KFC სასმელების მომწოდებლად Coca-Cola-ს ირჩევს და მრავალწლიან პარტნიორ PepsiCo-სთან თანამშრომლობას წყვეტს
სწრაფი კვების ქსელმა KFC-მ ხუთშაბათს აშშ-ში მდებარე რესტორნელებისთვის სასმელების მომწოდებლად Coca-Cola აირჩია, რითაც PepsiCo-სთან დაახლოებით 40-წლიანი თანამშრომლობა დაასრულა.
KFC-ს, რომელსაც აშშ-ში 3 718 რესტორანი აქვს, სასმელების მიწოდების მიმართულებით პარტნიორობის დაკარგვა შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს PepsiCo-სთვის. კომპანია ქვეყანაში გაზიანი სასმელების გაყიდვების გაუმჯობესებას ცდილობს, მაშინ როდესაც მისი სნექების ბიზნესი მაღალი ფასებისა და მომხმარებელთა უფრო ჯანსაღ პროდუქტებზე გადასვლის ტენდენციის გავლენას განიცდის.
PepsiCo-სთვის დამატებით გამოწვევას წარმოადგენს ხარჯების ზრდაც. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადა, რომ ბიზნესის ზრდისა და მოგების მარჟების აღდგენის პროცესი დაგეგმილზე მეტ დროს მოითხოვს.
KFC-სა და PepsiCo-ს შორის თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც PepsiCo-მ სწრაფი კვების ქსელი შეიძინა, კვებისა და სნექების მიმართულებით საქმიანობის გაფართოების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ 1997 წელს PepsiCo-მ KFC ცალკე კომპანიად გამოყო, ის კვლავ აგრძელებდა სასმელების მიწოდებას KFC-ს მფლობელი Yum Brands-ისთვის.
ანალიტიკოსების შეფასებით, KFC-ის გადაწყვეტილებამ, აშშ-ში მდებარე რესტორნებში Pepsi-ს სასმელები Coca-Cola-თი ჩაანაცვლოს, შესაძლოა კითხვები გააჩინოს PepsiCo-ს სხვა მრავალწლიანი პარტნიორობების მომავალთან დაკავშირებით. თუმცა, მათი მოლოდინით, კომპანიისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების ფინანსური გავლენა მართვადი იქნება.
KFC-სთან პარტნიორობის დაკარგვა PepsiCo-სთვის იმ ფონზე ხდება, როდესაც კომპანია ჩრდილოეთ ამერიკაში სუსტ მოთხოვნასა და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის. ბიზნესის ზრდისა და მოგების მარჟების აღდგენა მოსალოდნელზე მეტ დროს მოითხოვს, რის გამოც კომპანიას ხარჯების შემცირების ღონისძიებების გაძლიერება უწევს.
სხვა სიახლეები
KFC სასმელების მომწოდებლად Coca-Cola-ს ირჩევს და მრავალწლიან პარტნიორ PepsiCo-სთან თანამშრომლობას წყვეტს
19.10.2026.08:00