მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები

news image
mbc image

ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება თითოეულ ჩვენგანს. ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები ხომ დიდობაშიც ჩვენი ცხოვრების მთავარი მეგზურები არიან. განსაკუთრებული ემოციების გასაცოცხლებლად და უნიკალური ქართული ანიმაციის უკვდავსაყოფად, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, უნიკალური სტიკერების ნაკრები  - „უკვდავი ქართული ანიმაცია“ წარადგინა, რომელიც ქართული საკულტო ანიმაციის ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ეძღვნება.

სტიკერების ნაკრებში გაერთიანებულია კლასიკად ქცეული ქართული ანიმაციის ისეთი სიმბოლოები, როგორებიცაა „წუნა და წრუწუნა“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „მე წვიმად მოვალ“, „გულუბრყვილო ბატის ტასიკოს თავგადასავალი“ და „ნარცისი“. აქვე შეხვდებით რევაზ გაბრიაძის შექმნილ ესკიზს გახმაურებული ქართული ფილმისთვის „შერეკილები“. ნაკრებში შესული ყველა ნამუშევრის ორიგინალი დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

ამ მულტფილმების გმირები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი უნიკალური ხიბლით და კულტურული მნიშვნელობით, ზედმიწევნითაა გაცოცხლებული მხიარულ, ფერად სტიკერებში, რომლებიც ასახავენ მათ არსს და აცოცხლებენ ციფრულ სამყაროში.

ხელოვნების სასახლის კომენტარი: „ქართულ ანიმაციას, მარადიულ კლასიკას, უამრავი ქართველის გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ესაა თემა, რომელიც მრავალ თაობას აკავშირებს ერთმანეთთან და ეროვნული იდენტობის განცდას უღვივებს. ეს ანიმაციები, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული საგანძური, ცნობილია არა მხოლოდ მათი გამორჩეული მხატვრული სტილით, არამედ საინტერესო თხრობითა და კულტურული მრავალფეროვნებით. ანიმაციის მთავარი ფუნქცია მხოლოდ გართობა კი არ არის, არამედ პატარა მაყურებლებისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილების მიცემა და სწორი ღირებულებების დანერგვაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Rakuten Viber-თან ერთად, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ ქართული ანიმაცია და მას სრულიად ახლებური სიცოცხლე მივანიჭეთ“.

სტიკერების ნაკრები უკვე ხელმისაწვდომია Rakuten Viber-ში. მესენჯერის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაახალისონ საუბრები ქართული მულტფილმების სახასიათო და მიმზიდველ გმირებთან ერთად, რომლებსაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ეს ინიციატივა, არა მხოლოდ აღიარებს ქართულ ანიმაციას, არამედ აძლიერებს ადგილობრივი აუდიტორიის ერთიანობის განცდას და აფასებს კულტურულ მემკვიდრეობას.

გარდა ამისა, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-შიც თემატური არხიც გახსნა, სადაც მიმდევრებს სთავაზობს საინტერესო ინფორმაციას ხელოვნების შესახებ და თამამად უზიარებს კულტურის სფეროს უჩვეულო თუ განსაკუთრებულ ფაქტებს.

Rakuten Viber-ის კომენტარი: „ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელოვნების სასახლესთან და ჩვენს მომხმარებლებს, სულ სხვა ფორმით წარვუდგინოთ ეს მომხიბლავი პერსონაჟები. ეს ნაკრები არ არის მხოლოდ სურათების კოლექცია, ეს არის ქართული ანიმაციის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ზეიმი. ჩვენ ვიმედოვნებთ, ყოველდღიური ციფრული საუბრები, ამ პერსონაჟების დახმარებით კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება“.

საქართველოს ხელოვნების სასახლის შესახებ

თბილისის ისტორიულ უბანში, კარგარეთელის ქუჩაზე,  ერთი ულამაზესი სასახლე დგას, რომელიც 1895 წელს გერმანელმა არქიტექტორმა პაულ შტერნმა ააგო. 1989 წლიდან ამ შენობაში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ხელოვნების სასახლედ მოიხსენიებენ.

სასახლე-მუზეუმში 10 საგამოფენო დარბაზია. მუზეუმის უნიკალური ექსპონატია ვანში გათხრებისას ნაპოვნი ანტიკური პერიოდის მარმარილოს ნიღაბი; აგრეთვე, XVII საუკუნის სპარსული მინიატიურები; ქართული თეატრის აბრეშუმზე დაბეჭდილი პროგრამები; თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების კოლექციები; ცნობილ ხელოვანთა პირადი არქივები; ფერწერული ტილოები და სხვა. მუზეუმში 300 ათასზე მეტი ექსპონატია, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა  ქართული თეატრის, მუსიკის, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.artpalace.ge<

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა