მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

Kass Land ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და გაფართოებული სერვისებით ხვდება

news image
mbc image

Kass Land Tsalka Canyon Resort & Attractionახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით, გაუმჯობესებული სერვისებითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით ხვდება , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს Kass Land-ის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განუცხადა.

როგორ ხვდება Kass Land-ი ახალ ტურისტულ სეზონს და რა ძირითადი სიახლეები
დახვდებათ ვიზიტორებს?

Kass Land Tsalka Canyon Resort & Attraction ახალ ტურისტულ სეზონს ხვდება განახლებული ინფრასტრუქტურით, გაუმჯობესებული სერვისებითა და მრავალფეროვანი შეთავაზებებით. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ სტუმარს შევუქმნათ გამორჩეული გამოცდილება, რომელიც აერთიანებს ბუნებას, დასვენებასა და გართობას. ვიზიტორებს დახვდებათ განახლებული სივრცეები, კომფორტული გარემო, ახალი გასართობი აქტივობები და სეზონური შეთავაზებები.

მიმდინარე სეზონზე გაიხსნება გიგანტური ბატუტების პარკი , რომელიც გათვლილია სხვადასხვა ასაკის მომხმარებლისთვისთვის. ეს იქნება ადგილი სადაც ენერგია, სიცილი და ადრენალინი ერთ სივრცეში გაერთიანდება.

გარდა ბატუტების პარკისა რეზორტი სტუმრებს სთავაზობს ახალ გამოცდილებას განთავსების მიმართულებით კაფსულების სახით. ეს არის მინიმალიზმი, კომფორტი და სრულიად ახალი გამოცდილება ერთ სივრცეში. კაფსულები შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს განსხვავებული და თანამედროვე სტილი. თითოეული კაფსულა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს, პირად სივრცესა და სიმყუდროვეს, მიუხედავად მისი კომპაქტური დიზაინისა.

როგორ ვითარდება გასართობი და ინფრასტრუქტურული ნაწილი - რა ტიპის
აქტივობებს სთავაზობთ დღეს სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებს?

გასართობი და ინფრასტრუქტურული მიმართულება Kass Land Tsalka Canyon Resort & Attraction-ში ვითარდება კომპლექსურად და ეტაპობრივად, იმ მიზნიდან გამომდინარე, რომ თითოეულმა ვიზიტორმა მიიღოს მისთვის შესაბამისი და დასამახსოვრებელი გამოცდილება.

ჩვენი სერვისები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და ინტერესებზე. სივრცე ერთდროულად აერთიანებს გასართობ, ექსტრემალურ და დასასვენებელ პროდუქტებს, რაც საშუალებას გვაძლევს მოვიცვათ როგორც აქტიური დასვენების მოყვარული სტუმრები, ასევე ისინი, ვინც მშვიდ და რელაქსირებულ გარემოს ეძებს.

ვიზიტორებს ვთავაზობთ მრავალფეროვან აქტივობებს - ექსტრემალური ატრაქციონებიდან და ადრენალინზე ორიენტირებული გამოცდილებებიდან დაწყებული, ოჯახური და საბავშვო გასართობი ზონებით გაგრძელებული. თითოეული პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავდება შინაარსითა და ემოციით, რაც ქმნის უნიკალურ არჩევანს ყველა ტიპის სტუმრისთვის.

ინფორმაციისთვის, წალკის მუნიციპალიტეტში სოფელ დაშბაშში, დაცულ ტერიტორიაზე „კასს ლენდი“ ისრაელური კომპანია Kass Group-ის ინვესტიციით 2022 წლის ივნისში გაიხსნა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

24.10.2026.21:32

განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამატებით კიდევ 156 მომხმარებელი მომდევნო ბლოკის მომლოდინეთა სიას შეუერთდა.

ამ ისტორიული შედეგით, არქი ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეულშია ერთ დღეში გაყიდული ბინების რაოდენობით, არქის მხოლოდ ორი საერთაშორისო გიგანტი უსწრებს: საუდის არაბეთის NHC - 3 980 გაყიდული ბინით (2024 წლის, 15 ნოემბერი) და დუბაის DAMAC - 3 164 გაყიდული ბინით (2024 წლის 10 დეკემბერი).

„დღევანდელი შედეგი ჩვენთვის მხოლოდ რეკორდული გაყიდვები არ არის. ეს არის ნდობა, რომელიც ათასობით ადამიანმა გამოგვიცხადა და რისთვისაც თითოეულ მათგანს გულწრფელ მადლობას ვუხდით. ამ შედეგის უკან ჩვენი გუნდის უდიდესი შრომა დგას. „არქი“ საქართველოში №1 დეველოპერული კომპანიაა, თუმცა ჩვენთვის მთავარი მხოლოდ ლიდერობა არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს შევთავაზოთ რეალური ღირებულება და გავამართლოთ მათი მოლოდინები. Archi Grand Avenue-ში სწორედ ასეთ გარემოს ვქმნით - ქალაქის ახალ ცენტრს, რომელსაც განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, მომხმარებლებმაც სწორედ ეს დაინახეს: პერსპექტიული ლოკაცია, პროექტის მასშტაბი, საერთაშორისო ბრენდების ჩართულობა და განსაკუთრებული ფინანსური პირობები. ამ ყველაფერმა ერთად მოგვცა შედეგი, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობთ“, - აცხადებს „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

დღევანდელი შედეგით „არქიმ“ გასულ წელს დაფიქსირებული საკუთარი რეკორდი ორჯერ მეტად გააუმჯობესა და ბაზარზე ახალი სტანდარტი დააწესა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, პროექტში ბინების ფასი 27–28%-ით გაიზარდა. პერსპექტიული ლოკაცია და განვითარების მასშტაბი პროექტს მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ. განსაკუთრებული ინტერესი ადგილობრივმა მყიდველებმა, ქართველმა ემიგრანტებმა და საერთაშორისო ინვესტორებმა გამოიჩინეს.

Archi Grand Avenue 21 ჰექტარზე ვითარდება, საიდანაც 15 ჰექტარზე მეტი გამწვანებულ და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. პროექტი აერთიანებს საცხოვრებელ შენობებს, Hilton-ის ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, Wyndham-ის ბრენდირებულ რეზიდენციებს, სპორტულ კომპლექსს, გასტრონომიულ და კომერციულ სივრცეებს.

„მადლობა თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ნდობისთვის. ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მოლოდინები არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ კიდეც. მათთვის, ვინც ამ ეტაპზე სასურველი ბინის შეძენა ვერ შეძლო, დამატებითი შესაძლებლობა შევქმენით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გახდეს ქალაქის ახალი ცენტრის ნაწილი“, - აცხადებს „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა