მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

"ქეთო'ს" გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. Business Insider Georgia, მეტი ინფორმაციისთვის კომპანიის დამფუძნებელს, ქეთი მელაძეს ესაუბრა. მისი თქმით, ასორტიმენტი მეტად მრავალფეროვანია და დაახლოებით, 20-25 სახეობას მოიცავს.

„საქმიანობა დავიწყეთ 2020 წლიდან. ვაწარმოებთ უცხო სახეობის მურაბებს და ჯემებს. იმ პერიოდში, ბაზარზე არ იყო უცხო სახეობის მურაბები და ჯემები. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რაღაც ახალი შემოგვეტანა. საწყის ეტაპზე, დავიწყეთ წიწაკის ჯემების მომზადება. პირველი იყო კომშით, შემდეგ წიწაკას სხვადასხვა ხილი დავამატეთ  და მერე უკვე წამოვიდა იდეები რომ ჩვეულებრივ მურაბებში გაგვერია სხვადასხვა სახის მწვანილი და ბოსტნეული, რამაც ძალიან დიდი  მოწონება დაიმსახურა. ამ ეტაპზე, დაახლოებით 20-25 სახეობას ვაწარმოებთ “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე.

„ქეთო'ს“ პროდუქციაზე ინტერესი და მოთხოვნა მეტად მზარდია. გარდა ამისა, კომპანია მუდმივად ცდილობს ასორტიმენტის ზრდას და სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლისთვის.

„წიწაკის ჯემებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა. დავამატეთ ახალი გემო- ლიმონის ჯემი წიწაკით და ძალიან კარგი გამოვიდა. იმედია რომ ეს გემოც დიდ მოწონებას დაიმსახურებს. ყველაზე მეტად გაყიდვადი არის წითელ ქლიავი ბეგქონდარათი, მაყვალი ბეგქონდარათი და ასევე მარწყვი ბაზილიკით. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტში, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მასშტაბით “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე.

სამომავლოდ, იგეგმება გაფართოება. კერძოდ, დუშეთში, სადაც კომპანიის პატარა საწარმო მდებარეობს, სივრცის გახსნა.

„დუშეთში გვაქვს პატარა საწარმო და  გვინდა გავაკეთო პატარა კაფე, სადაც მურაბებიც გაიყიდება, ასევე ჩატარდება მასტერ კლასებიც. ამ ზაფხულისთვის ვფიქრობ, რომ გამომივა “, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე.

აღსანიშნავია, რომ პროდუქციის მთავარი ინგრედიენტი წიწაკაა და სწორედ ეს ინგრედიენტი სძენს პიკანტურ გემოს. ქეთოს პროდუქცია ძალიან ხშირად საჩუქრად მიაქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა