მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში - STEM DAY - ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

news image
mbc image

11 თებერვალს, მეცნიერი ქალებისა და გოგოების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ფორსეტი ტექნოპარკში ღონისძიებას „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში - STEM DAY” გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე, წარმატებული ქართველი ქალების გამოსვლებს, მონაწილეობა მიიღონ სფეროში არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ გამართულ დისკუსიებში, ჩაერთონ ვორქშოპებში და სხვა მრავალ სახალისო აქტივობაში.

სპიკერებს შორის იქნება საქართველოს ბანკის უფროსი მონაცემთა მეცნიერი გვანცა ლაზარაშვილი, რომელიც აუდიტორიას გაუზიარებს გამოცდილებას და გზას - ფიზიკიდან მონაცემთა მეცნიერებამდე.

ამასთან, ვორქშოპების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან კომპიუტერული თამაშების შექმნის სპეციფიკას, კიბერთაღლითობის საფრთხისგან თავის დაცვის გზებს, AI საფუძვლებს და სხვა საკითხებს.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა 8 თებერვლამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.

„საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და მათი მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით ჩვენი პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. ფორსეტის მიერ გამართული ღონისძიება „ქალები მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში - STEM DAY” გამორჩეული ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების, უფრო მეტად კი გოგონების STEM მიმართულებით დაინტერესებას. ვფიქრობთ, აღნიშნული ღონისძიება დაეხმარება მოსწავლეებს და სტუდენტებს, გადადგან ნაბიჯი STEM მიმართულებით. ვიმედოვნებთ, მომავალში ბევრ ქართველ ახალგაზრდას ვიხილავთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებსა და გამომგონებლებს შორის“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.

 ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა