ქართული ლოგისტიკური კომპანია SKYLOG ჩინური სატრანსპორტო კომპანია Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd-ის ექსკლუზიური პარტნიორია
ქართული ლოგისტიკური კომპანია SKYLOG დღეიდან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სატრანსპორტო კომპანია Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd-ის ექსკლუზიური პარტნიორია.
როგორც SKYLOG-ში განმარტავენ, აღნიშნული შეთანხმება ჩინეთიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით ერთობლივი LCL/FCL (საზღვაო) ტვირთების ტრანსპორტირებას გულისხმობს.
Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მომხმარებელს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტირებას სთავაზობს.
SKYLOG-სა და Shenzhen Shinekoo Supply Chain Co.,Ltd-ს შორის თანამშრომლობა კი გაზრდის საზღვაო ტვირთნაკადებს და ქართულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა მომხმარებელს შესთავაზოს ტვირთების სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება და რაც მთავარია კონკურენტუნარიანი ტარიფებით. მომხმარებლებისთვის შეთავაზებულია ასევე სასაწყობე მომსახურება ჩინეთსა და საქართველოში, პასუხისმგებლობის დაზღვევა და სხვა საჭირო სერვისები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.