მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქალი მეწარმეების მხარდაჭერის თვე გრძელდება — გაიცანით ბუკას ბეიქერი

news image
mbc image

საქართველოს ბანკი ქალ მეწარმეებს ბიზნესის განვითარებასა და წარმატების მიღწევაში კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. ბანკმა Wolt-თან პარტნიორობით, მარტის თვეში ახალი კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც ქალ მეწარმეთა ეკონომიკური გაძლიერება და მათი ბიზნესების ცნობადობის ზრდაა.

ორიგინალური ტორტებითა და უგემრიელესი დესერტებით გამორჩეული საკონდიტრო ბუკას ბეიქერი ერთ-ერთი წარმატებული ქალი მეწარმის ბიზნესია, რომელიც საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის ნაწილი გახდა. უკვე 5 წელია, რაც ბუკას ბეიქერის ცნობილი ტორტები მრავალი სადღესასწაულო შეკრების ნაწილია და ჩვენთვის გამორჩეულ დღეებს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. როგორ გაჩნდა ბუკას ბეიქერის შექმნის იდეა და რა მოსწონთ მომხმარებლებს განსაკუთრებით, საკონდიტროს დამფუძნებელი და დირექტორი, მარიამ ქუტიძე, თავად მოგვიყვა.

“საკონდიტროს შექმნის სურვილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გვქონა, იდეა კი ამ სფეროში მიღებული განათლების შემდეგ გაჩნდა. 2019 წელის ბოლოს ბუკას ბეიქერი საკმაოდ წარმატებულად გაიხსნა, მაგრამ პანდემიის სახით კრიზისული პერიოდი მალევე დადგა. დროთა განმავლობაში კი, ამ გამოწვევასაც გავუმკლავდით. ჩვენი საკონდიტრო გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან დამზადებული დესერტებითა და ყველასგან განსხვავებული სადღესასწაულო ტორტებით, თუმცა მათ შორის ყველაზე მოთხოვნადი და გაყიდვადი დარიჩინის ფუნთუშებია. ასევე, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც ბაზარზე არსებული დესერტებისგან განსხვავებული შიგთავსების მქონე პროდუქცია შემოიტანა”, — ამბობს მარიამ ქუტიძე.

ქალი მეწარმეებისთვის WOLT-ის აპლიკაციაში შექმნილი შეთავაზებით ბუკას ბეიქერიმ უკვე ისარგებლა და როგორც მარიამ ქუტიძე აღნიშნავს, შედეგები საკონდიტროზე უკვე დადებითად აისახა. ბუკას ბეიქერის მსგავსად, საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო კამპანიის ნაწილი სხვა ქალ მეწარმეებსაც შეგიძლიათ გახდეთ და შემდეგი ბიზნეს შეთავაზებებით ისარგებლოთ:

  • მარტის თვის განმავლობაში Wolt Ads პლატფორმის მეშვეობით რეკლამას უფასოდ განათავსებთ, რომელსაც ათასობით მომხმარებელი ნახავს;
  • თქვენი მომხმარებლები პროდუქციის შეკვეთისას ვოლტზე 1 კვირის განმავლობაში უფასო მიტანით ისარგებლებენ;
  • მარტის თვეში საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით შეთავაზების (ქეშბექი, ფასდაკლება, Plus ქულები და ა.შ.) შექმნის შემთხვევაში, გაწეული ხარჯის 30%-ს საქართველოს ბანკი აგინაზღაურებთ და თანხა უკან დაგიბრუნდებათ. Ads მენეჯერით შექმნილი შეთავაზება კი საშუალებას მოგცემთ 1,4 მილიონზე მეტ მომხმარებელს მისწვდეთ.

“ეს კამპანია ჩვენს საკონდიტროზე საკმაოდ დადებითად აისახა და ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი წამოწყებები ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის”, — აღნიშნა მარიამ ქუტიძემ.

საქართველოს ბანკისა და Wolt-ის საერთო შეთავაზებით სარგებლობისთვის ამ ბმულზე უნდა გადახვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა