მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხაჭაპურის ექსპორტი ბალტიის ქვეყნებში - Food Alliance-ის ახალი სტრატეგია

news image
mbc image

ფუდ ალიანსი • Food Alliance, რომელიც სისტემატურად ფართოვდება და იზრდება, 2026 წელს ხაჭაპურის ექსპორტს გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ კოხრეიძემ აღნიშნა, 2026 წლის გეგმებში შედის ხაჭაპურის, ნახევარფაბრიკატის სახით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. წინასწარი ინფორმაციით, Food Alliance ხაჭაპურის ექსპორტს ბალტიისპირეთის ქვეყნებში განიხილავს.

„გვინდა, რომ 2026 წელს ქართული პროდუქცია — კონკრეტულად ხაჭაპური — ექსპორტზე გავიტანოთ. ვფიქრობთ ამის გაკეთებას, რადგან FSSC 22000 სერტიფიკატი უკვე გვაქვს. ვგეგმავთ მისი გამოყენებას და ინოვაციური მეთოდებით ისეთი პროდუქტის შექმნას, რომელიც საექსპორტოდ ვარგისი იქნება“, - აღნიშნა ვახტანგ კოხრეიძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჰორეკა სექტორში Food Alliance-ის გაყიდვები 60%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად უკავშირდება ონლაინ გაყიდვების ზრდას. კომპანია აქტიურად მუშაობს დაფარვის არეალის გაფართოებაზე და მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა პარტნიორთან.

„მიმდინარე ეტაპზე, შარშანდელთან შედარებით, ჰორეკას მიმართულებით 60%-იანი ზრდა გვაქვს. ასევე აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა ქსელებთან, რათა 2026 წელს ჩვენი წარმოებული პროდუქცია მათ მივაწოდოთ“, - აღნიშნავს კომპანიის გენერალური დირექტორი.

ამ დროისთვის Food Alliance-ის პროდუქცია იყიდება „კარფურის“, „სპარის“ ქსელებში და „ორი ნაბიჯის“ რამდენიმე მაღაზიაში.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Food Alliance საკუთარი პროდუქციით ჰორეკა სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამარაგებს და სადისტრიბუციო ქსელიც გააჩნია.  ბოლო პერიოდში კომპანიამ მომხმარებლებს პროდუქციის ონლაინ შერჩევის და ყიდვის სერვისიც შესთავაზა.

Food Alliance-ს გაყიდვები მზარდია, რასაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხი და კრუასანის ტიპის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდა განაპირობებს.


​Food Alliance 2019 წელს დაარსებული ქართულ-ფრანგული საწარმოა, რომელიც ნატახტარში მდებარეობს და 150 ადამიანს ასაქმებს.

სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, სუბსიდირების სახით, Food Alliance-მ 1 400 000 ლარზე მეტი მიიღო.

Food Alliance აწარმოებს როგორც პურს, ვიენუაზერს და ასევე სხვადასხვა სახის ქართულ პროდუქტებს.

კომპანიის უპირველესი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის გაყინული საკონდიტრო პროდუქტი, რომელიც მოიცავს როგორც ფრანგული, ისე ქართული ტრადიციებით შთაგონებულ ინოვაციურ ნაწარმს.

პროდუქციის განმასხვავებელი მახასიათებელია მისი გამორჩეული გემოვნური თვისებები, რომელიც განპირობებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხით.

ავთენტური ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის დამზადება პრემიუმ ხარისხის ნედლეულთან ერთად მოითხოვს როგორც ტექნოლოგის გამოცდილებას, ასევე მაღალი ხარისხის დანადგარების გამოყენებას.

კომპანიის მიერ პროდუქციის დამზადება ხდება უახლესი ტექნოლოგიით და გაყინვის უნიკალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს, მასში შემავალი სასარგებლო, ესთეტიკური და გემოვნური თვისების შენარჩუნებას.

პროდუქტის მომზადება არ საჭიროებს ადგილზე სპეციალიზებულ პერსონალს, რადგან ჩვეულებრივ ღუმელში, მხოლოდ 15-20 წუთით მოთავსებაც საკმარისია საუკეთესო შედეგის მისაღებად.

Food Alliance თანამშრომლობს ფრანგ წარმოების ტექნოლოგ ვილიამ დენუსთან.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა