მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქათმისა და კვერცხის წარმოებაში 20%-იანი ზრდა გვაქვს - „ბოსტანი“

news image
mbc image

ბიომეურნეობა „ბოსტანი“ ქათმისა და კვერცხის წაწმადობას ზრდის. „ბოსტნის“ ნატურალური ქათმის ხორცის ყიდვა მომხმარებლებს ონლაინ და ,,ბლაუნშტაინის“ ქსელშიც შეუძლიათ.

როგორც ბიომეურნეობა ,,ბოსტნის“ დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, კომპანია მცირე ფერმადაა დარეგისტრირებული და 300 ფრთაზე მეტი ქათმის ყოლის უფლება არ აქვთ, წარმადობას ვერ ზრდიან, თუმცა მოთხოვნა წლიდან-წლამდე მზარდია. 

„ქათმის ხორცზე მოთხოვნა მაღალია. პროდუქტი ჯანსაღია და შესაბამისად მომხმარებელი არჩევას აკეთებს ჩვენს პროდუქტზე. 2023 წელს 80%-იანი ზრდა გვქონდა. მომხმარებელი შევინარჩუნეთ და წელს დაახლოებით მოთხოვნის ზრდა ქათმის ხორცსა და კვერცხზე 15-20%-ია“, - ამბობს ბექა ბარჯაძე.

მისი თქმით, მეხორცული ჯიშის ნატურალური ქათამს, 30 დღემდე თანამედროვე ევროპული სტანდარტის ქართული წარმოების საკვებით კვებავენ. 1 თვის შემდეგ კი კვებაში ერთვება სიმინდი და ბიო ბოსტნეულის ფოთლები, რაც ასევე ბიოპროდუქტებია.

„ქათმის ხორცის წარმოებას ვიწყებთ მხოლოდ 70-80 დღის შემდეგ, როდესაც ზრდა დასრულებულია, კუნთოვანი სტრუქტურა სრულად ჩამოყალიბებულია და შესაბამისად არის სასარგებლო და გემრიელი ნატურალური პროდუქტი“, - ამბობს ბექა ბარჯაძე Business Insider Georgia- თან.

რაც შეეხება ფასს, ბიომეწარმის თქმით, ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით „ბოსტანის“ პროდუქცია ძვირია, ვინაიდან ბიოპროდუქტის თვითღირებულება 2-ჯერ მეტია.

ბარჯაძე ასევე დასძენს, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, მომხმარებლის სოციალური მდგომარეობა გაითვალისწინონ და პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს.

„ბოსტანის“ ფერმა ფონიჭალაში მდებარეობს. დასაქმებულია 3 ადამიანი.  

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა