მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კაფე ვარდების ბაღში: სლინკ კაფეს წარმატების რეცეპტი

news image
mbc image

ბიზნესის დაწყება, შემდეგ კი ფინანსების მართვა სხვადასხვა გამოწვევასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, დამწყებ თუ დიდ ბიზნესებს საქართველოს ბანკი ციფრული არხებისა და სხვა შეთავაზებების შექმნით კვლავ უწყვეტ რეჟიმში ეხმარება. ბიზნეს მობილბანკი და ბიზნეს ინტერნეტბანკი მომხმარებლებს ინოვაციურ და მუდმივად განახლებად ფუნქციონალებს სთავაზობს, რომლებიც კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროცესებს ამარტივებს. საქართველოს ბანკის ტერმინალი კი გადახდების მიმართულებით ეფექტურ, მარტივ და სწრაფ სერვისებს აერთიანებს.

სლინკ კაფე, რომელიც სტუმრებს ორიგინალურ კერძებს უკვე 2 წელზე მეტია სთავაზობს, შექმნის დღიდან საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. სლინკ კაფე გამორჩეულ კერძებთან ერთად გამორჩეულ გარემოსაც ქმნის — კაფე ვარდების ბაღში მდებარე სათბურის შენობაშია განთავსებული,  სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს არომატული ყავით, კოქტეილებითა და ნატურალური ღვინით გაგიმასპინძლდებიან. ხოლო  იმ უპირატესობების შესახებ, რომლებსაც საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს სთავაზობს, სლინკ კაფეს თანადამფუძნებელი, ნიკა ტაბატაძე, გვესაუბრა.

“საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა სლინკ კაფეს გახსნის დღიდან დავიწყეთ. ძალიან მომწონს, რომ თანხა ანგარიშზე მომენტალურად ისახება და დღის დახურვის შემდეგ ლოდინი არ გვიწევს. რაც შეეხება ციფრულ არხებს, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ძალიან კომფორტულია, ფუნქციონალებიდან კი გამოვარჩევ შაბლონების შექმნას, რომელიც თანხის გადარიცხვისა და გადახდების პროცესებს ძალიან აადვილებს. ასევე, ცალკე უნდა გამოვყო პირადი ბანკირის მომსახურება, რომელიც ძალიან კომფორტულია, ყოველთვის დროულია და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში გვეხმარება”, — ამბობს ნიკა ტაბატაძე

ბიზნეს მომხმარებლებს საქართველოს ბანკის ტერმინალით სარგებლობა შეუძლიათ, რომელიც შემოსავლების ეფექტურ მართვასა და გამარტივებულ მომსახურებას გთავაზობთ. საქართველოს ბანკის 5 ტიპის ტერმინალიდან თავად შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რომელიც  თქვენს საჭიროებებს  ყველაზე მეტად შეესაბამება. რაც მთავარია, საქართველოს ბანკის ტერმინალზე გადახდა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერი ტიპის ბარათით, იქნება ეს — VISA, Mastercard, American Express, Diners Club/Discovery, UnionPay, თუ JCB ბარათები, რაც მომხმარებლისთვისაც კომფორტულია.

მომხმარებელთა მიერ გადახდილი თანხა თქვენს ბიზნეს ანგარიშზე მომენტალურად აისახება, რისი კონტროლიც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი. ასევე, ტერმინალზე საქართველოს ბანკის ბარათებით გადახდისას მომხმარებლები PLUS და MR ქულებს დააგროვებენ, რაც მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება. ტერმინალს სხვა ფუნქციონალებიც აქვს, მაგალითად, სამადლობელი, რომლის დახმარებითაც კვების ობიექტის სტუმრები მომსახურე პერსონალისთვის დამატებით გასამრჯელოს პირდაპირ ბარათიდან დატოვებენ. სლინკ კაფე საქართველოს ბანკის ტერმინალით უკვე სარგებლობს, რომლის შესაძლებლობებსაც ნიკა დადებითად აფასებს და კაფეს სამომავლო გეგმებზეც გვიყვება.

“საქართველოს ბანკის ტერმინალს ის უპირატესობა აქვს, რომ შეიძლება სამადლობლის დატოვება, ეს ფუნქცია კი ჩვენს მომსახურე პერსონალს ძალიან მოსწონს. გარდა ამისა,  მიმდინარე დღის შედეგსაც მარტივად ვნახულობთ, რაც ძალიან კომფორტულია. ასევე, ძალიან მოსახერხებელია საქართველოს ბანკის ახალი Andoid ტერმინალები ეკრანით, რომლის გამოყენებაც კომფორტულია როგორც მომსახურე პერსონალისთვის, ისე მომხმარებლისთვის. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვხსნით სლინკ ფერმას, რომლის სტუმრებსაც ჩვენს ფერმაში მოყვანილი პროდუქტით გავუმასპინძლდებით. იქაც სეზონური მენიუ გვექნება და ჩვენი პურის გამოცხობასაც ვაპირებთ. ჩვენი მიზანია, რომ სლინკ ფერმამ სლინკ კაფეს ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს”, — აღნიშნა ნიკა ტაბატაძემ.

საქართველოს ბანკის ტერმინალის შეკვეთას აქ შეძლებთ. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხართ ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, აპლიკაციაში დარეგისტრირებასა და მის გადმოწერას ამ ბმულის დახმარებით შეძლებთ.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა