მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

 „ქართული მზე“ რებრენდინგის შემდეგ, მომხმარებელს ექსპერიმენტულ ღვინოს სთავაზობს

news image
mbc image

„ქართული მზე“  „ვაზისუბნის მამულის“ ქვებრენდია და ამ დასახელებით დაახლოებით 100 000 ბოთლის წარმოებას ვგეგმავთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ქართული ღვინის ჯგუფის“ გაყიდვების დირექტორმა გიორგი ოქრუაშვილმა განუცხადა.

ამ ბრენდის ღვინო სამი წელია არსებობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ქართული მზე“ იყიდება ადგილობრივ ბაზარზე და ორჯერ მეტი გადის ექსპორტზე. კერძოდ 20 ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, აშშ-ში, გერმანიასა და პოლონეთის ბაზრებზე,

თუმცა ბრენდმა რამდენჯერმე განიცადა რებრენდინგი და, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს ექსპერიმენტულ ღვინოს სთავაზობს.

„იდეა გაჩნდა, რომ შეგვექმნა ბრენდი „ქართული მზე“. ამ ბრენდის ქვეშ ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებდით პრემიუმ ხარისხის ღვინოს, უბრალოდ შედარებით ბიუჯეტურ ფასში.  რათა ხელმისაწვდომი ყოფილიყო და იგივე ხარისხი ჩამოგვეტანა ბიუჯეტურ სეგმენტში“,- ამბობს გიორგი ოქრუაშვილი. მისი თქმით, ამ ბრენდის ღვინის თაროდან გასაყიდი ფასი 12-13 ლარიდან 19-ლარამდე შუალედში იქნება.

„ქართული მზე“ არის ექსპერიმენტული ღვინო - ამ ბრენდის ქვეშ თავს იყრის ბრენდები, რქაწითელისა და მწვანის, ამ ორი ჯიშის კუპაჟი, ასევე საფერავისა და ალექსანდროულის კუპაჟი. ამ ბრენდში გვაქვს ნახევრადმშრალი მწვანე, რაც ბაზარზე იშვიათობას წარმოადგენს. ამ მიმართულებით მომხმარებელს ახალ ექსპერიმენტულ ღვინოს შევთავაზებთ“, - ამბობს „ქართული ღვინის ჯგუფის“ გაყიდვების დირექტორი.

„ქართული ღვინის ჯგუფი“ სოფელ ვაზისუბნის მამულში 35 ჰექტარ ვენახს ფლობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ღვინოს ამ ვენახებში მიღებული მოსავლისგან ამზადებენ სწორედ ამის საფუძველზე ინარჩუნებენ ღვინის მაღალ ხარისხს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა