ქართული „ფაჩუჩის“ პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა - რა გეგმები აქვთ ბრენდის დამფუძნებლებს
ქარელში, საზღვრისპირა სოფელ დირბში პირადი ინვესტიციით დაწყებულმა ბიზნესმა გაამართლა. კომპანია „ფუჩეჩის“ პროდუქცია ექსპორტზე აშშ-ში გავიდა და ადგილობრივ ბაზაზე კი ონლაინ იყიდება.
კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ფაჩუჩის“ თანადამფუძნებელ ელენე ბლიაძეს ესაუბრა.
„ფაჩუჩის“ სახელოსნო 2022 წელს გაიხსნა, როგორც ელენე ბლიაძე ამბობს, ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფაჩუჩი აღმოჩნდა, თუმცა სახელოსნოში შეკვეთის შემთხვევაში სხვა პროდუქციის დამზადებაც არის შესაძლებელი.
„ფუჩეჩი, საქართველოში მოპოვებული მატყლისგან მზადდება, რომლის მოპოვებაც და გადამუშავებაც ალვანში ხდება. ნედლეული 100%-ით ქართულია. ვამზადებთ ასევე ნაქარგ ქუდებსა და ჩანთებს, ყვავილებს, შარფებს“, - ამბობს მეწარმე.
„ფაჩუჩის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მათ პროდუქციაზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება.
„რაც კომპანიის ცნობადობა გაიზარდა, „ფაჩუჩის“ პროდუქციაზე მოთხოვნა დაახლოებით 70%-ით არის გაზრდილი. ასვე კომპანია „ბარამმა“ აშშ-ში გახსნა ორი მაღაზია და ჩვენი პროდუქცია გავუგზავნეთ. ასე შედგა პირველი ექსპორტი აშშ-ში. ასევე საქართველოში რამდენიმე მაღაზიას ვაწვდით პროდუქციას და სეზონზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - ამბობს ელენე ბლიაძე.
რაც შეეხება „ფაჩუჩის“ სამომავლო გეგმებს, კომპანია გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, კიდევ ორ თანამშრომელს დაიმატებენ და პროდუქციის მარაგებს გაზრდიან.
ამ დროისთვის „ფაჩუჩის“ პროდუქცია ხელმისაწვდომია მაღაზია „ფიროსმანში“ თბილისში, მცხეთასა და სვანეთში. ასევე ფაჩუჩების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
პროდუქციის ფასი დიზაინისა და ზომის მიხედვით 35-დან 70-ლარამდეა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.