მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართული სთრით ფუდი „შოთი“ ბიზნესის გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

news image
mbc image

მომხმარებელს ვთავაზობთ ქართული კერძების ნაირსახეობას, რომელიც მოთავსებულია შოთში. ობიექტის კონცეფცია უნიკალურია, რადგან ეს პროდუქტი არის ქართული გემოების, თანამედროვე გასტრონომიული პრაქტიკებისა და სინთეზის შედეგი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა თათია რომელაშვილმა განუცხადა.

ამ დროისთვის „შოთი“ წარმოდგენილია თბილისში, საბურთალოზე ერთი ფილიალით რომელსაც აქვს ღია ტერასა და პროდუქცია ონლაინიც იყიდება.

„ჩვენი მიზანია არ შემოვიფარგლოთ საქართველოს ბაზრით, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი მომხმარებელი გვყავს და ბევრი ინტერესდება ქართული სთრით ფუდით.  ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ გავიდეთ საერთაშორისო ბაზარზე“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

„შოთი“ ასევე გეგმავს გაფართოებას ადგილობრივ ბაზარზე და სავაჭრო მოლებში წერტილების განთავსებას, რასაც მზარდი მოთხოვნა განაპირობებს.

„გვაქვს შქმერულის ჩვენებური ვერსია, ასევე ქათამი ნუშის ბაჟესა და  სულგუნის სოუსით. სეზონურად მაყვლის და ალუბლის სოუსში. გვაქვს სოკოს ტრიო, რომელიც შოთის პურშია მოთავსებული, გვაქვს ვეგეტარიანული პროდუქტებიც, მათ შორის სოლო ტენილი ყველით“, - ამბობს მენეჯმენტის წარმომადგენელი.

მისი თქმით, აქტივობა მაღალია ონლაინ გაყიდვებში და „შოთის“ გაყიდვები თვიდან-თვემდე იზრდება. რაც შეეხება ფასებს, 11-დან 36-ლარამდეა. 

ქართული სთრით ფუდის კვების ობიექტი „შოთი“ ადგილობრივ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. კომპანიაში 11 ადამიანია დასაქმებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა