მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართველი მეღვინეები მთავრობას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის მისაღებად მხარდაჭერას უცხადებენ

news image
mbc image

საქართველოში ღვინის მწარმოებელთა ერთმა ნაწილმა განცხადება გააკეთა კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მთავრობას მხარდაჭერა გამოუცხადა. განცხადების თანახმად, დღეს საქართველოში ბიზნესი, როგორც არასდროს, თავისუფალია დამატებითი ბიოროკრატიული ჩარევისგან, რაც მეწარმეებს საშუალებას აძლევს ეტაპობრივად განვითარდნენ, შექმნან მეტი ეკონომიკური დოვლათი და შეძლონ მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. „დღეს დარგის განვითარებისთვის მიმართული ყველა გადაწყვეტილება, ნებისმიერი საკანონმდებლო თუ ნორმატიული დოკუმენტებში განხორციელებული ცვლილება განხილული და შეთანხმებულია ჩვენთან. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სტრატეგიული მნიშვნელობის დარგის - მევენახეობა - მეღვინეობის არნახული მაშტაბის მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან. მეწარმეებზე გაცემულმა შეღავათიანმა კრედიტებმა უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ვენახების გაშენების, ღვინის მოცულობის ზრდის და საექსპორტო ქვეყნების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. მთავრობის მხრიდან ასეთი მხარდაჭერის გარეშე ჩვენი კომპანიები ნამდვილად ვერ მიაღწევდნენ იმ მასშტაბის განვითარების დონეს, რომელიც დღეს გვაქვს. ამის არ დანახვა არ შეიძლება და ამის გამო მეწარმეების დიდი ნაწილი, მათ შორის, ჩვენი კომპანიები მთავრობის ქმედებათა ერთგული მხარდამჭერები ვართ. დღეს მთავრობას და ბიზნესს საქართველოში აქვს ერთიანი ხედვა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, გაძლიერდეს ეკონომიკურად, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და რაც მთავარია შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. არაფერი ისე არ ვნებს ბიზნესს, როგორც არასტაბილურობა და გაუმჭირვალობა. ღვინის კომპანიებს არაერთი მწარე გამოცდილება გვაქვს, რამდენად დიდი ზარალი მოაქვს მოღალატე ფსევდო ოპოზიციის მხრიდან დაშვებულ პროვოკაციებს. მივესალმებით, ქვეყანაში "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონის მიღებას. მიგვაჩნია კანონი გარანტიაა თანამედროვე დემოკრატიული და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის. ჩვენი ბიზნესი და ინვესტიციების წარმომავლობა აბსოლუტურად გამჭირვალეა. ამიტომ ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ გამჭირვალობის ეს მოთხოვნა კერძო სექტორის სხვა სუბიექტებზეც გავრცელდეს. ალბათ დადგა დრო, ჩვენი საზოგადოების საღად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ნაწილი დავდგეთ ერთად და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შპს "შალვინოს" დამფუძნებელი ლევან გვარამაძე, შპს "ხაოს მარანის" დამფუძნებელი გოჩა დაუდიშვილი, შპს "კახეთი 3000" დამფუძნებელი გიორგი ერბოწონაშვილი, შპს "ჰერეთის ღვინის მარანის" დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე, შპს "კახური ღვინის მარანის" დირექტორი მირიან მუკბანიანი, შპს "შატო მუკუზანის" დამფუძნებელი კახაბერ მამანიშვილი, შპს "შატო ხვანჭკარას" დამფუძნებელი ბაკური მიჩიტაშვილი, შპს "ყვარლის ღვინის კომპანია" დამფუძნებელი პაატა არჩვაძე, შპს "მარნისკარის" და შპს "შატო ნეკრესის" დამფუძნებელი ვაჟა ციგროშვილი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა