„ხახაბომ“ ქართული ბიო მცენარეული ზეთების წარმოება დაიწყო
ნატურალური ზეთების მწარმოებელმა კომპანია „ხახაბომ“ და იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტმა, ქართული ბიო მცენარეული ზეთების წარმოება ერთობლივად დაიწყეს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს „ხახაბოს“ დამფუძნებელმა, ზაქარია სვიმონიშვილმა განუცხადა.
„დავიწყეთ ზეთების წარმოება იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან ერთად. მოგეხსენებათ, ჩვენი ზეთები გამოიყენება, როგორც საკვებ დანამატად, ასევე სამკურნალო დანიშნულებითაც და პირდაპირ კავშირში არის სამედიცინო სფეროსთან. სფეროსთან. გვქონდა შეხვედრები და გადავწყვიტეთ რომ ერთობლივი სახელით, ერთობლივი წარმოებით გამოვუშვათ ეს 7 დასახელების ზეთი. პირველ ეტაპზე გამოდის სელის, ჩიას და შავი კვლიავის ზეთები. ეტაპობრივად დანარჩენი ზეთებიც დაემატება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ზაქარია სვიმონიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ხახაბოს“ ზეთები სამკურნალო და კოსმეტიკური ხაზით იწარმოება, გამოიყენება კულინარიაშიც. პროდუქტი 100%-ით ნატურალურია. მზადდება მთლიანად ცივი დაწურვის მეთოდით, ყოველგვარი კონსერვანტების გარეშე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.