მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კახეთში, სოფელ ნუკრიანში 550,000 დოლარის ინვესტიციით „ჯიქეი ვაინერის მარანი“ გაიხსნა - პარტნიორი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქარველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. ბანკისა და კომპანია „ჯიქეი ვაინერის“ პარტნიორობით, კახეთში, სოფელ ნუკრიანში „ჯიქეი ვაინერის მარანი“ გაიხსნა. მარნის ფართობი 632 კვ.მ-ია. - მარნის ჯამური ინვესტიცია კი 550,000 დოლარს შეადგენს. აქედან საქართველოს ბანკის ინვესტიცია (აწარმოე საქართველოს ფარგლებში) - 230,000 დოლარია, ხოლო „ჯიქეი ვაინერის“ ინვესტიცია კი  - 320,000 დოლარი.

„ჯიქეი ვაინერის“ მარანში განთავსებულ 46 ქვევრში და უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კლასიკური ტექნოლოგიით  იწარმოება 6 სახეობის მშრალი ღვინო. აქცენტი გამახვილებულია ენდემური, კახური ჯიშის ღვინოებზე. ისეთებზე როგორებიცაა: რქაწითელი, ვარდისფერი რქაწითელი, ქისი და საფერავი. ამ ჯიშებიდან კომპანია აწარმოებს  თეთრ, ქარვისფერ, ვარდისფერ და წითელ მშრალ ღვინოებს.

„კომპანია „ჯიქეი ვაინერის“ მფლობელობაშია მარანი და რესტორანი „დერგი“, რომლის ფართობი 2,602 კვ.მ-ია. რესტორანში მოწყობილ სადეგუსტაციო მარანში ხშირად უცხოელებისთვის  ვმასპინძლობთ სხვადასხვა ღვინის ტურებს, სადაც ისინი ეცნობიან როგორც ქართული ღვინის, ასევე ჩვენს რესტორანში დამზადებულ კახური ტრადიციული კერძების მრავალფეროვნებას. აღსანიშნავია, რომ „ჯიქეი ვაინერის ქისი“ და „საფერავი“ ქართული ღვინის ექსპო 2023-ზე დაჯილდოვდა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით. წელს, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ლონდონში და სეულში გამართულ საერთაშორისო ღვინის გამოფენებზეც. ამ ეტაპზე ღვინოს რეალიზაციას ვუწევთ საქართველოს ბაზარზე, თუმცა მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და სამომავლოდ იგეგმება ევროპის და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ექსპორტზე გასვლა. მომდევნო წლებში ვგეგმავთ ყურძნის ჯიშების ასორტიმენტის გაზრდას. გვექნება კახური მწვანე, ხიხვი, მცვივანი კახური, სიმონასეული და ა.შ. ამჟამად კი კომპანია აწარმოებს მხოლოდ მშრალ ღვინოებს, მომავალი წლის რთველზე უკვე იგეგმება ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოების წარმოებაც. ვინაიდან, დიდია დაინტერესება მაღალ ალკოჰოლურ სასმელებზე „ჯიქეი ვაინერი“ იწყებს როგორც ბრენდის, ასევე ჭაჭის წარმოებასაც“, - განაცხადა „ჯიქეი ვაინერის“ დირექტორმა,  ეკა რუხაძემ.

„მოხარული ვართ, რომ წვლილი შევიტანეთ უკვე წარმატებული ბიზნესის ზრდასა და განვითარებაში. კომპანიას და ბიზნესს აქვს საინტერესო ისტორია, რომელიც მას უნიკალურს ხდის. კერძოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, სამმა ძმამ (ლევან, ივანე და დავით მჭედლიშვილებმა) დაიწყეს ღვინის მასობრივი წარმოება და ქვეყნის გარეთ ექსპორტზე გატანა. მას შემდეგ მათი შთამომავლები მუდმივად მისდევდნენ აგრონომიას და  მევენახეობა-მეღვინეობას. 2021 წელს ძმები მჭედლიშვილების შთამომავალმა (მეოთხე თაობა) ეკა რუხაძემ კი დააარსა კომპანია „ჯიქეი ვაინერი“ და დაიწყო ადგილობრივი, ენდემური კახური ყურძნის ჯიშებისგან ქართული ტრადიციული ღვინის წარმოება. კომპანია მუდმივად ცდილობს შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, როგორც მარანში ასევე რესტორან „დერგში“ - მოიზიდოს, შეასწავლოს და დაასაქმოს ახალგაზრდა კადრები.  ამის შედეგია ის, რომ დასაქმებულთა 90% ადგილობრივია. აღსანიშნავია, რომ „ჯიქეი ვაინერი“, ფოკუსირებულია იშვიათი, ქართული ჯიშის ყურძნისგან ღვინის დაყენებაზე და გეგმავს ყოველწლიურად განაახლოს პორტფოლიო. კომპანიის სამომავლო გეგმებში შედის ღვინის წარმოების გაფართოება, ასორტიმენტის გაზრდა და საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა საექსპორტო მიზნებით“,- განაცხადა ნინო აფციაურმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა