მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხაჭაპურის ინდექსი თვიურ ჭრილში შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი გაიზარდა

news image
mbc image

2023 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.54 ლარი შეადგინა.

ISET-PI-ს გამოქვეყნებული აღნიშნული მაჩვენებელი 10.9%-ით აღემატება 2022 წლის მარტის მაჩვენებელს. თუმცა თვიურ ჭრილში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ხაჭაპურის ღირებულება 5.7%-ით შემცირდა.

წლიურ ჭრილში, მარტში ხაჭაპურის ყველა ინგრედიენტის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა: რძე (+20.2%), საფუარი (+15.4%), კარაქი (+14.4%), კვერცხი (+11.4%), ყველი (+11.3%), ფქვილი (+3.5%).

თვიურ ჭრილში, მარტში, ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა, რაც ძირითადად ყველის ფასის სეზონური კლებით იყო განაპირობებული, რომელიც წინა თვესთან შედარებით 9.9%-ით შემცირდა.

თვიურ ჭრიულში ხაჭაპურის ინდექსის შემცირება მიჰყვება ახალი რძის წარმოების ტრადიციულ სეზონურ ტრენდს. რძისა და რძის პროდუქტების ფასების კლებაზე შეიძლება გავლენა მოეხდინა დიდმარხვასაც, რომელიც 27 თებერვალს დაიწყო, რადგან მარხვის პერიოდში რძესა და რძის პროდუქტებზე მოთხოვნა იკლებს.

„ტრადიციულად, საქართველოს დანარჩენ ქალაქებთან შედარებით ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მკვეთრად ქუთაისში იგრძნობა, სადაც მარტში ყველის ფასი წინა წელთან შედარებით 17.1%-ით შემცირდა. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ იმერეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი რძის მწარმოებელი რეგიონია და რძის წარმოების სეზონის დაწყებისთანავე ფასები იკლებს. ქუთაისში შემცირებული ფასები, დიდი ალბათობით, საქართველოს დანარჩენ ქალაქებსაც გადაეცემა“, - აცხადებენ ISET-PI-ში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა