ჯორჯიან ბასი 1 ივნისიდან თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით ოპერირებას იწყებს
საქართველოს სამგზავრო გადაყვანების ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული კომპანია Georgian Bus უკვე ათეული წელია მომხმარებლებს კომფორტულ, უსაფრთხო და დროულ სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს. კომპანია ცნობილია თანამედროვე ავტოპარკით, მაღალი ხარისხის სერვისითა და მგზავრებზე ორიენტირებული მიდგომით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მგზავრებისთვის.
დღემდე Georgian Bus ძირითადად ქუთაისის აეროპორტის ტრანსფერებით იყო ცნობილი, თუმცა კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მიმართულებების გაფართოებას გეგმავს.
Georgian Bus ოფიციალურად აცხადებს, რომ 2026 წლის 1 ივნისიდან კომპანია ახალ რეგულარულ რეისებს იწყებს თბილისი–ბათუმისა და ბათუმი–თბილისის მიმართულებით. ახალი მარშრუტი მგზავრებს საშუალებას მისცემს სწრაფად, კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავრონ საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქს შორის.
კომპანიის ინფორმაციით, რეისები შესრულდება თანამედროვე, კომფორტული ავტობუსებით, რომლებიც აღჭურვილი იქნება მგზავრობისთვის საჭირო ყველა აუცილებელი სერვისით. ახალი მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო იქნება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მგზავრებისთვის, რომლებიც ზაფხულის სეზონზე ბათუმში გადაადგილებას გეგმავენ.
Georgian Bus-ის წარმომადგენლების განცხადებით, ბათუმის მიმართულების დამატება კომპანიის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს მომხმარებლებისთვის უფრო ფართო და მოქნილი სატრანსპორტო ქსელის შეთავაზებას.
ბილეთების შეძენა და რეისების განრიგის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://georgianbus.com/
სხვა სიახლეები
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
14.08.2026.20:18
საქართველოს ბანკმა პარასპორტსმენების მხარდასაჭერად ახალი კამპანია დაიწყო - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?”
ყოველ ოთხ წელიწადში ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.
საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.
კამპანიაში გამორჩეული ქართველი პარაჩემპიონები მონაწილეობენ, რომელთა შორის არიან გიგა ოჩხიკიძე, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნატა ოჩიგავა, ლიკუნა ჩაჩიბაია, ზაკო მუშკუდიანი.
„პარასპორტსმენების წარმატებაზე ხშირად მხოლოდ მაშინ ვსაუბრობთ, როცა ისინი მედალს იგებენ. თუმცა, დღეს ჩემპიონების ცნობადობას მხოლოდ მედლები არ განსაზღვრავს. სპორტსმენების ხილვადობას ქმნის ბრენდებთან თანამშრომლობა. თუმცა, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონები ასეთ შესაძლებლობებს იშვიათად იღებენ.
სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ ამ კამპანიით პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, კამპანიის მთავარი კითხვაა - “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” რომელსაც პასუხი ბრენდებმა თავად უნდა გასცენ. მათ შეუძლიათ, პარაჩემპიონებთან თანამშრომლობით არა მხოლოდ საკუთარი კომუნიკაცია გახადონ უფრო საინტერესო, არამედ ხელი შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, რომელშიც პარასპორტსმენები მუდმივად დარჩებიან ყურადღების ცენტრში“, - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.