Kairos Logistics - 13 წლიანი გამოცდილება და 2026 წლის პირველი კვარტლის შედეგები ევროპის მიმართულებით
Kairos Logistics საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე უკვე 13 წელია ოპერირებს და საკუთარი ავტოპარკით ემსახურება, როგორც საქართველოსა და ევროპას შორის რეგულარულ რეისებს, ისე ევროპის შიდა მარშრუტებსაც. კომპანიის დამფუძნებელი, მიხეილ ნამადოვი, Business Insider Georgia-სთან ვრცლად საუბრობს კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, 2026 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
როგორია Kairos Logistics-ის საქმიანობის სპეციფიკა და რა გამოცდილება დაგროვდა ამ წლების განმავლობაში?
საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში 2013 წლიდან ვოპერირებთ და ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის უმსხვილეს იმპორტიორებთან თუ ექსპორტიორებთან თანამშრომლობის მყარი გამოცდილება დავაგროვეთ. საკუთარი ავტოპარკით ვემსახურებით როგორც საქართველოსა და ევროპას შორის რეგულარულ რეისებს, ისე - ახლა უკვე - ევროპის შიდა მარშრუტებსაც. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც სრული (FTL), ისე ნაკრები (LTL) ტვირთის ტრანსპორტირებას - სახმელეთო და საზღვაო მეთოდებით.
როგორი იყო 2026 წლის შედეგები ევროპის მიმართულებით - რომელი ქვეყნები ლიდერობენ ექსპორტსა და იმპორტში?
კომპანიის მაგალითზე, 2026 წლის პირველ კვარტალში, ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით ევროპული ბაზარი ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს. მოწინავე პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:უკრაინა,ლიტვა,პოლონეთი,მოლდოვა,გერმანია,იტალია,ესპანეთი.
საექსპორტო პორტფელში წამყვან პოზიციას ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ფართო ასორტიმენტი იკავებს, რასაც ემატება საავტომობილო ზეთები და ნაწილები.
რაც შეეხება იმპორტს, ტვირთი შემოვიტანეთ შემდეგი ქვეყნებიდან: უკრაინა, იტალია, გერმანია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ბულგარეთი.

კომპანიის მაგალითზე ყველაზე ხშირად იმპორტირებული ტვირთის ჩამონათვალი ასეთია: საკონდიტრო ნაწარმი, გაყინული ხილი, ბოსტნეული და ხორცი, რძის პროდუქტები, კოსმეტიკური ნაწარმი, ბავშვთა კვება, დანადგარები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჰიგიენური საშუალებები და ბაკალეა.
ბოლო დროს ევროპის შიდა მიმართულებით საინტერესო პროექტი განახორციელეთ - გვიამბეთ ამის შესახებ.
ეს მიმართულება ჩვენი გუნდისთვის ახალია, თუმცა წარმატებით შევასრულეთ რეისი ერთ-ერთი წამყვანი ევროპული პრემიუმ-კლასის მოდის სახლისთვის - გერმანიიდან ესპანეთის მიმართულებით. ტვირთის მაღალი ღირებულებისა და სპეციფიკის გამო, პარტნიორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ორი ფაქტორი: უსაფრთხოება და ტვირთის სასაქონლო იერსახის სრულყოფილი შენარჩუნება მთელი მარშრუტის განმავლობაში. აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულების განვითარებაზე, წელი არ დასრულებულა და ვფიქრობ ჯერ კიდევ წინ გვაქვს საინტერესო პროექტები.
რა არის ის რაც განასხვავებს Kairos Logistics კონკურენტებისგან?
რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი. პირველ რიგში - დაგროვილ გამოცდილებას, რომელიც გვეხმარება ვმართოთ ნებისმიერი მოცულობის შეკვეთები, საკუთარი ავტოპარკს, ასევე განრიგის სტაბილურობას, მასშტაბსა და მოქნილობას: ვთავაზობთ როგორც სრული, ისე ნაკრები ტვირთის ფორმატს, რაც ერთნაირად ეხმარება მსხვილ და მცირე ბიზნესს. და ბოლოს - მულტიმოდალურობას: სახმელეთო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის კომბინაციით ვირჩევთ თითოეული ტვირთისთვის ოპტიმალურ მარშრუტსა და ღირებულებას.
რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?
ჩვენი გეგმები სამივე მთავარ მიმართულებას მოიცავს: საქართველო-ევროპის ღერძს, ევროპის შიდა ბაზარსა და ცენტრალური აზიის მიმართულებას - თუმცა თითოეულს საკუთარი ლოგიკა და პრიორიტეტული ამოცანები აქვს.
პირველ რიგში მინდა გამოვყო ექსპორტის მიმართულების ხელშეწყობა და არსებული მაჩვენებლების ზრდა, ასევე ცენტრალური აზიის მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია,მზარდია მოთხოვნაც, ამიტომ აქტიურად ვავითარებთ სასაწყობე ინფრასტრუქტურას თბილისსა და ფოთში - ორივე მათგანი ბიზნესებს სთავაზობს არა მხოლოდ დროებით შენახვას, არამედ ტვირთის კონსოლიდაციის, გადანაწილებისა და საბაჟო პროცედურების უფრო სწრაფად და მოქნილად წარმართვის შესაძლებლობას.
ამ ეტაპზე კომპანია ფლობს, როგორც საბაჟო, ისე არასაბაჟო საწყობებს თბილისის გეზთან,ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს ფოთში A კლასის ტერმინალის მშენებლობა, რომლის ერთ-ერთი უპირატესობაც რკინიგზის ჩიხები იქნება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მიზანი უცვლელია: დავრჩეთ პარტნიორი, რომელსაც ბიზნესი ენდობა, როგორც სტანდარტული, ისე განსაკუთრებული სირთულის გადაზიდვების დროს. B2B სეგმენტისთვის ეს ნიშნავს ინდივიდუალურად მორგებულ მარშრუტებს, გამჭვირვალე კომუნიკაციას პროცესის ყველა ეტაპზე,პროცესის სრულ დაზღვევას და მოქნილობას - იქნება ეს ერთჯერადი, სპეციფიკური მოთხოვნების მქონე გადაზიდვა თუ სტაბილური თანამშრომლობა. სწორედ ეს მიდგომა გვეხმარება ვიყოთ არა ერთჯერადი მომსახურების მიმწოდებელი, არამედ სტრატეგიული, გრძელვადიანი პარტნიორი.
სხვა სიახლეები
29.09.2026.14:05
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
29.09.2026.14:05
თიბისი გუნდს საერთაშორისო გამოცდილების მქონე პროფესიონალით აძლიერებს - მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე შეუერთდა.
მერის მრავალწლიანი გლობალური გამოცდილება მოიცავს ბრენდისა და მარკეტინგული კომუნიკაციების, საერთაშორისო პარტნიორობებისა და სპონსორობების მიმართულებებს.
მერის გამოცდილება აერთიანებს იმას, რაც დღეს თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ბრენდს, ბიზნესს, ტექნოლოგიებსა და ადამიანებთან რეალური კავშირის შექმნას. მისი პროფესიული გზა საქართველოდან დაიწყო და სამ კონტინენტსა და ხუთ ქვეყანას მოიცავს. მუშაობდა გლობალურ საკონსულტაციო ფირმა Elevate-ში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანია du-ში. ასევე, მართავდა Expo 2020 Dubai-ს სასპონსორო მიმართულებას, სადაც ქვეყნის წინაშე შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოქროს მედალი გადაეცა.
სხვადასხვა ეტაპზე, მერის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე არაერთხელ აღინიშნა, მათ შორის Marketing Innovation Leader of the Year-ის ჯილდოთი. პარტნიორობებისა და ბრენდული აქტივაციების მიმართულებით. ბოლო წლებში მერი მუშაობდა ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან როგორებიცაა PepsiCo, Mastercard, Samsung, BMW და სხვა.
მერი კოკაიას თიბისის გუნდთან შემოერთება თიბისის სტრატეგიის ნაწილია - საერთაშორისო გამოცდილების მქონე ქართველი პროფესიონალები სამშობლოში დააბრუნოს, მათი ცოდნა და გამოცდილება ქართული კომპანიისა და ზოგადად ქვეყნის განვითარებას მოახმაროს.
„მოხარული ვარ, რომ მერი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებით საქართველოში დაბრუნდა და ჩვენ შემოგვიერთდა. დღეს თიბისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ბრენდი აქვს საქართველოში, რაც წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისა და ინიციატივის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბრენდი და მეტად დავაკავშიროთ ის თიბისის ბიზნესთან, პროდუქტებთან და მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებასთან“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
„საქართველოში დაბრუნება ჩემთვის მხოლოდ ახალი პროფესიული ეტაპის დაწყებას არ ნიშნავს. 14 წლიანი საინტერესო საერთაშორისო გამოცდილების შემდეგ, მიხარია, რომ თიბისის გუნდს შევუერთდი - კომპანიას, რომელიც უკვე 33 წელია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად შესაძლებლობაა, თიბისის გუნდის მიერ შექმნილი გამორჩეული ბრენდი ჩემი გამოცდილებით გავაძლიერო და ამ გზით, ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.
18 წელია თიბისის მომხმარებელი ვარ და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პირადად ვგრძნობდი იმ ზრუნვასა და ყურადღებას, რომელიც თიბისის ადამიანებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს, უკვე როგორც გუნდის წევრი, კიდევ უფრო მკაფიოდ ვხედავ თიბისის მისიას - ცხოვრების ყოველ ეტაპზე ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ ყოველდღიურობა“ - მერი კოკაია, თიბისის მარკეტინგის დირექტორი.
მერის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის ამბიციას - შექმნას გარემო, სადაც მიზანსწრაფული, გამბედავი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდი რეალურ ღირებულებას უქმნის და ყოველდღიურობას უმარტივებს ადამიანებს.