მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული ჩაი ხარისხით კონკურენტუნარიანია, მაგრამ რაოდენობა კვლავ რჩება გამოწვევად - მწარმოებელთა ასოციაცია

news image
mbc image

ქართული ჩაის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა წარმოების მოცულობა ჯერჯერობით დაბალ დონეზეა, რის გამოც იგი ვერც ადგილობრივ და ვერც ექსპორტზე არსებულ მოთხოვნას ვერ უზრუნველყოფს. როგორც ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე  თენგიზ სვანიძე Business Insider Georgia-თან ამბობს,  ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, მაგრამ  ხელის შემშლელი ფაქტორი ნედლეულის დეფიციტია. კერძოდ, პლანტაციები არ არის იმ რაოდენობის, რისი გადამუშავებაც საწარმოებს შეუძლიათ. 

,,მეჩაიეობაში ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა რაოდენობაზე არ ვფიქრობთ,  წარმოება მცირეა, მაგრამ ხარისხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ყველა კომპანია, ვინც ბაზარზე ოპერირებს, ხარისხზეა ორიენტირებული. შესაბამისად, მაღალი სტანდარტის ჩაი იწარმოება. გლობალურ ბაზრებზე ხარისხით ჩვენი პროდუქტი კონკურენტუნარიანია, თუმცა გამოწვევად რჩება წარმოების მოცულობა. ნედლეულის, პლანტაციისა და სიმძლავრეებს შორის  დისბალანსია.  სახელმწიფოს მხარდაჭერით შედარებით გაძლიერდა სექტორი და  გადამუშავებული პროდუქტის მოცულობაც ნელ-ნელა იზრდება. შედეგი შემდგომ წლებში უფრო აისახება", - ამბობს თენგიზ სვანიძე.

მისი ინფორმაციით, მეხუთე წელია  წელია, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს.  პროგრამის ფარგლებში დაახლოები 1600 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდა. 

რაც შეეხება ექსპორტს, სვანიძის თქმით, ქართული ჩაი ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადის,  განსაკუთრებით პოპულარულია აგურა ჩაი, რომლის ძირითადი მომხმარებელი მონღოლეთია.

,,მცირე რაოდენობით, მაგრამ ნელ-ნელა მატულობს ექსპორტი. ეს ეხება განსაკუთრებით აგურა ჩაის მიმართულებას, რომელიც განსაკუთრებით მონღოლეთშია პოპულარული. წლიდან წლამდე უმჯობესდება სიტუაცია, რაც გვაფიქრებს, რომ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით და ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, წარმოების მასშტაბიც გაიზრდება", - ამბობს თენგიზ სვანიძე.

დღეს საქართველოში 61 ჩაის მწარმოებელი კომპანია, რომელთა უმეტესობა მცირე მწარმოებლად ითვლება. წარმოების სიმცირის მიუხედავად, ქართველი მეწარმეები ახერხებენ, რომ საკუთარი ნიშა დაიმკვიდრონ საერთაშორისო ბაზრებზე და უნიკალური ქართული ჩაი მსოფლიოს მომხმარებელს გააცნონ.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა