მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180.8
0.006
flag
AZN 1.5305
-0.0004
flag
CNY 38.818
0.0018
flag
EUR 2.91
-0.0015
flag
GBP 3.4342
-0.0053
flag
KZT 57.78
-0.0044
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6019
-0.0002
news banner

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე „წლის კომპანიად" დასახელდა

news image
mbc image

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელმა, წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, iAgua Awards 2026-ის საზეიმო ცერემონიაზე „წლის კომპანიის" ჯილდო მოიპოვა. დაჯილდოება წყლის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების - Smart Water Summit 2026-ის ფარგლებში გაიმართა. კონგრესმა 500-ზე მეტი დელეგატი და 141 სპიკერი გააერთიანა წყლის რესურსების მართვის თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების გზების განსახილველად.

აღნიშნული ჯილდო განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან წელს Aqualia-ს ბრენდი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანტიაგო ლაფუენტემ, მიღებული ჯილდო Aqualia-ს 15,000-ზე მეტ თანამშრომელს მიუძღვნა, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ მსოფლიოს მასშტაბით 45 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე.

„უკვე მეოთხედი საუკუნეა, ეს ბრენდი ჩვენს მთავარ ღირებულებებს - მაღალ პასუხისმგებლობას, ინოვაციასა და მდგრადობას აერთიანებს", - აღნიშნა სანტიაგო ლაფუენტემ.

iAgua-ს აღიარება Aqualia-სთვის გამორჩეულად წარმატებულ წელს მოჰყვა. კომპანიამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯი გადადგა და 30-წლიანი კონტრაქტებით იაპონიის ბაზარზე შევიდა - ეს ესპანური წყლის ოპერატორებისთვის პრეცედენტული შემთხვევაა. ამასთანავე, მიმდინარე წელს Aqualia-მ პოზიციები კიდევ უფრო განიმტკიცა ესპანეთში, საფრანგეთსა და პერუში.

Aqualia წყლის მენეჯმენტის საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობით ევროპაში მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილს იკავებს. კომპანია მსოფლიოს 19 ქვეყანაში 45 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა - ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია

08.10.2026.18:24

საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, განახლდა ბაზარზე უნიკალური პლატფორმა, ბიზნეს მენეჯერი, სადაც გადახდის მეთოდების დამატება და მართვა, მიღებული თანხების კონტროლი, ფინანსური დოკუმენტების მომზადება და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება კიდევ უფრო მარტივადაა შესაძლებელი.

განახლებული ბიზნეს მენეჯერი ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური ოპერაციების მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესები ერთი სივრციდან შეასრულოს - იქნება ეს ფიზიკურ თუ ონლაინ სივრცეში მიღებული გადახდების კონტროლი, ფინანსური რეპორტების მომზადება თუ ახალი გადახდის მეთოდის დამატება.

რა განახლდა ბიზნეს მენეჯერში?

გადახდის მეთოდის დამატება - სრულად ციფრულად

ბიზნესს სასურველი გადახდის მეთოდის - ტერმინალის, ონლაინ გადახდების ან ბმულით გადახდის - დამატება და მოთხოვნა პირდაპირ ბიზნეს მენეჯერიდან შეუძლია.

ყველა მიღებული თანხა ერთ სივრცეში

ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში ადევნონ თვალი როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ გაყიდვების წერტილებიდან მიღებულ თანხებს და უკეთ შეაფასონ გაყიდვების დინამიკა.

ტერმინალის მარტივი მართვა

ტერმინალის აღების შემდეგ, მისი გააქტიურება პირდაპირ ბიზნეს მენეჯერშია შესაძლებელი. ბიზნესს ასევე შეუძლია, ტერმინალის პარამეტრები საკუთარ საჭიროებებს მოარგოს, აირჩიოს რა მეთოდებით უნდა თანხების მიღება (Visa, Mastercard, Amex, Apple pay, google Pay, QR განვადება, ნაწილ-ნაწილ თუ Plus ქულებით) და გაიაქტიუროს დამატებითი სერვისები (პრეავტორიზაცია, სამადლობელი, Reversal და Refund).

ფინანსური ამონაწერი და რეპორტები - მომენტალურად

საჭირო ფინანსური ამონაწერისა და რეპორტების შექმნა და ჩამოტვირთვა ბიზნეს მენეჯერიდან ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, რაც ამარტივებს ინფორმაციის მომზადებას ბუღალტერიისა და აუდიტისთვის.

სკრინინგი და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება

საჭირო პროცედურების გავლა და ხელშეკრულებების ელექტრონულად დადასტურება ბიზნეს მენეჯერშივეა შესაძლებელი, რაც მომსახურების მიღების პროცესს ამარტივებს.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერის პლატფორმაზე ხელმისაწვდომია გადახდების, API-ის, რეკლამისა და ფინანსური ანალიტიკის მართვის ინსტრუმენტები.

ბიზნეს მენეჯერის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ და გააანალიზონ გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაცია, API მენეჯერის საშუალებით საკუთარ სისტემებში გადახდები ჩააშენონ, ხოლო Ads მენეჯერის გამოყენებით საქართველოს ბანკის ციფრული არხების მომხმარებლებისთვის მიზნობრივი შეთავაზებები (ფასდაკლება, ქეშბექი ან ქულების დაგროვება) გაუშვან.

განახლებული ბიზნეს მენეჯერის გამოყენება შესაძლებელია 

businessmanager.bog.ge-ზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა