მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7157.5
0.0143
flag
AZN 1.5384
-0.0005
flag
CNY 38.806
0.0003
flag
EUR 3.0315
0.0082
flag
GBP 3.5462
0.0067
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0546
0
flag
USD 2.6152
-0.001
news banner

JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

news image
mbc image

გაყევით გზას JPG Tbilisi-დან Dodonut-ში | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების ჯაჭვი სულ უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს ბანკის ახალი ინციატივა საინტერესო სივრცეებს აერთიანებს - მთავარი მიზანი კი მცირე ბიზნესების წახალისება და დაახლოებაა. პროექტის პრინციპი მარტივია: გაუყევით ჯაჭვს და წაიყოლეთ ფასდაკლება - სტუმრობთ ერთ ობიექტს, სადაც პოსტერი დაგხვდებათ ფასდაკლების ვაუჩერებით, ჩამოხევთ ვაუჩერს და მიემართებით ახალი სივრცის აღმოსაჩენად, სადაც კიდევ სხვა ობიექტის ფასდაკლება გელოდებათ.

Ganjina-დან ჯაჭვი JPG Tbilisi-ში წაგიყვანთ

JPG Tbilisi შემოქმედებითი სივრცე და პრინტ შოპია, რომელიც ახალ ენერგიასა და საინტერესო ადამიანებს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ აქ გამორჩეული და ინდივიდუალური პრინტები დაგხვდებათ, შეგიძლიათ საკუთარი დიზაინი მაღალ ხარისხში დაბეჭდოთ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. 

JPG Tbilisi-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, რომ მსგავსი ინიციატივები დამწყები ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად ღირებულია: 

„ერთმანეთთან დამეგობრება მხოლოდ ცნობადობის გაზრდას კი არა, ახალი კონტაქტებისა და გამოცდილებების გაზიარებას ნიშნავს. დამოუკიდებლად ფართო აუდიტორიაზე გასვლა რთულია, საქართველოს ბანკისნაირი პარტნიორი გვეხმარება, ეს პროცესი ბევრად მარტივი და სწრაფი გახდეს“.

JPG Tbilisi-ის ფასდაკლების კუპონი Dodonut-მდე მიგიყვანთ

თუ ტკბილეული გიყვართ, აუცილებლად გეცოდინებათ Dodonut - ქართული ტკბილეულის საცხობი და კაფე, რომლმაც გამორჩეული გემოებით მომხარებელს მალევე შეაყვარა თავი. დოდონატის ფერად ვიტრინაში მუდმივად დაგხვდებათ 12 სხვადასხვა სახეობის ფუმფულა დონატი, ორცხობილა და არომატული ყავა. გემოების ასეთმა მრავალფეროვნებამ, ხარისხმა და დიდმა შრომამ შედეგიც გამოიღო და ბრენდმა ბათუმში გაფართოებაც შეძლო.

დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, გვიყვება, რომ მათთვის პროექტში მონაწილეობა ერთგვარი აუცილებლობაც კი იყო:

„ვფიქრობთ, სხვა ბიზნესებთან დამეგობრება და პარტნიორობა ყველასთვის სასარგებლოა. ეს კავშირები გვაძლევს შესაძლებლობას გავზარდოთ ხილვადობა, ვიპოვოთ ახალი, სანტერესო კონტაქტები. მცირე ბიზნესების წარმატების საიდუმლო სწორედ ამ ურთიერთმხარდაჭერაშია. საქართველოს ბანკის წამახლისებელ პროექტებში ხშირად ვმონაწილეობთ და ყოველ ჯერზე კარგი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ არც ახლა გვიფიქრია ბევრი“.

ჩაერთეთ ჯაჭვში

პროექტის მარშრუტი ასე გამოიყურება: Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG Tbilisi > Dodonut

თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, რომ ახალი მომხმარებლები მოიზიდოთ, გაზარდოთ ცნობადობა და თან სხვა ადგილობრივ ბიზნესებსაც დაუდგეთ გვერდში, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.

ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ფიზიკური სივრცე (სადაც სტუმრებს მასპინძლობთ) და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი

პროცესი ძალიან მარტივია:

  • შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე, დატოვეთ თქვენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ;
  • მიიღეთ პოსტერი: ჩვენ გამოგიგზავნით სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს;
  • უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ თქვენთან გადმოინაცვლებენ.

ეს კამპანია ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კონკურენციის პარალელურად, ერთმანეთის მხარდაჭერით განვითარება უფრო მარტივია. ადგილობრივი ბიზნესის ჯაჭვი ქალაქში სრულიად ახალ და საინტერესო მარშრუტს ქმნის, სადაც ყოველი გაჩერება ახალი აღმოჩენაა. ჯაჭვში ჩართული ობიექტების სრულად სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი. 

ჩაერთეთ ჯაჭვში

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია „აგრითაჩის“ 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგები - ინტერვიუ კომპანიის დამფუძნებელთან

18.08.2026.14:00

2026 წლის პირველი ნახევარი „აგრითაჩისთვის“ კვლევისა და განვითარების, ახალი გენეტიკისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით აქტიური მუშაობით გამოირჩევა. კომპანიამ Planasa-სთან თანამშრომლობით საქართველოში ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამა დაიწყო. პარალელურად, „აგრითაჩმა“ საექსპორტო მიმართულებები გააფართოვა და ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ბაზარზე შევიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ეკა ვეფხვაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, წლის დარჩენილ პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია იქნება.

როგორ შეაფასებდით „აგრითაჩისთვის“ პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?

2026 წელი „აგრითაჩისთვის“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და განსხვავებული წელია. წელს გაცილებით მეტი რესურსი და ძალისხმევა მივმართეთ კვლევა / განვითარება R&D-ის, ახალი გენეტიკისა და აგროტექნოლოგიების მიმართულებით.

ერთ-ერთი მთავარი პროექტია Planasa-სთან თანამშრომლობა და საქართველოში და ახალი მოცვის გენეტიკის საცდელი პროგრამის დაწყება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი ჯიშების შემოტანა, არამედ მათი რეალურ ქართულ პირობებში გამოცდა, მონაცემების დაგროვება და შეფასება - რომელი გენეტიკა იქნება ყველაზე პროდუქტიული, ხარისხიანი და საინტერესო საექსპორტო ბაზრებისთვის.

მეორე მნიშვნელოვანი მიმართულებაა EdenCore-ის Viewer ტექნოლოგიასთან მუშაობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიზის გამოყენებით მცენარის მდგომარეობის, ზრდის დინამიკისა და მოსავლის პოტენციალის უფრო ზუსტად შეფასების შესაძლებლობას გვაძლევს.

2026 წელი მნიშვნელოვანია საერთაშორისო წარმომადგენლობის კუთხითაც. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, „აგრითაჩი“ შეირჩა საქართველოს პავილიონში ქვეყნის წარმოსადგენად რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმაზე - Fruit Logistica-ზე, Fruit Attraction-ზე და India Select Expo-ზე.

ჩვენთვის ეს მხოლოდ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ერთდროულად წარმოვადგინოთ ქართული პროდუქტი, ქართული აგროსექტორის შესაძლებლობები და თავად საქართველო.

როგორია თქვენი სტრატეგია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის ნაწილში?

ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის მთავარი პრინციპია დივერსიფიკაცია - ქართული მოცვის ექსპორტი არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე.

2026 წელს ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვიმუშავეთ. გავაფართოვეთ ჩვენი საქმიანობა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და გვქონდა ექსპორტები კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთის, ბაჰრეინისა და ომანის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობთ ისრაელის, თურქეთისა და ინდოეთის მიმართულებებზე.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მონაწილეობაც საერთაშორისო გამოფენებში - Fruit Logistica, Fruit Attraction და India Select Expo. ეს ჩვენთვის მხოლოდ კომპანიის წარდგენის ადგილი კი არა, ახალი ბაზრების, იმპორტიორებისა და გრძელვადიანი პარტნიორების მოძიების ინსტრუმენტია.

ჩვენი მიზანია, ქართულ მწარმოებელს ჰქონდეს რამდენიმე ძლიერი საექსპორტო მიმართულება და მეტი არჩევანი პროდუქტის რეალიზაციისას.

რა რჩება 2026 წლის ძირითად პრიორიტეტად?

2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის ორი ძირითადი პრიორიტეტი გვაქვს - R&D-ის გაძლიერება და საერთაშორისო ბაზრების შემდგომი დივერსიფიკაცია.

გავაგრძელებთ Planasa-ს ახალი გენეტიკის გამოცდას, Viewer-ის საშუალებით მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს და თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებზე მუშაობას.

ამავდროულად, ჩვენი ამოცანაა უკვე დაწყებული საექსპორტო მიმართულებების გაძლიერება და ახალი ბაზრების გახსნა.

ჩვენი ხედვაა, რომ „აგრითაჩი“ ეტაპობრივად გახდეს ერთგვარი დამაკავშირებელი პლატფორმა საქართველოსა და გლობალურ აგროინდუსტრიას შორის - ახალი გენეტიკის, ტექნოლოგიების, ცოდნისა და საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა