მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Kairos Logistics-ი ფოთში 28 000 კვ/მ-ზე A კლასის საბაჟო საწყობის მშენებლობას აპრილში დაასრულებს

news image
mbc image

Kairos Logistics საპორტო ქალაქ ფოთში 28 000 კვადრატულ მეტრზე A კლასის საბაჟო საწყობის მშენებლობას აპრილში დაასრულებს. როგორც  Business Insider Georgia-ს ლოგისტიკურ კომპანიაში განუცხადეს, Kairos Logistics  2013 წლიდან ოპერირებს გადაზიდვების მიმართულებით, როგორც ლიდერი ლოგისტიკური კომპანია და ჰყავს 5 სხვადასხვა ქვეყანაში წარმომადგენლობა, თუმცა გარდა ტრანსპორტირებისა კომპანიამ 2023 წლიდან დაიწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება და თბილისის გეზთან უკვე ფლობს, როგორც არასაბაჟო ისე საბაჟო საწყობებს.

ამ ეტაპზე, კომპანია საპორტო ქალაქ ფოთში, 28 000 კვადრატულ მეტრზე A კლასის საბაჟო საწყობს აშენებს 7,500 ევროპალეტის შესანახი ტევაობით, რომელიც აღჭურვილი იქნება WMS, უსაფრთხოებისა და ტენიანობის კონტროლის სისტემებით. 

„საწყობს ასევე ექნება, რკინიგზის 2 ჩიხი და ერთდროულად  13 ვაგონის მიღების შესაძლებლობა. გააერთიანებს ყველა მომსახურებას ერთ სივრცეში, როგორიცაა საბროკერო მომსახურება, ტვირთის გადანაწილება, დახარისხება და სხვა. 

ფოთის ლოგისტიკური ცენტრის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ კერძო რკინიგზის ხაზი იქნება, რაც ტვირთის პირდაპირი ჩატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობას იძლევა რკინიგზის ვაგონებიდან.ეს ბუნებრივია, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ლოგისტიკურ ეფექტურობას და საწყობს ძლიერ მულტიმოდალურ ცენტრად აქცევს“, - აცხადებენ Kairos Logistics-ში. 

სასაწყობე კომპლექსის მშენებლობა 2026 წლის აპრილის ბოლოს დასრულება,რაც ახალ შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა