Kairos Logistics-ი ქვეყანაში საკუთარი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას განაგრძობს
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ქვეყანაში საკუთარი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერებას განაგრძობს. როგორც Business Insider Georgia-სთან Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა, ორ თვეში თბილისის გეზთან მდებარე Kairos Logistics-ი A კლასის საბაჟო ტერმინალს 24 000 ევრო პალეტზე გათვლილი ინფრასტრუქტურა შეემატება.
„გახსნას 2 თვეში ვგეგმავთ და მისი გამტარუნარიანობა 24 000 პალეტი იქნება. თუმცა ანალოგიურ პროექტს ვახორციელებთ ფოთშიც, სადაც მულტიმოდალურ, A კლასის საწყობს ვაშენებთ, რომელიც წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. ფოთის საწყობის ტევადობა 12 000 ევრო პალეტი იქნება, სადაც 300 000 ტონის გადამუშავების შესაძლებლობა გვექნება“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე პროექტები კომპანიის ინვესტიციით ხორციელდება, თუმცა სამომავლოდ Kairos Logistics-ი ანალოგიური პროექტების განხორციელებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამის დახმარებით განიხილავს.
აღსანიშნავია, რომ Kairos Logistics-ის A კლასის არსებული საწყობი, თბილისის გეზთან ახლოს მდებარეობს, მისი მოცულობა 6 300მ²-ია და გათვლილია 12 000 ევრო პალეტზე. სტანდარტული საწყობებისგან განსხვავებით, ის სთავაზობს +რეჟიმიანი ტვირთებისა და ტრანზიტული ტვირთების დასაწყობებას, ყველაზე მისაღები და ხელსაყრელი პირობებით.
საწყობი აღჭურვილია WMS სისტემით, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს საწყობის ყველა პროცესის ოპტიმალურ კონტროლსა და მართვას. მაღალტექნოლოგიური სისტემა ეხმარება მართოს და აკონტროლოს საწყობის ყოველდღიური ოპერაციები, იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი შემოდის სადისტრიბუციო ან შესრულების ცენტრში, მათ გასვლამდე.
A ტიპის საწყობი არ არის მხოლოდ სივრცე – ეს არის სტრატეგიული აქტივი, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მოქნილი და სწრაფი ოპერაციები განახორციელოს, რაც დაზოგავს მომხმარებლების დროს, მენეჯმენტს და ფინანსურ რესურსებს.
საწყობი აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის კამერებით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით, ასევე სასაწყობო მეურნეობის გამართული მუშაობისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.