მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7170.5
0.0008
flag
AZN 1.5338
-0.0001
flag
CNY 38.943
0.001
flag
EUR 2.9941
0.003
flag
GBP 3.4895
0.008
flag
KZT 58.1
-0.0022
flag
TRY 0.0534
0
flag
USD 2.6074
0.0003
news banner

„კერკი“ 2026 წლიდან გეოგრაფიულ გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

„კერკი“ ქართული მშრალი ხილის ბრენდია, რომელიც 2021 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. Business Insider Georgia კომპანიის დირექტორს თამარ გაბეჩავას 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

„კერკის“ პროდუქტებზე მოთხოვნა 2025 წელს წინა წლებთან შედარებით გაიზარდა, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში.

„კერკი“ მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ ჩირეულს, ასევე ინოვაციურ პროდუქტებს, რომელთა გაყიდვების სტატისტიკა მზარდია. კერძოდ, მანდარინის ჩიფსს, განსხვავებული ტექნოლოგიით დამუშავებულ გამოშრალ ხურმას და განსაკუთრებით საინტერესო - ხილის თხევადი მასის გამოშრობით მიღებულ ჯანსაღ სნექსს, ხილის ფირფიტებს, რომლებიც „ბატონის ფორმაში“ არის შეფუთული.

როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლისთვის, განსაკუთრებით გაფართოების / ასორტიმენტის ზრდის მიმართულებით?

2026 წლის თებერვლიდან „კერკი“ „მშრალი ხილის“ კონცეფციით გაზრდის როგორც ასორტიმენტს, ასევე გაყიდვების არხებს.

„კერკის“ პროდუქცია ძირითადად თბილისში, ბათუმსა და მაგისტრალზე მდებარე სურსათის სავაჭრო ქსელებში იყიდება. 2026 წლიდან კომპანია გაყიდვების არხების გეოგრაფიული არეალის ზრდას გეგმავს.

ვგეგმავთ, გაყიდვების ინფრასტრუქტურის შექმნას სავაჭრო მოლებში, ასევე გავხდებით ხილის გამოშრობის მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი მცირე საწარმოების და საოჯახო მეურნეობებისთვის პროდუქტების გაყიდვების მხარდამჭერი. მოგეხსენებათ, მცირე საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს ძალიან უჭირთ სავაჭრო ქსელებში შესვლა, საკომისიოების გადახდა, ბრენდიგი, მარკეტინგი, პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო საბრუნავი რესურსის მოძიება. „კერკი“ ერთის მხრივ, გააძლიერებს და გააფართოებს თავისი გაყიდვების არხებს და მეორეს მხრივ, მცირე საწარმოების და საოჯარო მეურნეობებისთვის გახდება სტაბილური პარტნიორი.

 

„კერკის“ ბრენდით ,,მშრალი ხილის’’ მიმართულება 2026 წლიდან ეტაპობრივად ასობით სავაჭრო ობიექტში გამოჩნდება და მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს შესთავაზებს.

გასულ წლებში, ბრენდის მთავარი მიმართულება იყო სავაჭრო ქსელებში პროდუქციის გაყიდვა, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე გადავწყვიტეთ კორპორატიული მიმართულებით გააქტიურება. ერთგვარი პილოტირების ეტაპი წარმატებული გამოდგა და 2026 წლიდან „კერკი“ განსაკუთრებულად გააძლიერებს კორპორატიულ გაყიდვებს.

ცნობისთვის, მშრალი ხილის ქართული საწარმო ,,კერკი“ აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ძენწმანში მდებარეობს.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 3000+ წარმატებული პროექტი: რას ამბობს “სი ელ სის” გამოცდილება კომპანიის მასშტაბზე?

21.09.2026.23:09

ბიზნესის გამოცდილებაზე შესრულებული პროექტების რაოდენობა, მათი მრავალფეროვნება და წარმატებული თანამშრომლობის ისტორიები მეტყველებს. ლიფტების ინდუსტრიაში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საცხოვრებელ კორპუსს, კლინიკას, სავაჭრო ცენტრსა და საწარმოო ობიექტს ერთმანეთისგან განსხვავებული ტექნიკური მოთხოვნები აქვს. ასეთ პირობებში 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი კომპანიის გამოცდილების მასშტაბზე მიუთითებს.

პროექტი ლიფტის მონტაჟამდე ბევრად ადრე იწყება. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ შენობის ტექნიკური მონაცემები, შახტის პარამეტრები, სართულების რაოდენობა, მოსალოდნელი დატვირთვა და მგზავრთა ნაკადი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია კონკრეტული სისტემის შერჩევა. სხვადასხვა ტიპის ლიფტების ტექნიკური მახასიათებლები ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ პროექტირების ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები შემდგომ სამუშაოზე ახდენს გავლენას.

კონკრეტული ობიექტისთვის შესაფერისი  სამგზავრო ლიფტის შერჩევა მონაცემების ერთობლივ შეფასებას მოითხოვს და მხოლოდ ტვირთამწეობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება საკმარისი არ არის.

საწარმოო, სასაწყობე და კომერციულ ობიექტებზე ტექნიკური ამოცანა იცვლება. ამიტომ სატვირთო ლიფტის დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვირთამწეობას, კაბინის ზომებსა და ობიექტის სამუშაო პროცესს.

პროექტების მრავალფეროვნება მნიშვნელოვანია, რადგან ყველა შენობას სტანდარტული შახტა, თანაბარი დატვირთვა ან ერთნაირი არქიტექტურული პირობები არ აქვს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა უკვე არსებულ სივრცესთან ადაპტირება, სხვა შემთხვევაში კი ლიფტის სისტემა თავიდანვე უნდა გახდეს ახალი შენობის პროექტის ნაწილი. CLC Elevator ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან მუშაობს და კომპანიის მიერ დასახელებული 3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სწორედ განსხვავებულ გარემოში დაგროვებული პრაქტიკის მოცულობაზე მიუთითებს.

ლიფტების შემთხვევაში, გამოცდილება მხოლოდ სხვადასხვა ტიპის ობიექტზე მუშაობას არ უკავშირდება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად ფართოა იმ ტექნოლოგიებისა და მწარმოებლების სპექტრი, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს. მაგალითად, საქართველოში იაპონური საეთაშორისო ბრენდის, FUJISJ-ის ლიფტების ოფიციალური პარტნიორი სწორედ კომპანია ,,სი ელ სია”.

ვერტიკალური გადაადგილების სისტემები ყოველთვის ლიფტით არ შემოიფარგლება. სავაჭრო ცენტრებში, დიდ ბიზნეს ობიექტებსა და მაღალი გამტარუნარიანობის სივრცეებში ხშირად გამოიყენება ესკალატორი, რომლის დაგეგმვასაც განსხვავებული ტექნიკური პირობები სჭირდება. ასეთ ობიექტებზე გუნდმა უნდა გაითვალისწინოს ადამიანების ნაკადი, სივრცის განლაგება და სისტემის მუშაობის ინტენსივობა. ერთი კომპანიის მიერ რამდენიმე განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობა აისახება დაგროვებულ გამოცდილებაზეც.

სამშენებლო და დეველოპერული კომპანიის მიერ შემდეგი პროექტისთვის იგივე კონტრაქტორის შერჩევა ხშირად უკვე არსებულ გამოცდილებას ეფუძნება. დამკვეთს ამ დროს აქვს ინფორმაცია კომუნიკაციის, ტექნიკური კოორდინაციის, სამუშაო პროცესისა და შემდგომი მომსახურების შესახებ. CLC Elevator-ის პარტნიორებს შორის არის „ალფა სახლი“, „საბა ქონსთრაქშენი“, “ალმა”, „არაკი“ და ა.შ.

3000-ზე მეტი დასრულებული პროექტი სტატისტიკაა, მაგრამ მის უკან სხვადასხვა დანიშნულების შენობები, განსხვავებული ტექნიკური სისტემები, მრავალწლიანი თანამშრომლობა და რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი საინჟინრო პრაქტიკა დგას. ეს კომპანია ,,სი ელ სის” რეალური გამოცდილების შეფასებისთვის ყველაზე სანდო მონაცემებია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა