მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

შვეიცარიულმა აგრარულმა სკოლა „კავკასიამ“ ქართული ნატურალური იოგურტი გამოუშვა

news image
mbc image

შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასია“ რძის პროდუქტების ასორტიმენტს აფართოებს.

სულ ახლახან კომპანიის გაყიდვებს ქართული იოგურტი დაემატა, რომელიც 100%-ით ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტია. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა თინათინ მახარაძემ განაცხადა.

„ჩვენი იოგურტი იმპორტულთან შედარებით, აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტია. პირველ რიგში, ნატურალურია, ხარისხის კუთხით აშკარად გამორჩეულია, ვიზუალით უფრო მაწვნის მსგავსია და შენახვის ვადაც ნაკლებია აქვს, რაც ბიოპროდუქტის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. არ შეიცავს კონსერვანტებსა და სხვა სახის დანამატებს.

გაყიდვაშია მიმდინარე წლის ზამთრიდან და წარმოდგენილია ყველა იმ ობიექტში იყიდება, სადაც ჩვენი სხვა პროდუქცია იყიდება. აღსანიშნავია, რომ დანამატების გარეშე იოგურტი ქართულ ბაზარზე იშვიათობაა, ჩვენი პროდუქტი ამ მხრივ უნიკალურია“, - ამბობს თინათინ მახარაძე.

რაც შეეხება ფასს, როგორც ,,კავკასიის“ დირექტორი აღნიშნავს, იმპორტული პროდუქტისგან განსხვავებით, ძვირი ღირს და მაღალ საფასო სეგმენტში გადის. რძის პროდუქტების ასორტიმენტის გაფართოება კომპანიის უახლოეს გეგმაშია.

მალე გაყიდვებში „კავკასიის“ კარაქი ჩაეშვება.

ცნობისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარკინეთში შვეიცარიული პროფესიული განათლების მოდელის მიხედვით, სკოლა და საცხოვრებელი კამპუსი ფუნქციონირებს. სკოლის ბაზაზევე იწარმოება შვეიცარიული ტექნოლოგიით 5 დასახელების ყველი, რომელიც სარეალიზაციო ქსელში 2022 წლიდან გამოჩნდა. პროექტს სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და ,,მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელი მიხო სვიმონიშვილი შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა