მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.6
0.0062
flag
AZN 1.5246
-0.0008
flag
CNY 38.893
0
flag
EUR 2.8547
0.01
flag
GBP 3.4159
0
flag
KZT 57.61
-0.0068
flag
TRY 0.0514
0
flag
USD 2.5933
0.0006
news banner

Keepit - ნივთების შენახვის სერვისი ლოგისტიკით: მიღება, შეფუთვა, შენახვა და 12 საათში დაბრუნება

news image
mbc image

Keepit ნივთების შენახვისა და ლოგისტიკის სერვისია, რომელიც მომხმარებელს ნივთების შეფუთვას, ტრანსპორტირებას, უსაფრთხოდ შენახვასა და მოთხოვნისთანავე დაბრუნებას სთავაზობს.

კომპანიის მმართველი პარტნიორი გიორგი გომარელი Business Insider Georgia-სთან Keepit-ის საქმიანობის სპეციფიკის, კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების გეგმების შესახებ საუბრობს.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Keepit ნივთების შენახვის სერვისია ლოგისტიკით: ჩვენ თავად მოვდივართ, ვფუთავთ, ვინახავთ და მოთხოვნისთანავე ვაბრუნებთ. Keepit სტარტაპია, რომელიც 2026 წლის 28 იანვარს გაეშვა, თუმცა მის უკან რვაწლიანი გამოცდილება დგას საწყობების მართვაში - გვაქვს საკუთარი სასაწყობო მეურნეობა და ზუსტად ვიცით, როგორ ინახება ნივთი სწორად. პირველი დღიდან ჩვენი მთავარი პრინციპი ერთია: მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მოცულობისთვის, რომელსაც მისი ნივთი რეალურად იკავებს, და არა ფიქსირებული ოთახისთვის ან ცარიელი სივრცისთვის.

პროცესი მარტივია: მომხმარებელი საიტზე (keepit.ge) ირჩევს შესანახ ნივთებს, შენახვის ვადას, მისამართს და კურიერის მოსვლის დროს - მოცულობა და ფასი მაშინვე ითვლება. შემდეგ ჩვენი გუნდი შეთანხმებულ დროს მოდის, ნივთებს ადგილზე ფუთავს, ყოველ მათგანს ფოტოზე აფიქსირებს და საწყობში ინახავს. მომხმარებელი პირად სივრცეში ხედავს, რა აქვს შენახული და რა მდგომარეობაშია, ხოლო როცა ნივთი დასჭირდება, საიტიდანვე ითხოვს დაბრუნებას და მას მაქსიმუმ 12 საათში მოვუტანთ. ვისაც სურს, ნივთები თავად მოაქვს და თავად მიაქვს ჩვენი საწყობიდან თბილისში - ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხარჯი საერთოდ არ არის.

ფასში ყველაფერი შედის: შეფუთვა, ფოტო-დოკუმენტაცია, ონლაინ ინვენტარი, კონტროლირებული ტემპერატურა და ტენიანობა, და თითო ნივთზე ₾1,000-მდე დაზღვევა. მინიმალური ვადა ერთი თვეა, მინიმალური ფასი - ₾1 თითო ნივთზე; რაც უფრო გრძელი ვადაა (1 თვე, 2–3 თვე ან 4–12 თვე), მით უფრო დაბალია თვიური ტარიფი. კურიერით ვემსახურებით თბილისს, მის შემოგარენს, მცხეთასა და რუსთავს; ვმუშაობთ ორშაბათიდან შაბათამდე, 09:00-დან 19:00-მდე, შეკვეთის განთავსება კი საიტზე ნებისმიერ დროს შეიძლება.

როგორ აფასებთ მოთხოვნას სერვისზე და რა ტიპის ნივთების ან საჭიროებების გამო მიმართავენ Keepit-ს ყველაზე ხშირად?

მოთხოვნა სტაბილურად იზრდება და მას ორი რამ კვებავს: თბილისში ბინები პატარავდება, ნივთები კი - არა; და სულ უფრო მეტი ადამიანი უკვე ეძებს გამოსავალს, რომელშიც თავად არაფერი უნდა ატაროს და აწყოს.

ყველაზე ხშირად სამი სიტუაციაა: ბინის რემონტი, როცა ავეჯი და ტექნიკა რამდენიმე თვით უნდა გავიდეს სახლიდან; გადასვლა ერთი ბინიდან მეორეში, როცა ორ თარიღს შორის ნივთებს „სადღაც" სჭირდება ყოფნა; და სეზონური ნივთები - ზამთრის ან ზაფხულის საბურავები, სათხილამურო ინვენტარი, ველოსიპედები, გამათბობლები და კონდიციონერები. ნივთების მიხედვით ლიდერობს საბურავები, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მას მოჰყვება ტანსაცმელი, ყუთები, სპორტული ინვენტარი და დოკუმენტები.

ცალკე მიმართულებაა კომპანიები: მცირე ბიზნესი, რომელსაც არქივი, სეზონური მარაგი ან ოფისის ავეჯი აქვს შესანახი და საკუთარი საწყობის შენახვა არ უღირს. კომპანიას ყოველთვიურად ეგზავნება ანგარიშ-ფაქტურა და ისიც ისევე მარტივად რეგისტრირდება, როგორც ფიზიკური პირი. ასევე ვინახავთ მოგზაურთა ბარგსაც - ჩემოდნებს სასტუმროდანვე ვიღებთ და უკან ვაბრუნებთ.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

პირველი - ფასის მოდელი. ჩვენ არ ვართ ტრადიციული თვითმომსახურების საწყობი, სადაც ოთახს ქირაობ და ნახევარი ცარიელი გრჩება. ფასი ითვლება ფორმულით: მოცულობა (მ³) × ტარიფი × ვადა. ერთი კუბური მეტრი დაახლოებით ცხრა საბურავი ან ათი სტანდარტული ყუთია — და მომხმარებელი ზუსტად ამაში იხდის.

მეორე - სრული სერვისი ერთ ფასში. მომხმარებელს არც შესაფუთი მასალა სჭირდება, არც მანქანა, არც მტვირთავი: კურიერს ყველაფერი თან მოაქვს, ადგილზე ფუთავს და მიაქვს. ნივთი უკან 12 საათში ბრუნდება, ნაწილობრივ დაბრუნებაც შეიძლება - ერთი ნივთი, დანარჩენი რჩება.

მესამე - გამჭვირვალობა და უსაფრთხოება. ყოველი ნივთი ჩაბარებისას ფოტოზე ფიქსირდება და უნიკალურ კოდს იღებს, ასე რომ მომხმარებელი ონლაინ ხედავს თავის ინვენტარს. ნივთებთან წვდომა მხოლოდ ჩვენს გუნდს აქვს და თითო ნივთი ₾1,000-მდეა დაზღვეული - ეს ფასშია და ცალკე არ იყიდება. საწყობი 8,000 კვ.მ შემოღობილ ტერიტორიაზეა, 24-საათიანი დაცვით, ვიდეოკამერებით, სახანძრო სისტემით, ტენიანობის კონტროლითა და მღრღნელებისგან დაცვით.

და მეოთხე - პატიოსნება ვადებში. ხელშეკრულება ყოველთვის კონკრეტულ ვადაზეა; ვადის გასვლის შემდეგ მომხმარებელს ბარათიდან ავტომატურად არაფერი ჩამოეჭრება - ის თავად წყვეტს, გააგრძელოს თუ წაიღოს. ვადაზე ადრე გატანისასაც ზუსტ თანხას წინასწარ ვაჩვენებთ.

და მეხუთე - ყველაფერი ონლაინ, ერთი ანგარიშიდან. შენახვის შეკვეთაც, ნივთის უკან დაბრუნებაც და ვადის გაგრძელებაც საიტზე ხდება, რამდენიმე კლიკით - ზარის, ჩატისა და ლოდინის გარეშე. მეტიც: საწყობში შენახული კონკრეტული ნივთი მომხმარებელს შეუძლია პირდაპირ სხვა ადამიანს გაუგზავნოს - საიტზე მიუთითებს ვის და რა მისამართზე, და ჩვენი კურიერი ნივთს ახალ ადგილზე მიიტანს.

რა არის Keepit-ის განვითარების მთავარი გეგმები და რა მიმართულებების დამატებას ან გაძლიერებას განიხილავთ მომავალში?

გეგმები ორ ჰორიზონტად გვაქვს დაყოფილი - მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

მოკლევადიანი გეგმა ახალი საიტია, რომელიც უკვე მზადდება. მასში პროცესები მაქსიმალურადაა ავტომატიზებული ორივე მხარეს: მომხმარებლისთვის - შეკვეთა, გადახდა, ვადის გაგრძელება, დაბრუნების მოთხოვნა და ინვოისი რამდენიმე კლიკით, ტელეფონიდანაც; და ჩვენი გუნდისთვის - წამოღების, საწყობში განთავსების, დაბრუნებისა და ანგარიშსწორების მართვა ერთ სისტემაში, ხელით სამუშაოს გარეშე. ამ საიტში ხელოვნური ინტელექტი დამხმარე ასისტენტის როლშია: ის მომხმარებელს კითხვებზე პასუხობს და შეკვეთის გაფორმებაში ეხმარება, მენეჯმენტის გუნდს კი - ყოველდღიური პროცესების მართვაში.

გრძელვადიანი გეგმები სერვისის საზღვრებს აფართოებს. პირველი - მომხმარებელს შენახვასთან ერთად შევთავაზებთ, რომ არასასურველი ნივთი ჩვენსავე პლატფორმაზე გაყიდოს ან აჩუქოს: ნივთი ისედაც ჩვენთანაა, ფოტოზე აღწერილი, და მისი ახალ პატრონამდე მიტანა ჩვენი ლოგისტიკით ხდება. მეორე - ქალაქში ჩვენივე ლოკერების დადგმა, რომ პატარა ნივთების ჩაბარება და გამოტანა კურიერის მოლოდინის გარეშეც შეიძლებოდეს. მესამე - ქალაქგარეთ სპეციალურად Keepit-ის საჭიროებებზე მორგებული საწყობების აშენება. და მეოთხე - ქვეყნის გარეთ გასვლა: მოდელი, რომელიც თბილისში მუშაობს, სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში გადატანადია.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ - სელფი მობაილის ახალი კამპანია

19.11.2026.16:15

სელფი მობაილმა, კრეატიულ სააგენტო „სუპერმარკეტთან“ თანამშრომლობით, ახალი კამპანია: „ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“  წარადგინა. კამპანიის მთავარი იდეაა, საზოგადოებას შეახსენოს, რომ  საუბრის რეალური ღირებულება ერთმანეთის მოსმენა და გაგებაა. 

დღეს, როდესაც ყოველდღიური საუბრები, ხშირად, კამათსა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებაში გადაიზრდება, სელფი მობაილი ყურადღებას ამახვილებს გულწრფელი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. კამპანია ადამიანებს მოუწოდებს საუბარი არა შეჯიბრად, არამედ ერთმანეთის უკეთ გაცნობისა და გაგების შესაძლებლობად აღიქვან. 

კამპანიის მთავარი ვიდეორგოლი ყოველდღიურ, ყველასთვის ნაცნობ სიტუაციებს ასახავს, სადაც ჩვეულებრივი საუბრები დებატებად იქცევა. დედა-შვილი, მეგობრები და თანამშრომლები ერთმანეთს არგუმენტებით უპირისპირდებიან, თითოეული არგუმენტი კი ქულად ითვლება. ყველა საკუთარი პოზიციის დამტკიცებას ცდილობს, რის შედეგადაც საუბარი თავდაპირველ მიზანს - ერთმანეთის გაგებას კარგავს. 

„როგორც ტელეკომ ოპერატორი, ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაა. თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომუნიკაციის შესაძლებლობის შექმნა, არამედ ისიც, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ამ კავშირს. ამ კამპანიით გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საუბრის მიზანი ყოველთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ არის. ზოგჯერ გაცილებით მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ ერთმანეთს, გავიგოთ საპირისპირო მოსაზრება და მეტი სივრცე დავტოვოთ გულწრფელი დიალოგისთვის“, - აცხადებენ სელფი მობაილში. 

 „ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ კამპანია ადამიანებს მარტივ კითხვაზე დაფიქრებას სთავაზობს: ბოლოს როდის ვისაუბრეთ იმისთვის, რომ ერთმანეთისთვის გაგვეგო და არა მოგვეგო? 

ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ 

კრედიტები: 

კრეატიული სააგენტო: SUPERMARKET 

კრეატიული დირექტორები: ეკა ყიფიანი, სანდრო ციცქიშვილი 

არტ დირექტორი: ანი როსტომაშვილი 

დიზაინერი: თიკუნა ადეიშვილი 

ექაუნთ მენეჯერი: გიორგი ტაბატაძე 

აღმასრულებელი პროდიუსერი - სანდრო გაბილაია 

ფროდაქშენის ჰედი & პროდიუსერი - მაიკო გურაბანიძე 

რეჟისორი - დავით ბორჩხაძე 

დამდგმელი ოპერატორი - სანდრო დარახველიძე 

ფოტოგრაფი - ელენე შენგელია 

1st AD / LP - ნინი იაშვილი 

ფროდაქშენ მენეჯერი - ტატო ფანცულაია 

ფინანსური მენეჯერი - მაკა ლაბაძე 

ფინანსური ადმინისტრატორი - თეკო გურაბანიძე 

პოსტ ფროდაქშენ პროდიუსერი - ბურო 

ლოჯისტიკის მენეჯერი - დავით მაღლაკელიძე 

ტრანსპორტ მენეჯერი - დავით ფერაძე 

ლოკაციის მენეჯერი - ნათია ჩომახიძე 

ლოკაციის კოორდინატორი - ზაზა ჭიღლაძე 

კასტინგის მენეჯერი - ლიზა ადამაშვილი 

კასტინგის ასისტენტი - ვიკა ბოკერია 

PA - ანეტა გვასალია 

სეტი 

სეტ მენეჯერი - ნიკო ჩხაიძე 

დიასახლისი - სვეტა ბაღდასარიანი 

მხატვრობა 

ფროდაქშენ დიზაინი: Nisley studio 

დამდგმელი მხატვრები - სოფიო გულისაშვილი, ზურა კიკვაძე 

არტ დეპარტამენტი: დავით ღვინაშვილი, თამაზ ბოჭოიძე, გური ჭვრიტიძე, გარიკ მარტიროსიანი, ბექა ყალაბეგაშვილი 

რეკვიზიტორი: თათია გულისაშვილი 

კოსტუმი /გრიმი 

კოსტიუმების მხატვარი - ანკა გაბუნია 

კოსტიუმების მხატვარი - მარიამ გელაშვილი 

გრიმი - სალომე ზაქარაია, ტაისია ერაძე 

ტექნიკური ჯგუფი 

2nd AC - კარბელა 

ფოკუსი - საბა თეთრაძე 

გაფერი - კადაფა 

პოსტი 

VFX/AI - Highway VFX 

VFX/AI - გიორგი ფაილოძე 

ფერის კორექცია - მინდია ინასარიძე 

მუსიკა - Break Records 

საუნდ დიზაინი - Uzupo 

Motion Graphics - ლევან ზაზარაშვილი 

მუსიკა - გიორგი ჩაგელაშვილი                                                    

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:   asadunashvili@cellfie.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე სელფის სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა