მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული ღვინო ბრაზილიის ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად ემზადება

news image
mbc image

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ სან პაულოში, კომპანია "Locoporvino"-ის ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ქართული ღვინის კომპანიებმა "Pro Wine"-ის ღვინის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში - "International Trade Fair for Wines and Spirits" პირველად მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიო ცნობილი სომელიები, ღვინის ექსპერტები, რესტორნების, სადისტრიბუციო კომპანიებისა და მასმედიის წარმომადგენლები ესწრებიან, საქართველოს ელჩმა, ზურაბ მჭედლიშვილმა ქართულ პავილიონში ქართული ღვინით დაინტერესებულ მცირე და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ზურა მჭედლიშვილმა დამსწრე აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ისტორიის ქვეყნის შესახებ. პრეზენტაციაში ელჩმა ქართული ღვინის წარმოების 8000 წლიან ისტორიასა და უნიკალურ მეთოდებზე ისაუბრა.

ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი ქართული კომპანიები: შილდა, ფალავანი, შატო მუხრანი, GWS, დუგლაძე და ასკანელი. გამოფენას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ვასილ კუჭუხიძე და ზემოხსენებული ქართული კომპანიების წარმომადგენლები.

აღნიშნული გამოფენაში 10 ათასზე მეტი დამთავლიერებელი იღებს მონაწილეობას.

ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ღვინის ეროვნულ სააგენტოს და კომპანია "Locoporvino"-ს ხელმძღვანელებს ანდრე და კარლა ბაადერებს პროექტის ხელშეწყობისთვის, რომელიც მიზნად ისახავს, საზღვრებს გარეთ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლო ქვეყნის, შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ქართული ღვინის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას.

სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბრაზილიაში ექსპორტზე 20.88 ათასი დოლარის ღირებულების 5,620.50 ლიტრი ღვინო შევიდა. 2023 წელს ბრაზილიაში ქართული ღვინის ექსპორტი არ განხორციელებულა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა