მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს

news image
mbc image

ახალგაზრდებისა და განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, საქართველოს ბანკმა შექმნა ისტორიების სერია, სადაც ადამიანები საკუთარ 19 წლის ვერსიებს გამოცდილებას უზიარებენამჯერად გრაფიკული დიზაინერი და კონტენტ კრეატორი, ფოქსი ელენიკო გვიზიარებს საკუთარ ამბავს, რაც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორრ უნდა დაამარცხო პერფექციონიზმი და არასდროს შეწყვიტო სწავლა.

19 წელი ის ასაკია, როცა გეჩვენება, რომ მთელი სამყაროს ტვირთი შენს მხრებზეა ჩამოკიდებული. გინდა ყველაფერი იდეალურად გამოგივიდეს, წარმატების გზაზე სულ მწვანეზე იარო და ფეხი არასდროს გადაგიცდეს. თუმცა რეალობა ბევრად უფრო კომპლექსურია: ეჭვები, შეცდომები და იმედგაცრუებები კი იმ ძიების ნაწილია, რომელიც ოცნებების ასრულებამდე მიგიყვანს.

დაიწყე დღეს, დახვეწე ხვალ

ცხოვრებაში არის ერთი კონკრეტული ჩვევა, რომელმაც ჩემთვის ყველაფერი შეცვალა. და ესაა: დაწყება მაშინაც, როცა ჩანაფიქრი ჯერ კიდევ არ არის იდეალური. წლების განმავლობაში, მუდმივად რაღაცის – სწორი მომენტის, უკეთესი უნარების ან შესაბამისი გარემოს მოლოდინმა ძალიან დიდი დრო დამაკარგინა. სულ მეგონა, რომ ჯერ საკმარისად კარგი არ ვიყავი. სასურველი საქმის დასაწყებად ნიშანს ველოდი, რომელიც მუდამ განუსაზღვრელ მომავალში რჩებოდა.

ერთ დღესაც გავიაზრე: თუ ამ მიდგომას არ შევცვლიდი, მთელი ცხოვრება ერთი დიდი მოლოდინი და იმედგაცრუება იქნებოდა. დავიწყე იმ არასრულყოფილი მოცემულობებით, შეზღუდული რესურსებით, თუმცა დიდი სურვილით, წარმატებისთვის მიმეღწია. ჩემს 19 წლის თავსაც ამას ვურჩევდი:

მთავარია, უბრალოდ დაიწყო. პროცესი გიჩვენებს გზას

ისიც ზუსტად მახსოვს, რასაც განვიცდიდი 19 წლის ასაკში: უამრავი ეჭვი და პასუხისმგებლობა მქონდა. ჩემს თავთან საუბარი რომ შემეძლოს, ალბათ, გავამხნევებდი, ვეტყოდი: ვიცი, ახლა ძალიან დაკარგული ხარ, ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს და ისიც არ იცი, საერთოდ გაუმკლავდები თუ არა ამ რთულ პერიოდს. მაგრამ მერწმუნე, შენი საქმის სიყვარული და ძალიან ბევრი შრომა მოგიყვანს ჩემამდე. ოღონდ არ გაჩერდე

პროფესია, რომელიც ყველა კარს ხსნის

კარიერულ არჩევანზე თუ დავფიქრდები, 19 წლის საკუთარ თავს მხოლოდ შევაქებდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ გრაფიკული დიზაინის არჩევა ძალიან ბევრი შესაძლებლობის კარს გამიხსნიდა. როცა პროფესიას ირჩევ, მნიშვნელოვანია, მომავალზე ორიენტირდე. ისეთი საქმე გამონახო, რომელიც მოქნილია და სხვა, მრავალ საქმიანობაშიც გამოგადგება. გრაფიკული დიზაინი სწორედ ასეთი აღმოჩნდა ჩემთვის. ამ პროფესიამ მომცა თავისუფლება, ვყოფილიყავი შემოქმედებითი და, ამავდროულად, პრაქტიკული.

მოსწავლის მერხი არასდროს ძველდება

პროფესიულ განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი ითამაშა ცნობისმოყვარეობამ და სწავლის დაუოკებელმა სურვილმა. ბევრს ჰგონია, რომ როცა კარიერაში რაღაცას მიაღწევ, სწავლის ეტაპი სრულდება. მე კი მტკიცედ მჯერა, რომ განათლება უწყვეტი გზაა. მე დღემდე ვსწავლობ. ამ ეტაპზე იუთუბერობის კურსებს ვესწრები. თავიდან კურსზე ყველას მენტორი ვეგონე, მაგრამ მოსწავლის მერხთან ძალიან კომფორტულად მოვკალათდი. ყურადღებით ვუსმენ მენტორს და ამაში უცნაური არაფერია.

შეცდომა, როგორც გაგრძელების მიზეზი

ცხადია, შეცდომებისგან ვერც ბევრი შრომა, ვერც მიზანდასახულობა და ვერც სწავლის უწყვეტი პროცესი დაგაზღვევს. მაგრამ სინამდვილეში, შეცდომა კარგი მასწავლებელია, თუ ხელს არ ჩაიქნევ და შენს ჩანაფიქრს ბოლომდე მიჰყვები.

კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია

თუ არ გაჩერდები, იდეა რეალობად იქცევა, 19 წლის დაკარგული გოგო კი , საკუთარ თავში დარწმუნებულ პროფესიონალად.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების ვორკშოპი გაიმართება

10.07.2026.18:31

თანამედროვე ბაზარზე კონკურენციის ზრდასთან ერთად იცვლება გაყიდვების მიდგომებიც - ბოლო წლებში ტრანსფორმირდა როგორც თეორიები და ტაქტიკები, ისე გაყიდვების გუნდების კომპეტენციები და უნარები. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის გამართავს ვორკშოპს - „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ნანა აბურჯანიძე, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი გაუძღვება.

ვორქშოპზე მონაწილეები განიხილავენ, რა გამოწვევების წინაშე დგანან მეწარმეები ლოკალურ და გლობალურ ბაზრებზე, როგორ შეიცვალა B2C და B2B მომხმარებლების ქცევა და რა როლი აქვს სწორ კომუნიკაციას გაყიდვების პროცესში.

შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები საკუთარი ბიზნესის პერსპექტივიდან და მიიღონ ახალი იდეები და მიდგომები არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„მეწარმე ქალების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ვქმნით ინიციატივებს, სადაც მეწარმეები პრაქტიკულ ცოდნას იღებენ და ერთმანეთის გამოცდილებას იზიარებენ. გვჯერა, რომ ამ ტიპის შეხვედრები რეალურ, გრძელვადიან ღირებულებას სძენს მათ ბიზნესს“, - განაცხადა ეკატერინე ჭურაძემ, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფრომაა, რომელიც მეწარმეებისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს საჭირო რესურსებს - საგანმანათლებლო რესურსებს, კვლევებს, შეხვედრებსა და სხვა ინიციატივებს.

იხილეთ მეტი: https://bankofgeorgia.ge/ka/business/360

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა