JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
გაყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-ში | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს ბანკის ახალი ინციატივა საინტერესო სივრცეებს აერთიანებს - მთავარი მიზანი კი მცირე ბიზნესების წახალისება და დაახლოებაა. პროექტის პრინციპი მარტივია: გაუყევით ჯაჭვს და წაიყოლეთ ფასდაკლება - სტუმრობთ ერთ ობიექტს, სადაც პოსტერი დაგხვდებათ ფასდაკლების ვაუჩერებით, ჩამოხევთ ვაუჩერს და მიემართებით ახალი სივრცის აღმოსაჩენად, სადაც კიდევ სხვა ობიექტის ფასდაკლება გელოდებათ.
Ganjina-დან ჯაჭვი JPG Tbilisi-ში წაგიყვანთ
JPG Tbilisi შემოქმედებითი სივრცე და პრინტ შოპია, რომელიც ახალ ენერგიასა და საინტერესო ადამიანებს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ აქ გამორჩეული და ინდივიდუალური პრინტები დაგხვდებათ, შეგიძლიათ საკუთარი დიზაინი მაღალ ხარისხში დაბეჭდოთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე.
JPG Tbilisi-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, რომ მსგავსი ინიციატივები დამწყები ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად ღირებულია:
„ერთმანეთთან დამეგობრება მხოლოდ ცნობადობის გაზრდას კი არა, ახალი კონტაქტებისა და გამოცდილებების გაზიარებას ნიშნავს. დამოუკიდებლად ფართო აუდიტორიაზე გასვლა რთულია, საქართველოს ბანკისნაირი პარტნიორი გვეხმარება, ეს პროცესი ბევრად მარტივი და სწრაფი გახდეს“.
JPG Tbilisi-ის ფასდაკლების კუპონი Dodonut-მდე მიგიყვანთ
თუ ტკბილეული გიყვართ, აუცილებლად გეცოდინებათ Dodonut - ქართული ტკბილეულის საცხობი და კაფე, რომლმაც გამორჩეული გემოებით მომხარებელს მალევე შეაყვარა თავი. დოდონატის ფერად ვიტრინაში მუდმივად დაგხვდებათ 12 სხვადასხვა სახეობის ფუმფულა დონატი, ორცხობილა და არომატული ყავა. გემოების ასეთმა მრავალფეროვნებამ, ხარისხმა და დიდმა შრომამ შედეგიც გამოიღო და ბრენდმა ბათუმში გაფართოებაც შეძლო.
დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, გვიყვება, რომ მათთვის პროექტში მონაწილეობა ერთგვარი აუცილებლობაც კი იყო:
„ვფიქრობთ, სხვა ბიზნესებთან დამეგობრება და პარტნიორობა ყველასთვის სასარგებლოა. ეს კავშირები გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ ხილვადობა, ვიპოვოთ ახალი, სანტერესო კონტაქტები. მცირე ბიზნესების წარმატების საიდუმლო სწორედ ამ ურთიერთმხარდაჭერაშია. საქართველოს ბანკის წამახლისებელ პროექტებში ხშირად ვმონაწილეობთ და ყოველ ჯერზე კარგი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ არც ახლა გვიფიქრია ბევრი“.
ჩაერთეთ ჯაჭვში
პროექტის მარშრუტი ასე გამოიყურება: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG Tbilisi > Dodonut
თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გაზარდოთ ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუდგეთ გვერდში, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.
ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობთ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი.
პროცესი ძალიან მარტივია:
ეს კამპანია ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პარალელურად, ერთმანეთის მხარდაჭერით განვითარება უფრო მარტივია. ადგილობრივი ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში სრულიად ახალ და საინტერესო მარშრუტს ქმნის, სადაც ყოველი გაჩერება ახალი აღმოჩენაა. ჯაჭვში ჩართული ობიექტების სრულად სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი.
სხვა სიახლეები
მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
28.11.2026.14:01
თიბისის დაუჯერებელი შავი პარასკევი დასრულდა, თუმცა ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს კვლავ უმზადებს.
30 ნოემბერს, Cyber Monday-ზე, თიბისის ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე შერჩეულ კატეგორიებში შოპინგისას მომხმარებლები 30%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.
30% ქეშბექი საერთაშორისო ონლაინშოპინგზე - ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით
30 ნოემბერს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტექნიკის, კოსმეტიკისა და აქსესუარების კატეგორიებში, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში ერთგული Visa საკრედიტო ბარათებით ონლაინგადახდისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 100 ლარი, ერთგულის ყულაბაში დაუბრუნდებათ. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება რამდენჯერმე, 100-ლარიანი ლიმიტის ამოწურვამდე.
შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე. ქეშბექი კი ერთგულის ყულაბაში ვებგვერდის მხრიდან ტრანზაქციის დადასტურებისთანავე დაერიცხებათ.
ერთგულის ყულაბიდან თანხის გადარიცხვა ნებისმიერ ანგარიშზეა შესაძლებელი, მისი გამოყენება კი ნებისმიერი მიზნობრიობით.
ასევე შეგახსენებთ, რომ თიბისის Cyber Monday-ის ფარგლებში ადგილობრივი შეთავაზებებიც აქვს -Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში, Dressup.ge-სა და PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე.
30% ქეშბექი Aversi-ში მდებარე ჩიკოს შოურუმებში
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით ჩიკოს შოურუმებში გადახდისას მომხმარებლები 30%-იან ქეშბექს, მაქსიმუმ 300 ლარს, დაიბრუნებენ.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის ტერმინალზე ან/და თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ჩიკოს პროდუქციაზე და ვრცელდება შემდეგ შოურუმებში: თბილისში, სავაჭრო ცენტრებში „ქარვასლა“ და „ისთ ფოინთი“, ასევე ბათუმში, ბარათაშვილის ქ. N30-ში.
30% ქეშბექი PSP-ს აპლიკაციასა და ვებგვერდზე
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 150 ლარის გადახდისას მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს, მაქსიმუმ 30 ლარს, დაიბრუნებენ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის კი, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, ქეშბექის მაქსიმალური ოდენობა 50 ლარია.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
დამატებითი 20% ფასდაკლება Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას
30 ნოემბერს, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით Dressup.ge-ზე ონლაინშოპინგისას მომხმარებლები დამატებითი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ პრომოკოდის - CYBER20-ის შეყვანის შემთხვევაში.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა თიბისის გადახდის არხით გადახდა. აქცია მოქმედებს მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში და არ ვრცელდება Dressup.ge-ზე Apple Pay-ითა და Google Pay-ით განხორციელებულ გადახდებზე.
Cyber Monday-ის საერთაშორისო და ადგილობრივი შეთავაზებების დეტალური პირობებისთვის ეწვიეთ თიბისის შეთავაზებების გვერდს.
აიღეთ თიბისი ბარათები და ისარგებლეთ მუდმივად დაუჯერებელი შეთავაზებებით.