მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7186.6
0.0025
flag
AZN 1.5521
-0.0007
flag
CNY 38.805
-0.0044
flag
EUR 3.0109
-0.0058
flag
GBP 3.5238
-0.0086
flag
KZT 56.35
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6384
-0.0009
news banner

JRB ასორტიმენტის გაფართოებასა და საექსპორტო ბაზრების განვითარებას გეგმავს

news image
mbc image

JRB ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia კომპანიის წარმომადგენელს, გიორგი ბიჭიაშვილს ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს JRB-ს მიმდინარედ? მუშაობთ თუ არა ახალი პროდუქტების, კოლექციების ან სხვა ინოვაციური მიმართულებების განვითარებაზე?

JRB მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და ბაზრის მოთხოვნებზე რეაგირებაზე. მიმდინარე ეტაპზე კომპანიაში აქტიური შემოქმედებითი და საწარმოო პროცესი მიმდინარეობს. მიმდინარე პერიოდში ჩვენი ასორტიმენტის მთავარი სიახლეა უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო „ტვიში“, რომელიც უკვე ჩამოსხმულია და მომხმარებლისთვის წარსადგენად მზად არის.

ეს ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული მახასიათებლებით - ღია ჩალისფერი შეფერილობით, ნაზი, ჰარმონიული სიტკბოთი და ხილის (განსაკუთრებით მწიფე მსხლის, ნესვისა და ტროპიკული ხილის) მკვეთრად გამოხატული, დახვეწილი არომატებით. ინოვაციური მიმართულებით, ჩვენი ყურადღება სწორედ ასეთი პრემიუმ კლასის, უნიკალური მიკროზონალური პროდუქტების განვითარებაზეა გამახვილებული, რაც საშუალებას მოგვცემს მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების პროდუქტი შევთავაზოთ.

რა ეტაპზეა კომპანიის საექსპორტო მიმართულების განვითარება? რომელ ბაზრებზე ოპერირებთ დღეს და რომელ ქვეყნებში გეგმავთ შესვლას უახლოეს პერიოდში?

ბრენდის გლობალიზაცია და საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება JRB-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეის მდგომარეობით, ჩვენი პროდუქცია წარმატებით ოპერირებს ევროპის ბაზრებზე, სადაც უკვე მოვიპოვეთ მომხმარებლის ნდობა.

რაც შეეხება გაფართოებას, ამჟამად აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები და მოსამზადებელი სამუშაოები ახალ სტრატეგიულ ბაზრებზე შესასვლელად. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ გეოგრაფიული არეალის გაზრდას და პროდუქციის გატანას. ჩვენი მიზანია ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე შესვლა, რისთვისაც კომპანია სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები და განვითარების ხედვა?

⁠JRB-ის გრძელვადიანი ხედვა ეფუძნება სტაბილურ ზრდას, ხარისხის უცვლელ სტანდარტსა და ინოვაციების დანერგვას. ჩვენი სამომავლო გეგმები მოიცავს როგორც ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებასა და წარმოების მოცულობის გაზრდას, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

ჩვენი მიზანია, JRB ასოცირდებოდეს ტრადიციებთან, სანდოობასთან, მაღალ ხარისხსა და თანამედროვე მიდგომებთან. ამისთვის ვგეგმავთ ინვესტირებას როგორც გუნდის პროფესიულ განვითარებაში, ისე საწარმოო სიმძლავრეების გაფართოებაში, რათა ღირსეულად ვუპასუხოთ მზარდ გლობალურ კონკურენციას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image JRB ასორტიმენტის გაფართოებასა და საექსპორტო ბაზრების განვითარებას გეგმავს

08.07.2026.18:00

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა