მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

"კედარო ჯგუფი" უძრავი ქონების ექსკლუზიური მართვის პრაქტიკას ამკვიდრებს

news image
mbc image

კომპანია "კედარო ჯგუფი" უკვე სამი წელია, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში, მენეჯმენტის განსხვავებულ მიდგომას იყენებს.

კომპანიის ძირითადი მიმართულება ძველი თბილისის საინვესტიციო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებაა და ამ პროცესს უმეტეს შემთხვევაში, კერძო მესაკუთრეებისგან მინიჭებული ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს.

მართვის ეს სტილი გულისხმობს პირველ ეტაპზე უძრავი ქონების ბაზრის კვლევას, შეფასებას, ფასის დადგენას, გაყიდვისთვის საჭირო მარკეტინგულ აქტივობებს, პოტენციურ მყიდველთან მოლაპარაკების პროცესის მართვას, იურიდიულ თუ საბანკო პროცედურებში დახმარებას, შესაბამის ფინანსურ დანახარჯს და საბოლოოდ, გარიგების წარმატებით დასრულებას. 

"კედაროს" თანადამფუძნებელი, ეკატერინე ჭიღლაძე Business Insider Georgia-სთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიის მუშაობის ეს სტილი სრულად არის მორგებული დამკვეთის ინტერესზე.

" 7 წელია, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის სფეროში ვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა კომპანიამ ამ პროფესიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩვენივე დიდი დამსახურებაა მოსახლეობაში საქმიანობისადმი ცნობიერების ამაღლება, რამაც საბოლოოდ გააუმჯობესა სერვისის ხარისხი. ჩვენმა დამკვეთებმა, ინვესტორებმა  კარგად იციან, რომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ან გაქირავების პროცესის პასუხისმგებლიან კომპანიაზე გადაბარება, საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამ მოდელით მაქსიმალურად იზოგება დამკვეთის დრო, ფინანსები და ენერგია. ყველა ქმედებას, რაც კონკრეტული ქონების მართვას სჭირდება, "კედარო" საწყისიდან საბოლოო ეტაპამდე, თავისი ფინანსური და ადამიანური რესურსით ახორციელებს. ჩვენი წარმატება განვითარებისკენ ჩვენმა დაუღალავმა ბრძოლამ განაპირობა, რადგან ეს არის სფერო, სადაც ცოდნის, ინფორმაციის, ნდობისა და გამოცდილების დეფიციტია, რის გამოც საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ახლა კი მზად ვართ საზოგადოებას, ვუთხრათ, რომ ჩვენი კომპანიის შედეგები საუბრობს ჩვენს სანდოობაზე, პროფესიონალიზმსა და სერვისის საჭიროებაზე"-, ამბობს ეკატერინე ჭიღლაძე.

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს როგორც ფიზიკურ პირებთან, ასევე სამშენებლო კომპანიებთან. დამფუძნებელი ირწმუნება, რომ თანამშრომლობის გადაწყვეტილებას კომპანიაში მარტივად არ იღებენ.

"ჩვენი კომპანია განსხვავდება ბაზარზე არსებული სხვა კომპანიებისგან, რადგან გვაქვს გუნდურობაზე, სანდოობაზე დაფუძნებული კორპორატიული კულტურა და ფასეულობები.  უძრავ ქონებას გააჩნია როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ღირებულება. ჩვენ არ შევდივართ გარიგებაში, სადაც ეს ბალანსი დაცული არ არის და არსებობს თუნდაც მცირედი საფრთხე იმისა, რომ მომხმარებელი დარჩეს იმედგაცრუებული, ან მოტყუებული. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ მოლაპარაკებას.  ნებისმიერი პირი, რომელიც გვანდობს საკუთარ ქონებას თუ ფინანსებს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის დაკვეთას მაქსიმალური სიზუსტით ვასრულებთ. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაც და უპირველესი ამოცანაც ",- ამბობს "კედაროს" დამფუძნებელი.

კომპანია უახლოეს პერიოდში გეგმავს ისეთი სერვისისების განვითარებას, როგორიც არის არქიტექტურული მომსახურება, სარემონტო სამუშაოები და დალაგების სერვისი.

ცნობითვის, "კედარო" უძრავი ქონების სერვისების კომპანიაა, რომლის ძირითადი მიმართულება ძველი თბილისის საცხოვრებელი, კომერციული თუ საინვესტიციო უძრავი ქონების შეფასება, ყიდვა-გაყიდვა, გაქირავებაა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ყველა უწყებასა თუ ორგანიზაციასთან, რომელიც სხვადასხვა ფორმით კავშირშია უძრავი ქონების ინდუსტრიასთან და ამ გზით უზრუნველყოფს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას.

"კედარო" 2020 წელს დაარსდა და მას შემდეგ აქტიურად ოპერირებს ბაზარზე. კომპანია ამერიკის რეალტორთან ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა