მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული ღვინის ინდუსტრია ვითარდება, ამას 2023 წლის WinExpo Georgia-ს მასშტაბიც ადასტურებს - ნინო გამრეკელი

news image
mbc image

 

 

2-4 ივნისს WinExpo Georgia - ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენასა და ღვინის საერთაშორისო კონკურსს მასპინძლობს.  

მასშტაბური გამოფენა ექსპო-ჯორჯიას პავილიონნებში და ღია საგამოფენო სივრცეში ჩატარდება.

რა სიახლეებს შესთავაზებს გამოფენის სტუმრებს ღვინის ინდუსტრია და როგორია WinExpo Georgia-ს მე-15 გამოფენის მასშტაბი, ამ თემაზე Business Insider Georgia ექსპო-ჯორჯიას კრეატიულ დირექტორ ნინო გამრეკელს ესაუბრა.

გამოფენა მე-15-ედ იმართება. სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც, საქართველოში ღვინის რამდენიმე საწარმო ფუნქციონირებდა. ძალიან დიდი პრობლემების წინაშე იდგა დარგი ფალსიფიკაციის კუთხით. ღვინო, რომელიც იწარმოებოდა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადიოდა ექსპორტზე. ახალი დაწყებული იყო მცირე მარნებში ნატურალურიღვინის აღორძინება და წარმოება.

 

  • რა იყო თქვენი ამოცანა, როცა ამ მასშტაბურ პროექტს იწყებდით?

 

ჩვენი ამოცანა იყო, ღვინის წარმოებასა და დარგის განვითარებაში პროცესების სწორი მიმართულებით დაგეგმვა. ერთის მხრივ გვინდოდა ინდუსტრიისთვის შეგვეწყო ხელი, გვეპოვა, გამოგვეტანა, ასპარეზი მიგვეცა კომპანიებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ ღვინის მიმართულებით ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას. მეორე მხრივ მოგვეზიდა დამთვალიერებელი და გვეჩვენებინა საინტერესო ღვინოების ნიმუშები. ჩვენი მიზანი იყო ქართული ღვინისადმი რწმენა დაგვებრუნებინა საზოგადოებისთვისა და მწარმოებლისთვის.

 

  •  ამ მიმართულებით, პირველ რიგში რა ნაბიჯები გადადგით?

 

ჩამოგვყავდა უცხოელი ექსპერტები. ხვდებოდნენ მეწარმეებს, ატარებდნენ მასტერ-კლასებს. ჩამოჰქონდათ უცხოური ღვინის ნიმუშები შედარებისთვის. ამ ფონზე იდგა საკითხი - ჩვენ სად ვართ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ.

პირველი გამოფენები იყო უფრო საგანმანათლებლო სახის და ემსახურებოდა ქართული ღვინის იმიჯის გაზრდასა და პირველ რიგში შიდა მომხმარებელში რწმენის გაჩენას. ჩვენი მიზანი იყო ეს სექტორი გამოგვეცოცხლებინა და პოზიტიური დინამიკა შემოგვეტანა. წლების განმავლობაში ჩვენი გამოფენის სახით, მივიღეთ მნიშვნელოვანი პლატფორმა - დარგის შემაჯამებელი ღონისძიება, რომელიც თავს უყრის მრავალფეროვან სპექტრს.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ გამოგვაქვს, როგორც ინდუსტრიული მწარმოებლების პროდუქცია, რომლებიც უფრო დიდ მასშტაბებზე მუშაობენ, ექსპორტზე გააქვთ, ასევე გამოფენაზე წარმოდგენილია საშუალო და მცირე მარნები, ნატურალური ღვინო. 

გამოფენას სტუმრობენ უცხოელი ბაირები, რომლებიც ჩამოგვყავს გამოფენაზე, როგორც აზიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, ასევე შიდა ჰორეკა სეტორი, რომელიც აქტიურია. ვუწევთ ორგანიზებას B2B (პირისპირ) შეხვედრებს. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოფენაზე წარმოდგენილი იყოს, როგორც მსხვილი, ისე მცირე ინდუსტრია. გამოფენაზე ყველას თავისი ადგილი აქვს და ველი.

 

  • ამბობთ, რომ გამოფენას აქვს ინდუსტრიის საქმიანობის შემაჯამებელი ფორმატი, ამ კუთხით რა აქტივობებია?

 

გარდა იმისა, რომ გამოფენის მონაწილეები არიან სივრცეში და იმართება დეგუსტაცია, პარალელურად, იმართება ღვინის საქმიანი ფორუმი, ღვინის ექსპერტის ფორუმი, პრეზენტაციები, დისკუსიები, შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, სადაც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი თემების განხილვა.

გარდა ამისა ეს ერთად-ერთი გამოფენაა საქართველოსა და რეგიონში, სადაც მისულ მეწარმეებს ღვინის დარგში ტექნოლოგიების შესახებ სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

 

  • როგორია გამოფენის გეოგრაფია? რომელი ქვეყნებიდან ელით სტუმრებს?

 

ღვინის გამოფენაზე 8 ქვეყნიდან ჩამოდიან მონაწილეები. ეს ის ქვეყნებია, სადაც ღვინის ინდუსტრია აქტიურია. მათ შორისაა

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა