მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოსაწყობად ახალი პროგრამა იწყება

news image
mbc image

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების“სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში  პროგრამის ,,დანერგე მომავალი’’ მეშვეობით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა  მოცვის კულტურა. მომავალ წლებში საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 20-25,000 ტონას  შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით,   საქართველოდან განხორციელდა 18 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების 3,000 ტონა  მოცვის ექსპორტი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 118% -ით აღემატება.  

„სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული  ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის შემდგომ ჩვენ გვექნება მოცვის საკმაოდ დიდი მოსავალი. რაც, რა თქმა უნდა, გახდება დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის ერთ-ერთი  ძირითადი შემოსავლის წყარო. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ კენკროვანი კულტურები მალფუჭებადია, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამავდროულად ხელი შევუწყოთ ფერმერებს,  შექმნან სამაცივრე მეურნეობები, სადაც შეინახავენ  მოსავალს და შემდგომ უკვე ეტაპობრივად მოახდენენ მის რეალიზაციას. ვფიქრობ, ეს პროგრამა იქნება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა, შედარებით მცირე და საშუალო ფერმერებისათვის,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

სახელმწიფო პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. დაფინანსდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის პროდუქციის  შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივრები.  ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე თანადაფინანსება განისაზღვრა შესანახი მაცივრის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250,000 ლარით.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად,  სასოფლო-სამერნეო კოოპერატივს   ან/და მის არანაკლებ ხუთ მეპაიეს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების/პროგრამების ფარგლებში ერთ მუნიციპალიტეტში, არანაკლებ 10 ჰექტარზე გაშენებული უნდა ჰქონდეს ლურჯი მოცვის, მაყვლის, ჟოლოს ბაღი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა