მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0007
flag
AZN 1.548
-0.0009
flag
CNY 38.871
0.0045
flag
EUR 3.0089
-0.0011
flag
GBP 3.5449
0.0087
flag
KZT 55.95
0.0019
flag
TRY 0.0558
0
flag
USD 2.6315
-0.0012
news banner

„კეთილი და პატიოსანი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებასა და ასორტიმენტის ზრდას გეგმავს

news image
mbc image

ჩვენი მთავარი ფოკუსი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეა“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დასალევი ხილ-ბოსტნეულის ქართული ბრენდის „კეთილი და პატიოსანის“ წარმომადგენელმა, იოსებ მანჯავიძემ, განუცხადა.

„ჩვენი მთავარი ფოკუსი საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზეა. ამ ეტაპზე განსაკუთრებულ ინტერესს ისრაელის ბაზარი იჩენს, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის ფაქტი, რომ პროდუქცია საერთაშორისო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. დანერგილი გვაქვს ISO-სა და HACCP-ის სტანდარტები, ასევე ვფლობთ კოშერის სამი კატეგორიის სერტიფიკატსა და ჰალალის სერტიფიკატს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზიის ბაზრებზე ოპერირებისთვის. პარალელურად, აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ამერიკის ბაზარზეც.

პარალელურად, ახალ საექსპორტო მიმართულებებსაც ვამატებთ. ამჟამად, ვმუშაობთ ახალი ეტიკეტის დიზაინზე და უახლოეს პერიოდში ყაზახეთის ბაზარზე ვგეგმავთ შესვლას. ასევე, ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მათი მოთხოვნით, პროდუქციის პლასტმასის შეფუთვაში ჩამოსხმაზე ვმუშაობთ, რადგან შუშის შეფუთვა ტრანსპორტირებისას უფრო მძიმე და ძვირადღირებულია“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

კომპანია ადგილობრივ ბაზარზეც აქტიურად ფართოვდება და სამომავლოდ ასორტიმენტის ზრდასაც გეგმავს.

„რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქტიურად ვაფართოებთ სადისტრიბუციო ქსელს. განსაკუთრებით გაიზარდა ჩვენი წარმომადგენლობა „ნიკორას“ ქსელში - თუ აქამდე ყველა ქსელში არ ვიყავით წარმოდგენილი, ახლა ეს მიმართულება მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ.

პროდუქციის განვითარებაზეც აქტიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე ახალი გემოების რამდენიმე კონცეპტუალური ვერსია უკვე მზადების პროცესშია, თუმცა ისინი ჯერ წარმოებაში არ ჩაგვიშვია და ბაზრისთვის არ შეგვითავაზებია. ამჟამად ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს სმუზის 6, ნექტრის 6 და სოუსების 7 სახეობას, ხოლო უახლოეს მომავალში მომხმარებლებს ახალ პროდუქტებსა და გემოებსაც შევთავაზებთ“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

ინფორმაციისთვის, პროდუქცია გურჯაანში, სოფელ ჩუმლაყში კომპანია „ქართული აგროპროდუქტის" საწარმოში მზადდება.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

20.07.2026.17:52

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და 500 Global-ის პარტნიორობით ხორციელდება და ადრეული ეტაპის ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლას უწყობს ხელს.

500 Global in Eurasia-ს 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა სტარტაპებს სთავაზობს ინტენსიურ სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან, პრაქტიკულ ცოდნასა და მხარდაჭერას ბიზნესმოდელის დახვეწისა და მასშტაბირებისთვის.

პროგრამის მონაწილეები შესაძლებლობას მიიღებენ, იმუშაონ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, გააძლიერონ საკუთარი ბიზნესის განვითარების სტრატეგია, მოემზადონ ინვესტიციების მოსაზიდად და დაამყარონ კავშირები საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები საკუთარ პროდუქტებსა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ.

500 Global in Eurasia საქართველოში 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ამ დროის განმავლობაში პროგრამის ათმა ნაკადმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა და გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი.

მეთერთმეტე ნაკადზე განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 2 აგვისტომდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: 

https://500.co/founders/eurasia/accelerator  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა