მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხარისხიანი განათლება და მომავლის პროფესიების შესწავლა შეაჩერებს ტვინების გადინებას - re:school-ი წელს აჯამებს

news image
mbc image

ტექნოლოგიური სკოლა re:school-ი 2024 წელს ახალი ფილიალების დამატებისა და ბიზნესის გაფართოების პარალელურად, სოციალური პასუხისმგებლობის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე განვითარებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school-ი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგრანტო მიმართულებებზე და ასევე კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით გეგმავს ფინანსების მოძიებასა და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მომავლის ტექნოლოგიური პროფესიების სწავლებას.

„აქტიურად ვმუშაობთ საგრანტო მიმართულებებზე. გვინდა ვითანამშრომლოთ კერძო კომპანიებთან, რათა მოხდეს სოციალურად დაუცველი ბავშვების სწავლის დაფინანსება და მათთვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების სწავლება.

ლოგიკურია, რომ re:school-ი და re:invent-ი მხოლოდ ჩვენი რესურსებით ვერ მოვახერხებთ ყველა მსურველს უფასოდ ვასწავლოთ, ამიტომ ვეძებთ პარტნიორებს, რომლებიც ამ კეთილ საქმეში ჩადებენ ფულს და ბევრ ნიჭიერ ბავშვს მიცემენ შესაძლებლობას, რომ მაღალანაზღაურებადი პროფესიები შეისწავლონ“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.

სულ მალე re:school-ი მსჯავრდადებულ ქალებს UI/UX დიზაინს შეასწავლის და სამომავლოდ მათ დასაქმებაზეც იზრუნებს. 

„ასევე გაქვს ახალი პროექტი, რომელსაც თებერვლის დასაწყისიდან დავიწყებთ. ამ პროგრამის ფარგლებში მსჯავრდადებულ ქალებს UI/UX დიზაინში გადავამზადებთ. მომავლის პროფესიების შესწავლა საკმაოდ ძვირია და საპატიმროს გარეთაც არ აქვთ ადამიანებს ამის საშუალება. 

აღნიშნულ პროექტს თავად  re:school-ი აფინანსებს თავის პარტნიორ, სკოლების ქსელი „პროგრესის“ დამფუძნებელ - ნინა ჩიკვაშვილთან ერთად. 

„15 მსჯავრდადებულ ქალს UI/UX დიზაინში გადავამზადებთ და შემდეგ უკვე საუკეთესო შედეგების მქონეს, საპატიმროს დატოვების შემდეგ, ჩვენს კომპანიაში დავასაქმებთ. დანარჩენებს კი დავეხმარებით დასაქმებაში ჩვენს მეგობარ კომპანიებში.

ამ თემაზე მინი დოკუმენტური ფილმის გადაღებაც იგეგმება იმის შესახებ, თუ როგორ აქციეს ქალებმა სასჯელი შესაძლებლობად, რა თქმა უნდა, ინგლისური სუბტიტრებით, რათა მხოლოდ საქართველოში არ დარჩეს მათი წარმატების ისტორია და საზღვრებს გარეთაც იქცეს ეს ამბავი მსჯავრდებულებისთვის მოტივაციად. მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიის შესწავლა ქალებს ხელს შეუწყობს საზოგადობასთან რეინტეგრაციასა და რესოციალიზაციაში.

ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. გვაქვს კიდევ რამდენიმე ახალი და საინტერესო პროექტი. ვგეგმავთ ასევე გაფართოებასა და ახალი ფილიალების გახსნას. გვინდა, რომ მთელი საქართველო დავფაროთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ ჩვენთან სწავლის შესაძლებლობა“- აღნიშნაცს re:school-ის დამფუძნებელი.

თუმცა ვიდრე re:school-ი 2024 წლის გეგმების შესრულებას შეუდგება, სკოლის დამფუძნებელმა  Business Insider Georgia-თან 2023 წელი შეაფასა. 

„პროგრამა, რომელიც re:school-მა შექმნა ძალიან განსხვავებულია და განსაკუთრებული იმ კუთხით, რომ ჩვენ ერთადერთი ტექნოლოგიური სკოლა ვართ, სადაც ტექნოლოგიური განათლების გარდა, ბავშვებს ყველა იმ საჭირო ცოდნას ვაძლევთ, რაც დღეს 21-ე საუკუნის დასაქმების ბაზარს სჭირდება.

გვაქვს დამატებითი 18 მოდული, რომელიც ბონუსად მოყვება ყველა ტექნოლოგიურ მიმართულებას და რომელიც ბავშვებს იმ რბილ უნარებს გამოუმუშავებს, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ ნებისმიერი პროფესიის არჩევის შემთხვევაში.

re:school-ი ერთადერთი ტექნოლოგიური სკოლაა, სადაც ვებ პროგრამირებასთან, თამაშების შექმნასთან, UI/UX დიზაინთან და კიბერუსაფრთხოებასთან ერთად ისწავლება: ემოციური ინტელექტი; ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა; სტრესის მენეჯმენტი; ბალანსი ონლაინ სამყაროში; ცხოვრების დაგეგმვა; როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი; სხეულის ენა - როგორ შევცვალოთ საკუთარი განწყობა სხეულის ენის სწორი მართვით; ფულის ისტორია და მისი ევოლუცია კრიპტოში; ფულის შოვნის გზები ტექნოლოგიებით; რობოტიკა; ციფრული ხელოვნება; მედია და ინფორმაციული წიგნიერება; სმარტ ტექნოლოგიები; Pitch Deck - ის მომზადება და ინვესტიციების მოზიდვა; ChatGPT - ის სწორი გამოყენება და ა.შ. ეს არასრული ჩამონათვალია, ბონუს მოდულების განახლება მუდმივად ხდება ბავშვების საჭიროებებისა და დასაქმების ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით. re:school-ში ბავშვებს გამოცდილებას ყველაზე წარმატებული სტარტაპერები და ბიზნესმენები უზიარებენ.

re:school-ის სასწავლო პროცესში ჩართულები არიან განათლების ფსიქოლოგები. ისინი მენტორებთან ერთად წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს და უზრუნველყოფენ თითოეული ბავშვის ჩართულობას სასწავლო პროცესში, იციან მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და მაქსიმალურად ეხმარებიან მომავლის პროფესიების სასკოლო ასაკშივე ათვისებაში. განათლების ფსიქოლოგების ჩართულობაც ერთ-ერთი ინოვაცია, რომელიც re:school-მა დანერგა საქართველოში.

ძალიან მიხარია, რომ  re:school-ის მერე რბილი უნარების განვითარებაზე, ისევე როგორც ემოციური ინტელექტის დანერგვაზე  და კომბინირებული მოდულების შექმნაზე, სხვადასხვა ტექნოლოგიურმა სასწავლებელმა და უნივერსიტეტმაც დაიწყო ფიქრი და ამ მიმართულებით მუშაობა. კომბინირებული მოდულები, რომლებიც re:school-ის სავიზიტო ბარათია, ახალგაზრდა თაობის წარმატების გარანტიაა. ამიტომ, მხოლოდ მივესალმები და მიხარია ის ფაქტი, რომ სხვებისთვისაც ინსპირაცია გახდა ის ყველაფერი, რაც ჩვენ პირველებმა დავიწყეთ. რაც მეტი ვიქნებით მით უკეთესი, რადგან ხარისხიანი განათლება წარმატებული მომავლის საწინდარია ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლის პროფესიების შესწავლა კი შეაჩერებს ტვინების გადინებას და შეამცირებს უმუშევრობის წარმოუდგენლად მაღალ მაჩვენებლებს.

ასევე ძალიან მიხარია ის რომ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ემოციური ინტელექტი. ჩვენი დაარსების დღიდან, რე:სქულის ყველა ბავშვმა გაიარა ემოციური ინტელექტის მოდული. ემოციური მდგრადობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დღევანდელ დროში, თუ ემოციების კონტროლი არ შეუძლია ადამიანს, თუ ნებისყოფის გამომუშავების უნარი არ აქვს და თუ წაქცევის შემთხვევაში არ იცის, როგორ წამოდგეს, ვერცერთ სფეროში ვერ იქნება წარმატებული. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ, ჩვენს კომბინირებულ მოდულებში, რაც გულისხმობს: ტექნოლოგიურ განათლებასთან ინტეგრირებულ დასაქმების ბაზრისთვის საჭირო ცოდნის მიცემას და უნარების განვითარებას ბავშვებში - ის ყველაფერი ჩაგვედო, რაც საბოლოო ჯამში ქმნის წარმატების ფორმულას, წარმატებულ ადამიანს.“

სკოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ  re:school-ი ერთადერთი სკოლაა, რომელიც წარმატებულ ბავშვებს შესაძლებლობა აძლებს საკუთარი ბიზნესები დაიწყონ 12-15 წლის ასაკში, როგორც სწავლის პერიოდში, ისე მისი დასრულების შემდეგ. ყოველივე  ამას re:invent - ის სტარტაპების ეკოსისტემა, რომელიც 40-ზე მეტ სტარტაპს აერთიანებს, 100%-ით უწყობს ხელს.

„ჩვენ ზაფხულში გამოვავლინეთ  re:school-ის ყველაზე მაღალი აკადემიური შედეგების მქონე ბავშვები და მათ დავაწყებინეთ ბიზნესები. უკვე ორმა სტარტაპმა აიდგა ფეხი და ბავშვების ასაკი არის 12-15 წელი. სტარტაპის „გაკეთება“ ერთ დღეში არ ხდება და გავდივართ სხვადასხვა ფაზებს. მუდმივი შეხვედრები გვაქვს გამარჯვებულ ბავშვებთან და წინდაწინ მივიწევთ.

ორიდან ერთ-ერთი არის მობილური ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ნებისმიერი რესტორანი, ლოკაცია დაჯავშნოთ, ასევე წინასწარ შევარჩიოთ მენიუ.

მეორე სტარტაპია მაღაზიის ონლაინ კონსულტანტი. მაშინ როდესაც მაღაზიაში ვერ ვაგნებთ ხოლმე რა სად არის, ძალიან მარტივად ონლაინ კონსულტანტი banner image news banner

ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა