მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7197.7
0.0241
flag
AZN 1.5272
0.0001
flag
CNY 38.932
-0.0005
flag
EUR 2.8875
-0.0068
flag
GBP 3.4463
-0.0108
flag
KZT 56.91
0.0011
flag
TRY 0.0521
0
flag
USD 2.5957
-0.0003
news banner

კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

news image
mbc image

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) შექმნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალზე - KIAF, გრან-პრი, 3 Best of Contest, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

Kyiv International Advertising Festival, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმა, წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სააგენტოების ასობით ნამუშევარი იყო წარდგენილი.

PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიაზე "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. ეს წარმატებული თანამშრომლობა 2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა. 

ამაღელვებელია KIAF-ის ჯილდოები: გრანპრის გარდა, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრად შეფასდა 3 კატეგორიაში - Creative Communications / Film - Brave Idea (მამაცი იდეა), Film Craft / Direction (რეჟისურა) და Social Goals Contests / Human Rights, Justice & Strong Institutions (ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები), ასევე დაჯილდოვდა 3 ოქროს -  Creative Communications / Culture Influence (კულტურული გავლენა), Film Craft / Script (სცენარი) და Film Craft / Best Overall Production (საუკეთესო წარმოება), 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებით. 

„განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ KIAF-ზე ჩვენი 2025 წლის ზაფხულის კამპანია „მეშეზლონგემ უკეთ იცის“ ფესტივალის ჟიურის ყურადღება და ბრინჯაოს პრიზი დაიმსახურა, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს პრიზი ჯანდაცვის კატეგორიას განეკუთვნება: Client's View / Healthcare. 

KIAF-ს წინ უძღოდა Baku Flames - მნიშვნელოვანი რეგიონული კრეატიული ფესტივალი, რომელიც ბაქოში ყოველწლიურად ტარდება. 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა 2025 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილმა კამპანიამ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება, როგორც უმთავრესი ფასეულობა, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებულია და რომ ჩიტებს ფრენა არასდროს  ავიწყდებათ"-  აცხადებენ PSP-ში. 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ

29.10.2026.16:00

კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.

გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.

„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.

„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.

კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა