მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„ქართული ჩაი ბუეთი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image
mbc image

ქართული ნატურალური ჩაის მწარმოებელი კომპანია „ბუეთი“ ხუთი წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. არსებულ ასორტიმენტს, ოთხი ახალი არომატი დაემატა. ამის შესახებ, Business Insider Gerogia - ს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ქეთევან კაკაურიძემ განუცხადა.

„ოთხი ჩაი დავამატეთ დასაყენებელი მიმართულებით. ეს არის: მაყვლის ჩაი, შავი ჩაი ბერგამოტით, შავი ჩაი ცაცხვით და შავი ჩაი სანელებლებიანი. ბოლო სამი ჩაი გავაკეთეთ ობიექტთან შეთანხმებით, მათ სურდათ რაღაც სიახლე. ჯამში 8 სახეობის ჩაი დამზადდა ჩვენს მიერ სატესტოდ და მათგან აირჩა კონკრეტული არომატები. ჯერ-ჯერობით მასობრივად არ არის გაშვებული ობიექტებში, რადგან არის ახალი პროექტი და მხოლოდ კონკრეტული ობიექტებისთვის დავამზადეთ“, - ამბობს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი, ქეთევან კაკაურიძე.

კომპანია სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ერთ-ერთი ქარხნის ეფექტიანობა და ტექნიკური სისწორეა.

„კონკურენტულ უპირატსეობად მივიჩნევთ, ქარხნის გამართულობას, რაც ხელს გვიწყობს ყველანაირად თავისი დანადგარებით, რომ ძალიან ბევრი მიმართულებით, საინტერესო სიახლეები შევთავაზოთ ბაზარს. უშუალოდ ტექნოლოგი, ვინც გვყავს ისიც სიახლეებზეა ორიენტირებული. გარდა ამისა, პლანტაციები გვაქვს ძალიან დიდი, ასევე  სიახლე არის ის რომ HACCP დავნერგეთ სულ ახლახანს “, - აცხადებს ქეთევან კაკაურიძე.

კომპანიის სამომავლო გეგმაში შედის ახალი არომატების შეფუთვა და ქსელებში შეტანა.

„გაფართოებას რაც შეეხება გვინდა ამ ოთხი ჩაის დაფასოება, რათა მასობრივად ქსელში გავიდეს და შეძლონ მომხარებლებმა შეძენა “, - აღნიშნავს კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელი, ქეთევან კაკაურიძე.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კომპანია 12 სახეობის ჩაის აწარმოებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა