მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz ყაზახეთში წლის კომპანიად დასახელდა

news image
mbc image

ყაზახეთის Kazakhstan Growth Forum-ზე, ყაზახეთის საუკეთესო კომპანიების ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ქართველი მილიარდერის მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz დასახელდა „წლის ტრანსფორმატორად“ სამთავრობო და სხვა ციფრული სერვისების პოპულარიზაციისა და ყაზახეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციისთვის.

ღონისძიებაზე კომენტარი გააკეთა Kaspi.kz-ის ხელმძღვანელმა და თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ.

„დღეს ყაზახეთი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა მსოფლიოში სამთავრობო სერვისების ონლაინ მიწოდებით, რაც თითოეული ყაზახეთის მოქალაქისთვის სიამაყის მნიშვნელოვანი წყაროა. მადლობა ყველა სამთავრობო უწყებას, რომელიც ცდილობს, სამთავრობო სერვისები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ყველა მოქალაქისთვის.

მადლობას ვუხდით ციფრული განვითარების სამინისტროს, სს ეროვნულ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, სს-ს მოქალაქეთა მთავრობას, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის იურიდიულ სტატისტიკაზე ნდობისა და ერთობლივი მუშაობის კომიტეტს, შსს-ს ადმინისტრაციული პოლიციის კომიტეტი და სხვა დაწესებულებები, რომლებიც მონაწილეობენ მოქალაქეებისთვის თანამედროვე ციფრული სერვისების შექმნაში და სმარტფონებით იღებენ სამთავრობო მომსახურებას მარტივად და სწრაფად.  

მადლობა თითოეულ ჩვენს საყვარელ კლიენტს ჩვენთან ყოფნისთვის. მადლობა ფორუმის ჟიურის ჩვენი შრომის მაღალი შეფასებასთვის“, - აღნიშნა მიხეილ ლომთაძემ.

ქვეყნის საუკეთესო კომპანიებს ყოველწლიურად ადგენს ყაზახეთის ზრდის ფორუმის ექსპერტთა საბჭო. 

მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მიხედვით, ამჟამად $2.5 მილიარდის ქონებას ფლობს. 2021 წლის 27 ოქტომბერს ბიზნესმენი $6.48 მილიარდით Bloomberg-ის მილიარდერების სიაში 448-ე ადგილს იკავებდა. ამჟამად ის Bloomberg-ის მსოფლიოს უმდიდრესი 500 ადამიანის სიაში აღარ შედის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა