მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ხელფასების მაღალი ზრდის ტემპი მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგია - გალტ & თაგარტი

news image
mbc image

საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა პანდემიის შემდეგ. უახლესი მონაცემებით, 2023 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 16.3%-ით გაიზარდა და 1,855 ლარი შეადგინა.

საქართველოში ხელფასების მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირდება, რაც ნიშნავს,რომ გაზრდილი შემოსავლები კომპანიებმა ხელფასების ზრდაზეც მიმართეს.

აღსანიშნავია, რომ თუ ხელფასის ზრდის ტემპი ფასების ზრდის ტემპს აღემატება, მაშინ ეს დასაქმებულთა  მსყიდველუნარიანობას ამაღლებს, ხოლო თუ ფასები შემოსავლებზე სწრაფად იზრდება, ეს პირიქით, მათ მდგომარეობას აუარესებს. 

პანდემიამდე, 2015-19 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4.1%-ით იზრდებოდა, ხოლო რეალური ხელფასის (ინფლაციით შესწორებული) საშუალო ზრდის ტემპი 2.7%-ს შეადგენდა. პანდემიის შემდგომ, 2021 წელს, ეკონომიკა მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა (ეკონომიკური ზრდა 10.5% იყო), ხელფასებიც სწრაფად გაიზარდა, თუმცა ამავდროულად მაღალი ინფლაციის გამო რეალური ხელფასის ზრდა ნულთან ახლოს იყო, ანუ დაქირავებულთა მსყიდველუნარიანობა არ გაუმჯობესებულა. 2022 წელს ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე შენარჩუნდა, თუმცა რეალური ხელფასი წლიურად 5.7%-ით გაიზარდა და დაქირავებულთა მსყიდველუნარიანობაც გაუმჯობესდა. ეს გაუმჯობესება კიდევ უფრო მკვეთრია 2023 წელს, რადგან ინფლაცია სწრაფად შემცირდა, ხელფასების ორნიშნა ზრდა გაგრძელდა და შედეგად, რეალური ხელფასი წლიურად, საშუალოდ 13.7%-ით გაიზრდა.

რომ შევაჯამოთ, ბოლო პერიოდის მაღალი ეკონომიკური ზრდიდან სარგებელი დაქირავებით დასაქმებულებმაც მიიღეს, რადგან ბოლო წლებში  პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ეკონომიკური ზრდის და რეალური ხელფასის ზრდის ტემპები ერთნაირად დაჩქარდა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამდენად აუცილებელია მაღალი ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის ცხოვრების დონის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

სექტორულ ჭრილში, 2023 წლის მე-3 კვარტალში, საქართველოში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგ დარგებში ფიქსირდება: ინფორმაცია  და კომუნიკაცია (3,958 ₾), მშენებლობა (3,033 ₾), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა (2,807 ₾), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (2,616 ₾) და სახელმწიფო მმართველობა (2,099 ₾).  ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასები განათლების (1,039 ₾), სოფლის მეურნეობის (1,150 ₾) და სასტუმროებისა და რესტორნების (1,413 ₾) დარგებშია.

ჩვენი პროგნოზით, 2024 წელს ხელფასები საშუალოდ წლიურად 10%-ის ფარგლებში გაიზრდება და წლის ბოლოს, საშუალო თვიური ხელფასი, 2,000 ლარს გადააჭარბებს. ამასთან, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის თანახმად წლიურად 10%-ით იზრდება. ჩვენი მოლოდინით, ხელფასების ანალოგიური ზრდის ტემპი იქნება კერძო სექტორშიც.

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა