მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

„კასტელო მარე“ 10 წლისაა - სასტუმრო საკუთარ კოსმეტიკურ ხაზსა და ახალ პროექტებზე მუშაობს

news image
mbc image

„კასტელო მარემ“ არსებობის 10 წლის იუბილე აღნიშნა. ამ პერიოდის განმავლობაში სასტუმრო რეგიონის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურისტულ სივრცედ ჩამოყალიბდა, დღეს კი განვითარების ახალ ეტაპზეა. რა გზა გაიარა „კასტელო მარემ“ ათწლეულის განმავლობაში, როგორ ვითარდებოდა ტურიზმის ინდუსტრიის ცვლილებების პარალელურად და რა სიახლეებს გეგმავს სამომავლოდ, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს აღმასრულებელი დირექტორი, ზანდა მესხიძე ესაუბრა.

„კასტელო მარემ“ არსებობის 10 წლის იუბილე აღნიშნა. როგორ შეაჯამებდით ამ ათწლეულს და რომელი ეტაპები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სასტუმროს განვითარებისთვის?

„კასტელო მარეს“ ათწლიანი ისტორია ერთი დიდი ხედვის რეალობად ქცევის ისტორიაა. ამ განსაკუთრებული სივრცის შექმნა სასტუმროს დამფუძნებლისა და მფლობელის, იოსებ ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება. სწორედ მისი იდეით, ინიციატივითა და მრავალწლიანი ძალისხმევით შეიქმნა ციხისძირში კომპლექსი, რომელმაც ზღვა, კლდე, უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტი, გამორჩეული არქიტექტურა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობა ერთ მთლიანობად გააერთიანა. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კასტელო მარე“ იქცა არა მხოლოდ ციხისძირის, არამედ რეგიონის ერთ-ერთ მარგალიტად და რეგიონის სავიზიტო ბარათად.

ამ ხედვის არქიტექტურულ და ფიზიკურ რეალობად ქცევაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მთავარ არქიტექტორს, მშენებლებს, ინჟინრებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კომპლექსის შექმნის ურთულეს პროცესში მონაწილეობდა. სწორედ მათ შექმნეს ის საფუძველი და გამორჩეული გარემო, რომელიც დღეს „კასტელო მარეს“ იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

შემდეგ დაიწყო ამ სივრცის სიცოცხლით შევსების ათწლიანი პროცესი. სასტუმროს ყოველდღიური ისტორია შექმნა გუნდმა, რომლის წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი წლებიდან დღემდე ჩვენთან ერთად აგრძელებს მუშაობას. მათ შეძლეს დამფუძნებლის ხედვისა და შექმნილი ინფრასტრუქტურის გარდაქმნა ცოცხალ, ემოციურ და სტუმარზე ორიენტირებულ გამოცდილებად. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ისაა, რომ ამ ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ არა მხოლოდ ადგილი, არამედ ადამიანებიც, რომლებმაც მისი ხასიათი და მომსახურების კულტურა ჩამოაყალიბეს.

განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს შორის გამოვყოფდი სასტუმროს გახსნასა და ბაზარზე დამკვიდრებას, ღონისძიებების მიმართულების გაძლიერებას, გამაჯანსაღებელი და Wellness კონცეფციის თანმიმდევრულ განვითარებას, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასა და კულტურული ფესტივალების ტრადიციის ჩამოყალიბებას.

ათწლეულის საიუბილეო ღონისძიებაც სწორედ მადლიერების საღამო იყო - მადლიერების დამფუძნებლის, არქიტექტორის, მშენებლების, გუნდის, პარტნიორებისა და ყველა იმ სტუმრის მიმართ, ვინც ამ წლების განმავლობაში გვირჩევდა და გვენდობოდა. ამავე დღეს ღვინის ფესტივალიც გავმართეთ, რომელმაც საინტერესო მეღვინეები, ქართული ღვინის მწარმოებლები და სტუმრები გააერთიანა. ამგვარად, საიუბილეო საღამო იქცა ათწლიანი გზის აღნიშვნის, ქართული ღვინის კულტურისა და „კასტელო მარეს“ ახალი ეტაპის ერთგვარ დალოცვად.

ამ 10 წლის განმავლობაში ტურიზმის ინდუსტრიაში არაერთი ცვლილება მოხდა. როგორ ვითარდებოდა „კასტელო მარე“ ამ პროცესების პარალელურად და რა მიმართულებებს დაუთმეთ განსაკუთრებული ყურადღება?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურიზმის ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეიცვალა სტუმრის მოლოდინები, მოგზაურობის მოტივები და თავად დასვენების აღქმაც. დღეს მაღალი ხარისხის ნომერი და კარგი მომსახურება უკვე აღარ არის საკმარისი - სტუმარი ეძებს გამოცდილებას, ემოციას, სიჯანსაღეს, ადგილობრივ კულტურასთან კავშირსა და გარემოს, რომელიც მისთვის დასამახსოვრებელი გახდება.

„კასტელო მარეც“ ამ ცვლილებების პარალელურად ვითარდებოდა. საწყის ეტაპზე ის ჩამოყალიბდა როგორც მაღალი კლასის სასტუმრო და მნიშვნელოვანი ლოკაცია სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის. ეტაპობრივად კი განვავითარეთ გამაჯანსაღებელი მიმართულება - დღეს ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა სახის სამკურნალო, სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომლებიც მათ საჭიროებებსა და ინდივიდუალურ მდგომარეობას ერგება. მიგვაჩნია, რომ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე ორიენტირებული ტურიზმი მომდევნო წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

ამავე კონცეფციის გაგრძელებაა ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული საკუთარი კოსმეტიკური პროდუქციის შექმნის იდეა. ამ ეტაპზე საცდელი პროდუქტების ტესტირება მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, „კასტელო მარეში“ მიღებული გამაჯანსაღებელი გამოცდილება მომავალში სტუმარმა თან წაიღოს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გააგრძელოს. ვფიქრობთ, ეს იქნება უნიკალური და საინტერესო სიახლე, რომლის შესახებაც მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კულტურულ და შემოქმედებით ღონისძიებებს. 2019 წელს დავიწყეთ ფესტივალების სერია და სწორედ მაშინ ჩატარდა პირველი „მანდარინობა“. გვახარებს, რომ ეს ფესტივალი ყოველწლიურად აერთიანებს ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს, აცნობს მათ აჭარის კულტურას, ციტრუსის ტრადიციას, ადგილობრივ პროდუქტებსა და რეგიონის ადამიანებს.

შემდგომ გაჩნდა ლუდის ფესტივალი, რეტრო წვეულებები, საშობაო კოცონი და სხვა თემატური ღონისძიებები. გვინდა, ტრადიციად იქცეს ღვინის ფესტივალიც და შეიქმნას კიდევ არაერთი კულტურული და შემოქმედებითი პროექტი, რომელიც ტურიზმს, სოფლის მეურნეობას, მეღვინეობას, მცირე მეწარმეობასა და ადგილობრივ წარმოებას დააკავშირებს.

ამ ხედვის ნაწილია მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვაც. „კასტელო მარე“ CENN-ის ინდუსტრიული სიმბიოზის ინიციატივის წევრია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება, ნარჩენების შემცირება და ადგილობრივ ბიზნესებთან ისეთი თანამშრომლობის განვითარება, რომელიც ეკონომიკურ ღირებულებასთან ერთად გარემოსდაცვით სარგებელსაც შექმნის. ასეთი ღონისძიებები მხოლოდ გასართობი აქტივობები არ არის. ისინი ქმნის ახალ ღირებულებას როგორც სტუმრისთვის, ისე ადგილობრივი მეწარმეებისთვის, აძლიერებს რეგიონის ცნობადობას და ტურისტულ სეზონს ტრადიციული ზაფხულის პერიოდის მიღმაც ავითარებს.

რა მიგაჩნიათ იმ მთავარ ფაქტორებად, რომლებმაც „კასტელო მარეს“ სტუმრების ნდობისა და ბაზარზე ძლიერი პოზიციების დამკვიდრებაში შეუწყო ხელი?

სტუმრების ნდობა ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით არ იქმნება. ის ყოველდღიური შრომის, პასუხისმგებლობის, ხარისხისა და ადამიანური დამოკიდებულების შედეგია.

„კასტელო მარეს“ მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური მდებარეობაა - ზღვის, კლდის, სიმწვანისა და გამორჩეული არქიტექტურის ერთიანობა ქმნის გარემოს, რომელსაც იშვიათად შეხვდებით. თუმცა მხოლოდ ლამაზი სივრცე საკმარისი არ არის. ამ ადგილის ნამდვილ ღირებულებას მომსახურების კულტურა, გუნდი და სტუმრისადმი ინდივიდუალური დამოკიდებულება განსაზღვრავს.

ათწლიანი გამოცდილება გვასწავლის, რომ განვითარება მხოლოდ წარმატებებისგან არ შედგება. მუშაობის პროცესში შეიძლება შეცდომაც დაუშვას ადამიანმა, თუმცა მნიშვნელოვანია, თითოეულ ასეთ შემთხვევას სწავლისა და გაუმჯობესების შესაძლებლობად შევხედოთ. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სტუმრების უკუკავშირის მოსმენას, დროულ რეაგირებასა და მომსახურების მუდმივ დახვეწას. ვფიქრობ, ნდობას სწორედ გულწრფელი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ქმნის.

ათწლიანი გამოცდილების შემდეგ რა ეტაპზეა დღეს „კასტელო მარე“ და რა სიახლეებსა თუ განვითარების გეგმებზე მუშაობთ სამომავლოდ?

ათი წლის შემდეგ „კასტელო მარე“ განვითარების ახალ ეტაპზე იმყოფება. უკვე დაგროვილი გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება, უკეთ ვიცნობთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარს და მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა.

ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ის იდენტობა, რომელმაც „კასტელო მარე“ გამორჩეულ ადგილად აქცია, და ამავე დროს მუდმივად შევთავაზოთ სტუმრებს განახლებული, საინტერესო და თანამედროვე გამოცდილება. ისტორია გრძელდება და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, სიახლეები არ მოვაკლოთ მომხმარებლებს.

სექტემბერში საზოგადოებას ძალიან საინტერესო პროექტს შევთავაზებთ. ნიკოლოზ წულუკიძე მოგვითხრობს ამ ადგილის წარსულთან დაკავშირებულ ისტორიებს. ამ პროცესში კიდევ ერთხელ აღმოვაჩენთ, რომ „კასტელო მარეს“ დღევანდელი სახე სრულიად შემთხვევითი არ არის - ბევრი რამ ბუნებრივად, ისტორიული მემკვიდრეობით მოდის. ციხისძირს წარსულშიც ჰქონდა გამაჯანსაღებელი, კულტურული და საზოგადოებრივი დანიშნულება, და დღეს ამ ისტორიის თანამედროვე ფორმით გაგრძელება ჩვენი პასუხისმგებლობაა.

ათი წლის შემდეგ უფრო მკაფიოდ ვხედავთ, რომ „კასტელო მარეს“ მთავარი ძალა მისი უნიკალური იდენტობაა. ეს არის დამფუძნებლის ხედვით შექმნილი ადგილი, რომელიც მრავალი ადამიანის შრომამ გააცოცხლა და ათასობით სტუმრის მოგონებების ნაწილად აქცია. ჩვენი მომდევნო ამოცანაა, ეს მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და მომავალშიც კიდევ უფრო საინტერესო ფორმით წარმოვაჩინოთ.

„კასტელო მარე“ უკვე აღარ არის მხოლოდ სასტუმრო - ის არის ციხისძირის ისტორიის თანამედროვე გაგრძელება, რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო და სივრცე, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი.

ინფორმაციისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება

23.10.2026.19:57

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.

eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:

• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.

“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa

პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა