მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქარელის მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მწარმოებელი ახალი საწარმო გაიხსნა

news image
mbc image

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ მიხეილ შაყულაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგნელებთან ერთად, ახალი საწარმოს - შპს „აგრობადის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

საწარმო ქარელის რაიონის სოფელ რუისში მდებარეობს და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს აწარმოებს. საწარმოში 37 ადგილობრივია დასაქმებული.

„ახალი საწარმო სახელმწიფოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. ვფიქრობ, სეტყვისგან დამცავი ბადეების ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ფერმერების ხელმისაწვდომობას აღნიშნულ სისტემებზე. ჩვენი მიზანია, ფერმერები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები სეტყვით გამოწვეული ზარალისგან, რისთვისაც ვეხმარებით შესაბამისი სისტემების შესყიდვებში როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის, ასევე „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში.

ამავდროულად, უკვე 2014 წლიდან ვახორციელებთ აგროდაზღვევის პროგრამას და მოვუწოდებთ ფერმერებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით. ჩვენ ყოველწლიურად ვაახლებთ პროგრამას საჭიროებების გათვალისწინებით. წელსაც გვაქვს სიახლე - აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მევენახე ფერმერები ისარგებლებენ უკვე 70%-იანი თანადაფინანსებით, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის პროგრამას. აქვე აღვნიშნავ, რომ მისასალმებელია ყველა წამოწყება, ახალი საწარმო, რომელიც ქმნის პროდუქციას, თავისი წვლილი შეაქვს ეკონომიკაში და ასაქმებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

საქართველოში USAID მისიის დირექტორ ჯონ პენელის განცხადებით, კიდევ ერთი ახალი საწარმოს გახსნა არის საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი.

„USAID  ამაყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ეს არის ქვეყანაში პირველი საწარმო, რომელიც აწარმოებს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს, რაც  ასე მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. საწარმო წარმოებული პროდუქციით დაეხმარება ფერმერებს მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილებაში და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების საქმეში", - განაცხადა ჯონ პენელიმ.

შპს „აგრობადი“, ყოველწლიურად, 1 მილიონ მ2 სეტყვის საწინააღმდეგო ბადის და 600,000 ბადე-ჩანთის დამზადებას გეგმავს.

ბადე-ჩანთები ბოსტნეულის შეფუთვისა და ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ქართული წარმოების პროდუქციის შეძენას ფერმერები იმპორტირებულზე შეღავათიან ფასად შეძლებენ.

როგორც შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა განაცხადა, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი წამყვანია და, შესაბამისად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია. მსგავსი პროექტები, სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ყოველთვის მხარდაჭერილი იქნება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა