობითა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებით ამტკიცებს. ბრენდის საიუბილეო თარიღი კომპანიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქცენტს ციფრულ ტრანსფორმაციასა და მდგრადი სისტემების განვითარებაზე გააკეთებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „რუმორი“ ახალ საწარმოში გადადის და წარმოების შესაძლებლობებს აფართოებს

28.07.2026.18:00

რუმორი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა და სრულად კორპორატიული უნიფორმების წარმოებაზე კონცენტრირდა. კომპანია B2B სეგმენტში ოპერირებს და სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან თანამშრომლობს. პარალელურად კი ახალ საწარმოში გადასვლისთვის ემზადება, სადაც წარმოების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, მაკუნა გოგიბედაშვილმა, განუცხადა.

რა არის „რუმორის“ მთავარი სიახლეები ამ ეტაპზე და რა მიმართულებით ვითარდება კომპანია?

„რუმორმა“ საქმიანობა სრულად კორპორატიული უნიფორმების წარმოებაზე გადააკეთა და დღეს მთლიანად B2B მიმართულებით ოპერირებს. ამ ეტაპზე საცალო მიმართულებით აღარ ვმუშაობთ და მომხმარებლებს მხოლოდ კორპორატიულ სექტორზე მორგებულ პროდუქტს ვთავაზობთ.

აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კომპანიასთან, მათ შორის არიან „ამბოლი“, „მადარტი“, „ნიკორა“, „რამე კაი“, Sheraton Batumi და სხვა. ასევე, „ლისი დეველოპმენტთან“ ერთად ვმუშაობთ „ბუკნარის“ პროექტზე და სწორედ ამ მიმართულებით ვაგრძელებთ განვითარებას.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საწარმოო შესაძლებლობებიც - სპეცტანსაცმლისა და უნიფორმების წარმოებისთვის საჭირო სპეციალიზებული მანქანა-დანადგარები დავამატეთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი ისაა, რომ უახლოეს პერიოდში ახალ საწარმოო სივრცეში გადავდივართ, სადაც წარმოების რესურსი პრაქტიკულად გაორმაგდება. ეს საშუალებას მოგვცემს, შეკვეთები კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტიანად შევასრულოთ.

როგორი აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

აქტიურად ვმუშაობთ მარკეტინგული მიმართულებით, ვახორციელებთ ვიდეოკონტენტის წარმოებას და აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მედიასაშუალებასთან. ამ აქტივობებმა მნიშვნელოვანი შედეგი მოგვიტანა და ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ვფიქრობთ, ეს სწორედ თანმიმდევრული მარკეტინგული სტრატეგიის შედეგია.

რას მიიჩნევთ კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომ ქსოვილების იმპორტს თავად ვახორციელებთ, რაც თვითღირებულების შემცირებისა და კონკურენტული ფასების შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

თუმცა, ჩვენი დამკვეთების უმეტესობისთვის ფასზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხი. კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ თანამშრომლებისთვის კომფორტული, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმელი პირდაპირ აისახება მათ პროდუქტიულობასა და სამუშაო გარემოზე. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავარი აქცენტი მაღალი ხარისხის მასალებსა და კომფორტზე კეთდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა შეკვეთების შესრულების სისწრაფეა. არსებული რესურსების წყალობით, მოკლე ვადებში დიდი მოცულობის შეკვეთების შესრულება შეგვიძლია. ამასთან, თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით, ვაანალიზებთ დამკვეთის საჭიროებებს, ვაძლევთ რეკომენდაციებს და ვთავაზობთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიზნებს ყველაზე მეტად შეესაბამება. ჩვენი პრინციპია, ნებისმიერი გამოწვევისთვის ვიპოვოთ გამოსავალი.

რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

2027 წლიდან ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ექსპორტი იქნება. უკვე დაგეგმილი გვაქვს მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო გამოფენაში, სადაც პოტენციურ პარტნიორებს შევხვდებით და საერთაშორისო ბაზარზე თანამშრომლობის შესაძლებლობებს განვიხილავთ.

გარდა ამისა, ვგეგმავთ რამდენიმე ნიშური პროდუქტის შექმნას, რომელიც საცალო ბაზარზე იქნება გათვლილი. ეს მიმართულება „რუმორის“ სახელით არ განვითარდება, თუმცა პროდუქციის წარმოება სრულად ჩვენს საწარმოში მოხდება. საუბარია ძვირფასი მეტალებით გაფორმებულ, მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, რომლებიც სრულიად ახალ მიმართულებას შექმნის.

ჩვენთვის მუდმივი განვითარება და ზრდა არა მხოლოდ ბიზნეს მიზანია, არამედ ცხოვრების პრინციპიც. სწორედ ეს მიდგომა განსაზღვრავს „რუმორის“ განვითარების სტრატეგიასაც - მუდმივი წინსვლა, ახალი შესაძლებლობების შექმნა და ხარისხზე ორიენტირებული ზრდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა