მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქართველი სპორტსმენები ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს პირველად მასპინძლობს, რომელიც 9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით ბაკურიანში, თბილისსა და ბათუმში იმართება.

ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა სპორტსმენები ერთმანეთს 3 სპორტულ დისციპლინაში ეჯიბრებიან. საქართველოს ბანკი საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.

ეს არის მორიგი დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ჩვენს ქვეყანაში 2015 წლის შემდეგ, როცასაქართველომ ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიებაში 46 ქვეყნის, 900-ზე მეტი სპორტსმენი და 700 ოფიციალური წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის, რა თქმა უნდა, არიან ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენებიც.

ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 8 ქართველი ახალგაზრდა სპორტსმენი 3 სხვადასხვა სახეობაში იასპარეზებს:

სამთო თხილამურობა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის სახეობა, რომელიც 5 დისციპლინას აერთიანებს: სლალომს, გიგანტურ სლალომს, სუპერგიგანტურ სლალომს, სწრაფდაშვებასა და კომბინაციას.

ბიათლონი

ბიათლონი ორი სპორტის - თხილამურებით რბოლისა და შაშხანის სროლის ნაზავია.

ფიგურული სრიალი (ფიგურული ციგურაობა)

მხატვრული პროგრამა, მრავალფეროვანი ტექნიკური ელემენტები, ნახტომები და ტრიალის კომბინაციებიაქცევს ზამთრის ამ სპორტს ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ სპორტად.      მასში მონაწილეობას 15 წლის ინგა გურგენიძე მიიღებს.

სამთო თხილამურობისა და ბიათლონის შეჯიბრებები ბაკურიანში, ფიგურული სრიალის შეჯიბრებები კი ბათუმში გაიმართება.

ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის განრიგი კი ასე გამოიყურება:

ორშაბათი, 10 თებერვალი  (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |  09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - ბიჭები), I დაშვება
 

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

 

ორშაბათი, 10 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |   11:30 – 13:00

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - ბიჭები), II დაშვება
 

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

 

ორშაბათი, 10 თებერვალი (ბაკურიანი - ბიათლონის ტრასა) |   10:00 – 11:15

ბიათლონი (12,5 კმ ინდივიდუალური რბოლა)

შიო ქუჩუკიანი

სამშაბათი, 11 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |   09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - გოგოები) I დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო

სამშაბათი, 11 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |    11:30 – 13:00

სამთო თხილამურობა (გიგანტური სლალომი - გოგოები) II დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო

ოთხშაბათი, 12 თებერვალი (ბათუმი) |    14:00 – 18:00

ფიგურული ციგურაობა (მოკლე პროგრამა - გოგოები)

ინგა გურგენიძე

 

ხუთშაბათი, 13 თებერვალი  (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |  09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (სლალომი - ბიჭები), I დაშვება
 

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

 

ხუთშაბათი, 13 თებერვალი  (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |  11:30 - 13:00

სამთო თხილამურობა (სლალომი - ბიჭები), II დაშვება
 

იასონ ვეზდენი

გიორგი ჯაფარიძე

ირაკლი ხერგიანნი

გოგა გულედანი

 

ხუთშაბათი, 13 თებერვალი (ბათუმი) |    15:00 – 20:30

ფიგურული ციგურაობა (თავისუფალი პროგრამა - გოგოები)

ინგა გურგენიძე

 

პარასკევი, 14 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |   09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (სლალომი - გოგოები) I დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო
 

პარასკევი, 14 თებერვალი (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |   09:00 - 11:15

სამთო თხილამურობა (სლალომი - გოგოები) I დაშვება

ანასტასია მირიანაშვილი

ნელი უსტიმენკო

პარასკევი, 15 თებერვალი (ბაკურიანი - ბიათლონის ტრასა) |   10:00 – 11:05

ბიათლონი (7,5 კმ სპრინტი)

შიო ქუჩუკიანი

შაბათი, 15 თებერვალი  (ბაკურიანი - დიდველის ტრასა) |  09:00 - 13:00

სამთო თხილამურობა (პარალელური სლალომი - შერეული წყვილები)

ფესტივალის მთავარი მიზანი სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია, ოლიმპიურიპრინციპების (სამართლიანობისა და ტოლერანტულობის) გავრცელება და დანერგვაა ახალგაზრდებში. ისღა დაგვრჩენია, თვალი ვადევნოთ სპორტული ღონისძიების დაწყებას და ვუგულშემატკივროთ ქართველსპორტსმენებს!

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა