მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

KERE - კორპორაციული ტანსაცმლისა და უნიფორმების წარმოებაზე სპეციალიზებული ქართული კომპანია

news image
mbc image

KERE წარმოადგენს სამკერვალო საწარმოს, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, ნინო მესხს ესაუბრა.

როგორია KERE-ს საქმიანობის სპეციფიკა, როდიდან ოპერირებთ ბაზარზე და რა მიმართულებებს აერთიანებთ?

KERE წარმოადგენს სამკერვალო საწარმოს, რომელიც სპეციალიზებულია კორპორაციული ტანსაცმლის, უნიფორმებისა და სხვადასხვა ტიპის ტექსტილის ნაწარმის დამზადებაზე. ბაზარზე ოპერირება მიმდინარე წელს დავიწყეთ, თუმცა მოკლე დროში უკვე შევძელით არაერთი მსხვილი ბიზნესჯგუფის ნდობის მოპოვება და მათთან წარმატებული თანამშრომლობა.

ჩვენი საქმიანობა მოიცავს სრულ ციკლს - დიზაინისა და თარგების შემუშავებიდან, ქსოვილის შერჩევითა და ბრენდირებით (ქარგვა/პრინტი) გაგრძელებული, საბოლოო პროდუქციის შეკერვამდე.

როგორ აფასებთ დღეს ბაზარზე მოთხოვნას? რომელი სექტორებიდან არის თქვენი მომსახურების მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი?

ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიან, ინდივიდუალურად მორგებულ ტანსაცმელზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. კომპანიები, განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თანამშრომელთა ვიზუალურ სტანდარტს, ბრენდინგსა და კომფორტს.

ყველაზე დიდი ინტერესი შეინიშნება სტუმართმასპინძლობის სექტორიდან (HORECA – სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებებიდან, ასევე სამშენებლო, დეველოპერული, ლოჯისტიკური კომპანიებისა და ქსელური მომსახურების სფეროებიდან.

რას მიიჩნევთ KERE-ს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად და რა გამოარჩევს თქვენს კომპანიას ბაზარზე?

KERE-ს მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხის კონტროლი, მოქნილობა და ინდივიდუალური მიდგომაა. სწორედ ამ სტანდარტის დამსახურებაა, რომ მოკლე დროში ნდობა გამოგვიცხადეს მსხვილმა კომპანიებმა, რომელთაც მაღალი მოთხოვნები აქვთ.

ჩვენ არ ვმუშაობთ შაბლონურად - თითოეული დამკვეთის საჭიროებას ინდივიდუალურად ვსწავლობთ, ვეხმარებით სწორი და გამძლე მასალების შერჩევაში და ვთავაზობთ მათ ბრენდზე იდეალურად მორგებულ დიზაინს. გარდა ამისა, ჩვენთვის პრიორიტეტულია შეკვეთის ჩაბარების ვადების სიზუსტე, მდგრადი ტექნოლოგიური დამუშავება და მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენება.

რა გეგმები აქვს კომპანიას უახლოესი პერიოდისთვის და რა მიმართულებების განვითარებაზე მუშაობთ?

უახლოეს პერიოდში ჩვენი მთავარი მიზანია ტექნოლოგიური პროცესების კიდევ უფრო სრულყოფა, პორტფოლიოს გაფართოება და მსხვილ კორპორაციულ დამკვეთებთან თანამშრომლობის გაღრმავება. ვმუშაობთ კიდევ უფრო მდგრადი ქსოვილების დანერგვაზე, რათა ბაზარზე უზრუნველვყოთ მეტად კომფორტული და გამძლე პროდუქციის წარმოება.

ასევე, აქტიურად ვავითარებთ B2B მომსახურებას, რათა პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობა კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ.

ცნობისთვის, KERE-ს მისამართია აკაკი წერეთლის გამზირი 145.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - გვანცა ზადიშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია

15.08.2026.20:45

ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, მათი ისტორიები და გამარჯვებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება. 

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

გვანცა ზადიშვილის ისტორია არ გაჩერების ნათელი მაგალითია, რომელიც გვაჩვენებს, რომ თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ მუდმივი სწრაფვა აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. 

დღეს გვანცა მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია.

გვანცასთვის ფარიკაობა მალევე იქცა იმ საქმედ, რომლის დათმობაც აღარ უნდოდა. ვარჯიშმა და შეჯიბრებებმა თანდათან მისი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა და სპორტულმა შედეგებმაც არ დააყოვნა.

მის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება 2023 წელს, პიზაში მოვიდა. საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გვანცამ მსოფლიო თასის გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა.

ეს გამარჯვება გვანცას კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა, მას შემდეგ მან კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწია - გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთხელ შეძლო საერთაშორისო ტურნირებზე მედლის მოპოვება და საკუთარი შედეგების გაუმჯობესება.

2026 წლის ივნისში, მერსინში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, გვანცამ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიან სპორტსმენად ჩამოყალიბდა.

გვანცასთვის ეს შედეგები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. თითოეული მედლის უკან დიდი შრომა, ძალისხმევა და მონდომება დგას. თითოეული გამარჯვება კი იმ გზის გაგრძელებაა, რომელიც გვანცამ სპორტში საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად გაიარა.

მაგრამ რამდენად ხშირად ვსაუბრობთ ამ მიღწევებზე?

ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, საქართველოს ბანკის მიერ წამოწყებული კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.

გვანცას ისტორია კი აჩვენებს, რომ ჩემპიონობა ერთი კონკრეტული მედლით ან ერთი შეჯიბრებით არ განისაზღვრება. ის იქმნება წლების განმავლობაში მიღწეული შედეგებით, მუდმივი განვითარებით და მიზნისკენ მიმავალ გზაზე არ გაჩერებით.

გვანცა უკვე მზად არის შემდეგი გამარჯვებისთვის.

ჩემპიონები უკვე მზად არიან,

ახლა ბრენდების ჯერია.

რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა