კახეთში მდებარე სასტუმრო "თვინს ჰოტელში", რომელიც „ტყუპების საღვინე სახლის“ ტურისტული ობიექტია, აგვისტოში უფრო მაღალ დატვირთულობას ელოდებიან
კახეთში მდებარე სასტუმრო "თვინს ჰოტელში", რომელიც „ტყუპების საღვინე სახლის“ ტურისტული ობიექტია, აგვისტოში უფრო მაღალ დატვირთულობას ელოდებიან, ვიდრე ივლისის თვის განმავლობაში. როგორც Business Insider Georgia-სთან „ტყუპების საღვინე სახლის“ მენეჯერმა ელდარ რამიშვილმა განაცხადა, ამ დროისათვის სასტუმროს ძირითად სტუმრებს ადგილობრივი მოსახლეობა წარმოადგენს. ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის გაშვებულია გარკვეული აქციებიც, რომლებიც Swoop-სა და HotSale-ს ვებ-გვერდებზეა ჩაშვებული.
„აქციები გაქვს Swoop-სა და HotSale-ზე და ამ ეტაპზე ძირითადად ქართველ მომხმარებელზე ვმუშაობთ. არსებული ჯავშნების მიხედვით ივლისი შესაძლოა 30%-იანი დატვირთულობით დავხუროთ, თუმცა აგვისტოში დატვირთულობა შესაძლოა 40%-მდე ავიდეს“, - აცხადებს ელდარ რამიშვილი.
მისივე თქმით, უცხოელი სტუმრების გააქტიურება უფრო შემოდგომიდან არის მოსალოდნელი, რადგანაც რთველის გამო კახეთს ბევრი უცხელი დამსვენებელი ჰყავს.ამ დროის მაჩვენებლებით კი "თვინს ჰოტელში" უცხოელი სტუმრების 70%-იან კლებაზე საუბრობენ.
„ზოგადად ამ დროს უცხოელების ნაკადი ყოველთვის იყო, თუმცა წელს 70%-იანი კლება გაქვს. თუმცა სტუმრები გვყავს გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, რუსეთიდან“, - აცხადებს „ტყუპების საღვინე სახლის“ მენეჯერი.
რაც შეხება "თვინს ჰოტელში“ განთავსების ფასებს, სააქციო შეთავაზებების გარდა, წელს ფასები 20%-ითაა შემცირებული.
სასტუმრო 22 ნომერს აერთიანებს და მისი ყველა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე გათბობა-გაგრილებისა და ცხელი წყლის სისტემებით.

ტყუპების საღვინე სახლი / Twins Wine House გარდა ღვინის წარმოებისა და სასტუმრო კომპლექსისა მოიცავს ქვევრისა და ღვინის მუზეუმს, ღია და დახურული ტყუპის მარნებს, ღია აუზსა და საუნას, სარესტორნო და საბანკეტო სივრცეებს, სადაც საუკეთესოდ შეგიძლიათ გაატაროთ დრო. კომპლექსი მუდამ ღიაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმრებისთვის.
დღესდღეობით „ტყუპების საღვინე სახლი“ ყოველწლიურად დაახლოებით 250 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებს, რომლის ნახევარიც ქართულ ბაზარს მიეწოდება, დანარჩენი კი ექსპორტზე გადის. კომპანიის მთავარი ნიშა ქართული ტრადიციული წესით, ქვევრში დაყენებული ღვინოა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.