მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხარისხი და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია - We are Mellow

news image
mbc image

„მელოუ“, საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური სივრცეა, რომელიც ორ წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებლებს ანი ყურაშვილსა და ნუცა მიქელაძეს ესაუბრა. მათივე თქმით, „მელოუ“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის, ეკო-მეგობრულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს.


„მელოუ, საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური სივრცე, უკვე ორ წელზე მეტია საქართველოს ბაზარზეა და მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ხარისხის, ეკო-მეგობრულ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რომლებიც თაობებზეა გათვლილი. „მელოუში“ ევროპული ნიშური ბრენდებია წარმოდგენილი 0-14 წლის ბავშვებისათვის.

ხარისხი და უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. თითქმის ყველა მათგანი სერტიფიცირებულია GOTS ან/და OEKO-TEX® სერტიფიკატებით. ეს იმის გარანტიაა, რომ პროდუქტი მთლიანად ორგანულია და შემოწმებულია მავნე ნივთიერებებზე. ამასთან ერთად , ჩვენი კოლექციები განსხვავებული დიზაინითა და ფერებით გამოირჩევა. ხშირად გვეუბნებიან მომხმარებლები, ყოველდღიური ტანისამოსის გარდა, როდესაც რაიმე განსხვავებულს ეძებენ მათთვის მნიშვნელოვანი დღეების აღსანიშნად, „მელოუ“ ერთ-ერთი პირველი ლოკაციაა, რომელსაც სტუმრობენ. ეს ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა “, - აცხადებენ ბრენდის დამფუძნებლები.

„მელოუ“ გამორჩეულია მრავალფეროვანი ასორტიმენტითა და განსხვავებული ფერებით.

„ვფიქრობთ, „მელოუ" უკვე ძალიან შეუყვარდათ არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მათ მშობლებსაც. აქ თბილი გარემო ხვდებათ, განსხვავებული ფერები და საინტერესო ნივთები, რაც უფრო სასიამოვნოს ხდის მათ გამოცდილებას. ორწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა,თუ რა სურს ქართველ მომხმარებელს. სწორად შერჩეული კოლექციები და ნივთები ნიშნავს - მაღალ მომართვიანობასა და კმაყოფილ მომხმარებელს. თავად „მელოუ" სასიამოვნოს, ყველანაირი სიუხეშისგან თავისუფალს ნიშნავს და ჩვენი სივრცეც ზუსტად ამართლებს ამ სახელწოდებას. შეძენის გამოცდილებას ამარტივებს ჩვენი ონლაინ ვებ-გვერდი www.mellowstore.ge. საიტზე სრული ასორტიმენტი დაგხვდებათ. ამანათის მიწოდებას კი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ვუზრუნველვყოფთ “, - აღნიშნავენ ბრენდის დამფუძნებლები.

ბრენდი მოკლე პერიოდში სკოლის ჩანთებისა და ზამთრის კოლექციას შესთავაზებს მომხმარებელს. გარდა ამისა, მიმდინარეობს მზადება 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებისთვის.

„უკვე ველოდებით სკოლის ჩანთებსა და ზამთრის კოლექციებს. პარალელურად კი მზადებას ვიწყებთ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებისთვის.
Mellow-ში დაგხვდებათ სკანდინავიური ხარისხის, სისადავისა და სამხრეთული ფერების საუკეთესო ნაზავი. ვიმოგზაურებთ ჩვენს ფერად, Mellow სამყაროში “, - განმარტავენ ბრენდის დამფუძნებლები.


ცნობისთვის, კონცეპტუალური სივრცე თბილისში, ვასილ ბარნოვის 94 ნომერში, მეორე სართულზე მდებარეობს. სამუშაო საათებია, ყოველდღე, 11:00-20:00.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა